შეთანხმებული გეგმა შეიცვალა - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა 23 ივნისს აღარ განადგურდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ 21 ივნისს საგანგებო კომისიის სხდომაზე მიიღეს. თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა მათთვის, ვინც 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიდეოჩანაწერების დახურულ ჩვენებასა და დისკუსიას დაესწრო. რატომ გადაიდო ვიდეოფირების განადგურება - რატომ შეიცვალა ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად შეთანხმებული გეგმა?
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები 23 იანვარს, 3 საათზე, მედიის თანდასწრებით უნდა განადგურებულიყო. წინასწარი ინფორმაციით, მტკიცე იყო და გადახედვას არ ექვემდებარებოდა შეთანხმება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საგანგებო კომისიის მუშაობის ფარგლებში 18 ივნისს იქნა მიღწეული, თუმცა 21 ივნისს, კომისიის მორიგი სხდომის შემდეგ, გაირკვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურება ჯერჯერობით დაუზუსტებელი დროით გადაიდო. ამ შემთხვევაში საუბარი შეეხება არა ადამიანთა წამებისა თუ გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალას, არამედ 50-ზე მეტ დისკს, რომლებზეც პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის წარმომადგენელთა პირადი ცხოვრების ათასობით ეპიზოდია ასახული. როგორც კომისიის წევრმა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თავდაპირველი გადაწყვეტილება ეჭვების გასაქარწყლებლად შეიცვალა:
”მათ თქვეს, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ არა აქვს წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სისტემური იყო ეს ყველაფერი, ანუ არა მარტო წამება, არამედ ზოგადად თვალთვალი, მიყურადება, ჩაწერა ოპონენტების, საკუთარი გუნდის წევრების და ასე შემდეგ... მათ თქვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ყველაფერი განადგურდება, საზოგადოებას შეექმნას აზრი და რაღაც ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რას მოიცავს ეს კადრები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამაც იცოდეს, თუ რა ხდებოდა გასული წლების განმავლობაში”.
იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მოპოვებული მასალები საჯარო ჩვენებისთვის არ არის განკუთვნილი, ეკა გიგაურის თქმით, განადგურებამდე მათ, სავარაუდოდ, სამი ჯგუფის წარმომადგენლებს გააცნობენ. ესენი არიან: პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და დიპლომატიური წრეები. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი კვლავაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს ეყრდნობა და ძველ აზრზე რჩება, რომ ამ ტიპის მასალები სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ახლო მომავალში უნდა განადგურდეს.
თუმცა თუკი საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის კომენტარით ვიმსჯელებთ, ვიდეომასალების განადგურების პროცესის პარალელურად, არსებობს სახელმწიფოს კიდევ ერთი საზრუნავი, რომელიც მართლმსაჯულებისთვის მტკიცებულებების შენახვას გულისხმობს:
”ჩემი ინფორმაციით, მთავრობას აქვს მტკიცე პოზიცია, რომ გაანადგუროს ვიდეოჩანაწერები. მაგრამ საქმე ის არის, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა მტკიცებულებათა სახით შენახულ იქნეს გარკვეული ვიდეომასალა. და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პოზიციას”.
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების გეგმა რომ გადაიხედებოდა, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების ერთ ნაწილს 20 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს, მინისტრის გარკვეული კომენტარების საფუძველზე გაუჩნდა. გავიხსენოთ, რომ ხუთშაბათს მინისტრმა მე-3 სექტორი და მედიაორგანიზაციები ადამიანების სასტიკი წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალის გასაცნობად მიიწვია. მათ შორის იყო ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც წამებისა და გაუპატიურების არა, მაგრამ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების უპირობოდ განადგურების მომხრეა:
”კომისიის შექმნაც ზედმეტი იყო, რადგანაც საქმე გვაქვს უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებთან, რომლებსაც მართლმსაჯულებისთვის არანაირი ღირებულება არა აქვს. საქმე გვაქვს პირადი ცხოვრების, მაგალითად, პოლიტიკოსების ინტიმური ცხოვრების ამსახველ კადრებთან. ამას ხომ არანაირი ღირებულება არა აქვს”.
