ქართველი სპეციალისტები ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან გვიან ღამით დაბრუნდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ ორი დღის განმავლობაში თურქ კოლეგებთან ერთად დაეთვალიერებინათ იშხანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები. მათი განცხადებით, მიუხედავად თურქული მხარის კეთილგანწყობისა, სანამ ხელი არ მოეწერება ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ შექმნილ ხელშეკრულებას ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე, ქართველი სპეციალისტები სარეაბილიტაციო პროცესში ვერ ჩაერთვებიან. პროცესი კი, მათი განცხადებით, ამ ეტაპზე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობს. მათივე განცხადებით, ურთულესი მდგომარეობაა ოშკში, რომელიც დაუყოვნებლივ გამაგრებას საჭიროებს.
ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე, იშხნიდან სულ რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. ის ახლა ცდილობს გააანალიზოს თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ნანახი ქართული ტაძარი, რომელზეც თითქმის ერთი თვეა თურქული მხარე აღდგენით სამუშაოებს ატარებს, სამუშაოებს, რომელიც, ქართველი ექსპერტების თქმით, რესტავრაციის სტანდარტების დარღვევით, სპეციალისტების ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობს. გიორგი გაგოშიძე და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ექსპერტი იშხანში თურქ კოლეგებს შეხვდნენ. მათი შეხვედრა 12 აპრილს ანკარაში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა. გიორგი გაგოშიძე მეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას იშხანი ქართველ ექსპერტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა მოინახულა და ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე ხელოსნებს მთელი რიგი რეკომენდაციები მისცა, იშხანზე სამუშაოები ნაწილობრივ სწორი გზით გაგრძელდა, თუმცა ახლა მთავარი საქმეში სპეციალისტების ჩართვაა:
”ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იქ არქიტექტორის ყოფნა. არქიტექტორი უნდა იყოს ჩართული ამ საქმეში. თუკი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ქვა, ის ამ ქვებს უნდა ნომრავდეს და თავდაპირველ ადგილს უჩენდეს. შემდეგ, იქ არ მიმდინარეობს კვლევითი სამუშაო. ყველა პროექტს წინ კვლევითი სამუშაო უნდა უძღოდეს, - არქეოლოგიური გათხრები, გეოლოგიური სამუშაოები, ხელოვნებათმცოდნეების მიერ ძეგლის შესწავლა, - მაგრამ კვლევის ეს ფაზა იქ არ ჩანს. თუმცა იქ ჩამოსულები იყვნენ პროექტის შემდგენელი რესტავრატორები და ისინი ამბობდნენ, ჩვენ პერიოდულად ვივლით იშხანშიო”, - ამბობს გიორგი გაგოშიძე.
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები თურქულმა მხარემ თითქმის ერთი თვის წინ დაიწყო. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური მდივნის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი გვიხსნის, თურქული მხარის ვალდებულებაა აღადგინოს მის ტერიტორიაზე განადგურების პირას არსებული კულტურული ძეგლი, თუმცა, მისი თქმით, ექვსი წლის წინ ქართულ და თურქულ მხარეებს შორის დაწყებული მოლაპარაკება და დაწერილი ხელშეკრულება კულტურული ძეგლების აღდგენის თაობაზე სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ამ პროცესში თურქ სპეციალისტებთან ერთად ქართველი სპეციალისტებიც უნდა ჩართულიყვნენ. ხელშეკრულება კვლავაც ღიაა, ამბობს პაატა გაფრინდაშვილი. ხელმოწერის პროცესი ამ წლების განმავლობაში ორჯერ სწორედ საქართველოს მხრიდან ჩაიშალა. ამის მიზეზი კი ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი გახდა, რომლის მიხედვითაც, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ოთხი ქართული კულტურული ძეგლის აღდგენის სანაცვლოდ ქართულ მხარეს ოთხი მეჩეთის - მათ შორის, აჭარაში აზიზიეს მეჩეთის - მშენებლობის ნებართვა უნდა გაეცა. დღეს არსებული ხელშეკრულება, რომელსაც პაატა გაფრინდაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში უნდა მოეწეროს ხელი, შეცვლილია.
”წინა ხელშეკრულებაში მითითებული იყო აზიზიეს მეჩეთი. ახლა აზიზიეს მეჩეთი აღარ ფიგურირებს. ეს ხელშეკრულება როდესაც დასრულდება, საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ მას, გარანტიას გაძლევთ, რომ დამალულად არაფერი გაკეთდება და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი იქნება. იცით, რა არის ჩვენი უბედურება? რომ რაღაც დეტალებში ვეძებთ ხოლმე რაღაცებს და ამასობაში დრო გადის და უნიკალურ ძეგლებს ვღუპავთ და ვკარგავთ. მე თუ მკითხავთ, ეს ჩემი პირადი აზრია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ძეგლები გადარჩეს”, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქართული მხარისთვის ხელშეკრულების მთავარ ნაწილს სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვა წარმოადგენს.
