Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვახსოვდეს ტრანსგენდერი ადამიანები


ეკა აღდგომელაშვილი
ეკა აღდგომელაშვილი

20 ნოემბერს მსოფლიო დაღუპულ ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ლგბტ ადამიანთა უფლებების დამცველების განცხადებით, 2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით, მსოფლიოს 57 ქვეყანაში ტრანსგენდერ ადამიანთა მკვლელობის 1123 შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ ტრანსგენდერი ქალი ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს საქართველოში, თბილისში. საქართველოში მცხოვრები განსხვავებული ადამიანების დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობისა და მათ მიმართ ჰომოფიბიური დამოკიდებულების ფაქტები არ იკლებს. რა არის ამის მიზეზი? რისი მოთმენა უწევთ ტრანსგენდერ ადამიანებს, სხვა უმცირესობათა წარმომადგენლებს? ამ საკითხზე რადიო თავისუფლება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელთან, ეკა აღდგომელაშვილთან, ინტერვიუს გთავაზობთ.

გვახსოვდეს ტრანსგენდერი ადამიანები
please wait

No media source currently available

0:00 0:09:13 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG