აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ადგილობრივი მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მინისტრობის კანდიდატები დეპუტატებს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე წარუდგინა მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ. მან აჭარის მთავრობის 4 მინისტრიდან ორს შეუნარჩუნა 2012 წელს დაკავებული პოსტი, ორ თანამდებობაზე კი უმაღლეს საბჭოს ახალი კანდიდატები შესთავაზა.