ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების წარმომადგენლები დღეს სოფელ კირბალში შეიკრიბნენ. სოფელი კირბალი იმითაა ცნობილი, რომ აქედან ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ყველაზე მეტი ადამიანია დაკავებული. კირბალს ტყის მასივი ესაზღვრება, რომელსაც ახლა რუსეთისა და დე ფქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლები აკონტროლებენ. კირბალელებს სწორედ ამ ტყეში აკავებდნენ ხოლმე. სოფლის ცენტრში კონფლიქტის ზონის 20-მდე სოფლის წარმომადგენელი შეიკრიბა. მათი პრობლემების მოსასმენად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთი ციხელაშვილი ჩავიდნენ. კირბალელი ნუგზარ დოთიაშვილი აცხადებს, რომ სოფლის გაზიფიცირება აუცილებელია, რათა ტყეში მისი თანასოფლელების დაკავება შემცირდეს. გარდა ამისა, სოფელს სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემები აწუხებს.
სოფელ დიცის წარმომადგენელი გელა მინდიაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა სოფელს დამატებით პრობლემებს უქმნის და ალტერნატიულ წყალსადენზე ზამთარშივე უნდა დამონტაჟდეს დამატებითი ტუმბოები, რომ სოფელი გაზაფხულს მომზადებული შეხვდეს.
სოფელ გუგუტიანთკარში 8 ოჯახი, მოუწყობელი ინფრასტრუქტურის გამო, საკუთარ სახლში ვერ შედის, რადგან იქ არც დენია და არც წყალი. მერეთის მცხოვრები მიხეილ მარიამიძე ამბობს, რომ სოფელში არც მობილური ოპერატორები მუშაობენ, რაც დამატებით პრობლემას ქმნის.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი პრობლემები მოისმინეს და ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებისთვის სპეციალური პროგრამებისა და პროექტების ამოქმედების პირობა დადეს. რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია აცხადებს, რომ თითოეული პრობლემის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე გავა და მომავალი წლისთვის განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება ახალ ბიუჯეტში აისახება.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთი ციხელაშვილის განცხადებით, მაისიდან უკვე მოქმედებს კონფლიქტის ზონის სოფლებისთვის სპეციალური პროგრამა, რომელიც ინფრასტრუქტურული და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცალკე ვიზიტებს გეგმავენ დიცსა და დვანში, სადაც მავთულხლართების მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა სახნავ-სათესი ფართობები და წყლის სათავე ნაგებობა, დვანში კონკრეტული პირები მიწის გარეშე დარჩნენ. ამიტომ, მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ახლო მომავალში ამ ადამიანების დახმარების თაობაზეც დაიწყება კონკრეტული ქმედებები.