ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში გუშინ რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. მათ სოფლის განაპირას არსებულ მიწის ნაკვეთებში ბოძები მიიტანეს და ტერიტორიები მონიშნეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მესაზღვრეებმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოსწიეს ეგრეთ წოდებული საზღვარი, რის გამოც ათეულობით ჰექტარი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვდება. ფაქტობრივად, მიწის ნაკვეთის გარეშე რჩება დვანელი გუგულა კოპაძე. მის ნაკვეთში ახლა რუსეთის მესაზღვრეები რკინის ბოძებს სხამენ და მალე მავთულხლართებით შემოსაზღვრავენ.
მიწის ნაკვეთს კარგავს მალხაზ ზაქარაშვილიც, რომელმაც მესაზღვრეებთან გასაუბრება მოახერხა. მას ეუბნებიან, რომ ნაკვეთი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა.
ეგრეთ წოდებული სასაზღვრო მავთულხლართების გაბმის შემდეგ დვანი კარგავს რამდენიმე ათეულ ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობს, ხეხილის ბაღებს და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობას.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში ოკუპაციის ხაზის გადმოწევას შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველადი ინფორმაციით არ ადასტურებს. სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის უკანონო ქმედებას და ყველა მხარეს პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს. დვანში იმყოფებოდა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, რომელიც ადგილზე ვითარებას გაეცნო, ადგილზე რჩებიან და პატრულირებენ პოლიციის დანაყოფები.
დვანის მინდვრებში იმყოფებიან რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეები, რომლებმაც ადგილობრივ მოსახლეობას მონიშნულ ნაკვეთებში მოსავლის ასაღებად ორი დღე მისცეს. ამჟამად მოსავლის აღება მათი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მავთულხლართების მონტაჟი გაგრძელდება.
საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მან თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში 19 სექტემბერს გამართული შეხვედრა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების განხილვას კარასინთან შეხვედრების ფორმატი არ ითვალისწინებს, მან საქართველოს მთავრობის სახელით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატა. აბაშიძის თქმით, როდესაც ქართული მხარე რუსეთისგან ითხოვს განმარტებას, რატომ პასუხობს მავთულხლართების გავლებით ურთიერთობის მოსაგვარებლად თბილისის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რუსეთი აცხადებს, რომ ის მის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის საზღვართან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მოქმედებს. ამ განცხადებას აბსურდული უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.
როგორც დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, საქართველოს უფრო ცივილიზებულ ძალასთან რომ ჰქონდეს საქმე, ოპტიმიზმისთვის მეტი საფუძველი ექნებოდა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მეტ პრინციპულობას გამოიჩენს. საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე საუბარი იქნება ნიუ-იორკშიც, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას საქართველოს დელეგაციაც ესწრება. საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს ყველა დიპლომატიურ საშუალებას, რათა რუსეთის უკანონო ქმედება მკაცრად დაიგმოს.
რამდენიმე დღის წინ რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები სასაზღვრო ღობეების მონტაჟს სოფელ დიცის მიმართულებით აწარმოებდნენ, სადაც ვითარება დაძაბული იყო. მოგვიანებით, ყველასთვის მოულოდნელად, მესაზღვრეებმა მიწაში ჩარჭობილი ბოძები ამოიღეს და უკანვე წაიღეს, ამის შემდეგ კი უკვე დვანის მინდვრებში გამოჩნდნენ.
დვანელები, რომლებიც ახლა მოსავალს მეთვალყურეობის ქვეშ იღებენ, აცხადებენ, რომ ორ დღეში მოსავლის დაბინავება შეუძლებელი იქნება, მესაზღვრეები კი ამის შემდეგ მათ საკუთარ ნაკვეთებში აღარ შეუშვებენ.