20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მრავლად იყვნენ ისინიც, ვინც დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერი სახის ფარული ჩანაწერის განადგურებას. ასეთები თვლიან, რომ სამართალდამცველთა მოვალეობა ამ მასალების არა განადგურება, არამედ მათ დაცვასა და გაუვრცელებლობაზე ზრუნვაა.
ხუთშაბათის შეხვედრის შემდეგ, რადიო თავისუფლების შეკითხვას, ხომ არ გადაიხედება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების 23 ივნისს განადგურების გადაწყვეტილება, ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლედ უპასუხა, რომ ეს საკითხი 21 ივნისს კომისიის სხდომაზე გადაწყდებოდა. იმ დროისთვის არაფერი იცოდა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო კომისიის წევრმა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, რომელმაც პარტნიორ ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან ერთად 20 ივნისის შეხვედრა ვიდეომასალის ჩვენებამდე დატოვა. კომისიის მორიგი სხდომის დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია მას ხუთშაბათს, გვიან საღამოს, მიაწოდეს.
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები 23 იანვარს, 3 საათზე, მედიის თანდასწრებით უნდა განადგურებულიყო. წინასწარი ინფორმაციით, მტკიცე იყო და გადახედვას არ ექვემდებარებოდა შეთანხმება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საგანგებო კომისიის მუშაობის ფარგლებში 18 ივნისს იქნა მიღწეული, თუმცა 21 ივნისს, კომისიის მორიგი სხდომის შემდეგ, გაირკვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების განადგურება ჯერჯერობით დაუზუსტებელი დროით გადაიდო. ამ შემთხვევაში საუბარი შეეხება არა ადამიანთა წამებისა თუ გაუპატიურების ამსახველ ვიდეომასალას, არამედ 50-ზე მეტ დისკს, რომლებზეც პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორისა თუ მედიის წარმომადგენელთა პირადი ცხოვრების ათასობით ეპიზოდია ასახული. როგორც კომისიის წევრმა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თავდაპირველი გადაწყვეტილება ეჭვების გასაქარწყლებლად შეიცვალა:
”მათ თქვეს, რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ არა აქვს წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სისტემური იყო ეს ყველაფერი, ანუ არა მარტო წამება, არამედ ზოგადად თვალთვალი, მიყურადება, ჩაწერა ოპონენტების, საკუთარი გუნდის წევრების და ასე შემდეგ... მათ თქვეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ყველაფერი განადგურდება, საზოგადოებას შეექმნას აზრი და რაღაც ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რას მოიცავს ეს კადრები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამაც იცოდეს, თუ რა ხდებოდა გასული წლების განმავლობაში”.
ჩემი ინფორმაციით, მთავრობას აქვს მტკიცე პოზიცია, რომ გაანადგუროს ვიდეოჩანაწერები. მაგრამ საქმე ის არის, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა მტკიცებულებათა სახით შენახულ იქნეს გარკვეული ვიდეომასალა...რიჩარდ ნორლანდი
თუმცა თუკი საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის კომენტარით ვიმსჯელებთ, ვიდეომასალების განადგურების პროცესის პარალელურად, არსებობს სახელმწიფოს კიდევ ერთი საზრუნავი, რომელიც მართლმსაჯულებისთვის მტკიცებულებების შენახვას გულისხმობს:
”ჩემი ინფორმაციით, მთავრობას აქვს მტკიცე პოზიცია, რომ გაანადგუროს ვიდეოჩანაწერები. მაგრამ საქმე ის არის, რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა მტკიცებულებათა სახით შენახულ იქნეს გარკვეული ვიდეომასალა. და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პოზიციას”.
კომისიის შექმნაც ზედმეტი იყო, რადგანაც საქმე გვაქვს უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებთან, რომლებსაც მართლმსაჯულებისთვის არანაირი ღირებულება არა აქვს...ალეკო ცქიტიშვილი