დღევანდელი ჩვენი სიუჟეტის თემა სტალინის შესახებ გამოცემული ორი წიგნია. ორივე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" დაბეჭდა. ერთი წიგნი საარქივო მასალების პუბლიკაციას წარმოადგენს, მეორე კი თანამედროვე პოპულარული ისტორიკოსის ნაშრომია. ერთი სტალინის დედის მოგონებებია, მეორე კი სტალინის შესახებ არსებულ ყველა შესაძლო მოგონებას ეყრდნობა და ითვალისწინებს. საიმონ სებაგ მონტეფიორეს წიგნის "სტალინი – წითელი მეფის კარი" ღირსება სწორედ ეს ამომწურავი ინფორმირებულობაა.
თავდაპირველად, მოდით, ეკატერინე ჯუღაშვილის მოგონებებს მივხედოთ, რომელიც წლების განმავლობაში ინახებოდა არქივში და მხოლოდ რჩეულებს ჰქონდათ მისი წაკითხვის საშუალება. ეს ზეპირი მოგონებები 1935 წელს ჩაუწერიათ, აგვისტოს რამდენიმე დღის განმავლობაში, ბელადის დედის გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე, და იგი ბოლო დრომდე უცნობი იყო ფართო მკითხველისთვის. წიგნის რედაქტორმა მერი ნებიერიძემ მითხრა, რომ თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროში მოუმზადებიათ წიგნის საცდელი ვარიანტი:
"ჩვენ ეს მასალები, რაც ამ წიგნშია შესული, მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან. მოგვაწოდეს ფოტომასალაც. მათ ჰქონდათ გაკეთებული წიგნი, რომელიც არ იყო განკუთვნილი ფართო მასისთვის, თუმცა მასალა, წიგნად გამოცემული, უკვე არსებობდა. ჩვენ ამის საფუძველზე გამოვეცით სტალინის დედის მოგონებები".
ზემოთ კი ვთქვი, ზეპირი მოგონებები-მეთქი, მაგრამ როდესაც პირველად წავიკითხე, დასრულებული ლიტერატურული ნაწარმოების შთაბეჭდილება დატოვა ამ ტექსტმა. ეგ კი არა, ისიც კი ვიფიქრე, რომ მისტიფიკაციასთან გვქონდა საქმე. გადავურეკე ბაკურ სულაკაურს და შევეცადე ინფორმაცია გამომეძალა, თუ სინამდვილეში ვისი დაწერილი იყო ეს მოგონებები. ბაკურმა დამარწმუნა, რომ არანაირი მისტიფიკაცია ეს არ იყო და რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში აუდიოფაილიც კი ყოფილა დაცული. „დამარწმუნა“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ახლაც ბოლომდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს ტექსტი მწერლის შეთხზული არაა.
მესმის, რომ ქართლელი ქალის ენა ბუნებრივად მდიდარია და მისგან არ უნდა გაგვიკვირდეს მოქნილი ფრაზები და დაგემოვნებით წარმოთქმული სიტყვები, მაგრამ ხანდახან ისეთ სახეებს ამოაგდებს ხოლმე ქალბატონი კეკე, რომ გონებაში ვასილ ბარნოვის და ნიკო ლომოურის აბზაცები ინთებიან: აი, მაგალითად, ჯუღაშვილების ოჯახს შემოჩვეული რუსი ლოთის, ფოკას დახასიათება ავიღოთ, რომელსაც არაყს დაალევინებენ და მომხიარულებული ფოკა ცეკვა-ცეკვით მიდის, კეკე კი ამბობს: "უბედური, მეტად სასაცილო იყო, რომ დაფენთხილი ყვავივით მიაფრიალებდა იმ ძონძებს რუსული ცეკვის დროს". ასეთი სახეები საკმაოდ ბევრია ამ ერთი ბეწო ტექსტში. არის ემოციური მონაკვეთებიც. როდესაც დედა სოსოს თბილისში, სასულიერო სემინარიაში მიაბარებს, ძალიან მოიწყენს, სახლი დაცარიელდება: "ერთი უბრალო ძველებური საათი დავკიდე კედელზე, რომ მის წიკწიკს გამოვეფხიზლებინე. არასოდეს არც შემიმოწმებია და არც გამისწორებია, რომელ საათზე იდგა, სწორედ დადიოდა თუ არა. დიდ საქმედ მიმაჩნდა, რომ ყოველ დილით გირები ჩხარაჩხურით მაღლა ამეწია და საათს წიკწიკი არ შეეწყვიტა. ჩემი ხმის გამცემი ახლა ეს იყო, სხვა არავინ".
მოგონებები სწორედ აქ მთავრდება - სოსოს თბილისში გადასვლით და მისი პირველი დაპატიმრებით.
"ჩემთვის, მაგალითად, ძალიან საინტერესო იქნებოდა მომდევნო პერიოდის შესახებ მოგონებებიც. ბოლოს ისე მთავრდება ტექსტი, რომ სტალინის არჩევანს დედა არ ეთანხმება და გაიშვიათდება მათი ურთიერთობები... მაგრამ მერეც საინტერესო იქნებოდა, ალბათ".
"სტალინის არჩევანს დედა არ ეთანხმება"... არ დაეთანხმებოდა, რა თქმა უნდა. ქალმა ნემსის წვერით გამოზარდა შვილი, ნემსის წვერით აცხოვრა და განათლება მიაღებინა, შვილის ეპისკოპოსობაზე ოცნებობდა და "ბუნტის კაცი" კი გამოვიდა.
ეს მოგონებები ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს შეიცავს - სტალინის პირველი სიტყვებით დაწყებული, მისი პირველი ნევროზებით დამთავრებული. თურმე პატარა სოსოს ხორცეული ეჯავრებოდა, "სამაგიეროდ, მადიანად ჭამდა ლობიოს. მეტად სასაცილოდ ჩამოიგუნგლიდა ხოლმე თავპირს".
