საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტთან დაწყებული კონსულტაციები და ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევის ინიცირება - ესაა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ საქართველოს სამოქალაქო სექტორის ბოლოდროინდელი საქმიანობის შეფასებისას გამოყო. ევროკომისარმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნულ პლატფორმას წერილი გამოუგზავნა. ამ წერილის თაობაზე ნონა მჭედლიშვილი საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს ქეთევან ციხელაშვილს ესაუბრება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1