მადიანი ჭამა და თავპირის ჩამოგუნგვლა მონტეფიორეს წიგნშიც ბევრია. აქ უკვე ბავშვის კი არა, ჩამოყალიბებული, შემდგარი მონსტრის ღრეობებია აღწერილი და ის ზღვარგადასული გაუმაძღრობა, რომელიც ბელადის და მისი გარემოცვის ერთ-ერთ საფირმო ნიშნად იქცა. აი, მაგალითად, რას და როგორ მიირთმევდა სტალინი: იგი იღებდა ღრმა თეფშს, დაასხმევინებდა ორნაირ წვნიანს, ჩაფშვნიდა პურს, თავზე მეორე თეფშს დააფარებდა და ცოტა ხანში ბოლომდე ამოცლიდა. ამას საუზმეული, ძირითადი კერძი და ბლომად ხორცი მოჰყვებოდა ხოლმე. ძალიან ჰყვარებია სტალინს ქაშაყი, ასევე გარეული ფრინველის ხორცი – კაკაბი, იხვი, ტყის ქათამი, მოხარშული მწყერი. იგი თავისი რეცეპტითაც ამზადებინებდა კერძებს. ცხვრის ხორცის დიდი ტრფიალი, მას ბადრიჯნით, კარტოფილით და პომიდვრით ამზადებდა, სახელად კი ამ თავის მოგონილ კერძს "არაგვს" უწოდებდა. გარკვეული პერიოდი სტალინს თურმე კბილები სტკიოდა და მხოლოდ ბატკნის რბილ ხორცს მიირთმევდა. ვინ იცის, შეიძლება სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სტალინთან დაკავშირებული ერთ-ერთი ქართული გასტრონომიული მითი, რომ დიდ ბელადს იმერული, ტელეფას ცხვარი უყვარდა ყველაზე მეტად.
ამაზე წიგნში მხოლოდ გაკვრითაა ნათქვამი, მაგრამ ასევე აღნიშვნის ღირსია სტალინის და ქართული ღვინის მითი. ჩვენს ქვეყანაში ხომ არ დარჩენილა არც ერთი სახელოვანი ღვინო, რომელიც სტალინის სახელს არ დაუკავშირეს. ყველაზე მეტად მაინც რაჭველები აქტიურობდნენ და დღესაც ხშირად გაიგონებთ ხვანჭკარისა და სტალინის ლეგენდებს. იმასვე ჰყვებიან უსახელოურზე, მუკუზანზე, წინანდალზე, გორულ მწვანეზე, ჩხავერზე, ოჯალეშსა და სხვა ღვინოებზე.
უკაცრავად ამდენი გასტრონომიული დეტალისთვის, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ეპიზოდი დამრჩა დაუმოწმებელი. იმედია, თავადაც მიაგნებთ.
მონტეფიორეს წიგნი პირველი არაა, ქართულ ენაზე რაც გამოიცა. რამდენიმე წლის წინ მისი "ახალგაზრდა სტალინი" გამოვიდა ქართულად, თუმცა, როგორც გავარკვიე, თავდაპირველად მონტეფიორეს ეს გვიანდელი სტალინისადმი მიძღვნილი კვლევა გამოსულა და მხოლოდ შემდეგ დაუწერია ავტორს "ახალგაზრდა სტალინი".
წიგნი მთლიანად დოკუმენტებს, გამოქვეყნებულ და, რაც მთავარია, პირად ზეპირ მოგონებებს ეყრდნობა და მასში აუარება გამაოგნებელ ამბავს ამოიკითხავთ. აქ ყველგან წვრილმანებია: ურთიერთობები, აღწერები, ჟესტები, ფრაზები, ანეკდოტები, ხუმრობები, ქცევები. ეს წიგნი ერთგვარი ბესტიარიუმია, სადაც ისტორიკოსი საზარელ მხეცებს აკვირდება და დეტალურად აღწერს მათ ჩვევებს. დამამახსოვრდა ერთი სცენა, სადაც სტალინისა და ბავშვების ურთიერთობაზე ჩამოვარდება სიტყვა და ავტორი ასეთ რაღაცას წერს: "ბავშვები სტალინსა და მის მკვლელებთან ისე უდარდელად თამაშობდნენ, როგორც ჩიტები, რომლებიც ნიანგის ღია ხახაში შეფრთხიალდებიან და გამოფრთხიალდებიან".
კიდევ ერთი ციტატა, მონსტრის პორტრეტი: "უფსკერო წყლის შიშისმომგვრელი სიმშვიდის ქვეშ ამბიციების, მრისხანებისა და უბედურების მაუწყებელი მორევი ბობოქრობდა. ამ ადამიანს შეეძლო ემოქმედა როგორც გაკონტროლებული თანმიმდევრობით, ასევე წინდაუხედავი აზარტითაც". სხვათა შორის, ამ უზარმაზარი, 800 გვერდიანი წიგნის ამბავიც ასეა – ზოგიერთი თავი გაკონტროლებული თანმიმდევრობითაა დაწერილი, ზოგი კი წინდაუხედავი აზარტითაა სავსე.

ხანდახან ისეთ სახეებს ამოაგდებს ხოლმე ქალბატონი კეკე, რომ გონებაში ვასილ ბარნოვის და ნიკო ლომოურის აბზაცები ინთებიან

აქ უკვე ბავშვის კი არა, ჩამოყალიბებული, შემდგარი მონსტრის ღრეობებია აღწერილი და ის ზღვარგადასული გაუმაძღრობა, რომელიც ბელადის და მისი გარემოცვის ერთ-ერთ საფირმო ნიშნად იქცა.