”ჩვენ თუ ეს ხელშეკრულებაში არ ჩავწერეთ, მაშინ ის ხელშეკრულება ჩვენ არაფერში არ გვჭირდება. სწორედ ეს იქნება ხაზგასმული ამ ხელშეკრულებაში”, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.
ამ დროისათვის მუშაობა მიმდინარეოს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში. იქიდან ხელოსნებს მიწა გააქვთ. როგორც გიორგი გაგოშიძე ამბობს, ძეგლს დაუყოვნებლივ ესაჭიროება წყლით გაჟღენთილი მიწის მოცილება და დრენაჟის დაყენება. ტაძრის დასავლეთ მკლავში დამონტაჟებულია ხარაჩოები. სპეციალისტების თქმით, ხარაჩოს ზოგიერთი ჰორიზონტული მკლავი კედელს ეყრდნობა და აზიანებს მის ფენას, რაც ხელოსანთა დაუდევრობის შედეგია. ხელოსანთა დაუდევრობას აბრალებენ ქართველი სპეციალისტები გვიან შუა საუკუნეებში აშენებული იმ კედლის მოხნას, რომელიც ტაძრის ძველი ქვებით იყო აგებული და რომელზეც შემორჩენილია ფრესკებისა და ორნამენტების ნაწილები. გიორგი გაგოშიძის თქმით, ექსპედიციის მონაწილეების მოთხოვნით, ქვები მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოში მოექცა, თუმცა მანამდე ისინი, ისევე როგორც მიწის მოხსნისას აღმოჩენილი კერამიკული ნაშთები, ნაგავსაყრელზე ეყარა:
”იქ არის რამდენიმე ქვა, რომელზეც არის შელესილობა და არის გამოსახული წმინდანთა სახეები. არის ასევე მარმარილოს მოჩუქურთმებული ქვის ნაკეთობანი, რომელზეც, სავარაუდოდ, კანკელის ნაწილები უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი გამოტანილი აქვთ გარეთ და ზემოდან გადაფარებული აქვთ წვიმაგაუმტარი ნაჭერი”, - ამბობს გიორგი გაგოშიძე.
ქეთევან აბაშიძემ, ქრისტიანული არქიტექტურის ისტორიკოსმა, იშხანი გასული კვირის ბოლოს მოინახულა. მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებული პროცესი - ასე აფასებს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ძეგლზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს:
”იქ არ არის არქეოლოგი, იქ არ არის რესტავრატორი, იქ არ ხდება ფოტოფიქსაცია, რაც აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში და, მით უმეტეს, იშხანში, რადგან იხსნება საძირკვლები, კედლები მოიშალა და ყოველ დეტალს უნდა დაფიქსირება, გადაღება, რადგან თითოეული სამშენებლო ფენა ცალკეულ ისტორიულ ეპოქას მოიცავს და ამ ისტორიულ ჭრილში მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყველაფერი იმისათვის, რომ ერთი სახე წარმოვიდგინოთ როგორც იშხნის ისტორიის, ასევე ტაო-კლარჯეთის და მასთან ერთად საქართველოსი. ეს ის კულტურაა, საიდანაც ქართული ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა წამოვიდა და გაერთიანებული საქართველოს იდეა გადმოევლო აქეთ საქართველოს”, - ამბობს ქეთევან აბაშიძე.
ბაგრატ მესამის მამის, გურგენ მეფეთ-მეფის მიერ მეათე-მეთერთმეტე საუკუნის მიჯნაზე აგებული იშხანი, ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული სკოლის წარმომადგენლების მიერ შექმნილი ძეგლი, ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი. მისივე თქმით, იშხნის მნიშვნელობა განპირობებულია იმითაც, რომ ის ქართულ გუმბათიან არქიტექტურულ ნაგებობათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა და, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მის არქიტექტურულ სხეულში ჩანს არქიტექტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპი.
”ჩვენი სპეციალისტების ჩასვლისას გამომჟღავნდა ის, რასაც ადრე მეცნიერები ამბობდნენ, რომ ეს ტაძარი არ არის აშენებული პირდაპირ მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნაზე და რომ ეს ნაგებობა შეიძლება ყოფილიყო აგებული მეშვიდე საუკუნეში და შემდეგ მასზე მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში აიგო ახალი შენობა. თავისთავად მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სწორედ ამ პერიოდში იწყება უკვე ახალი ეტაპი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში, რასაც გიორგი ჩუბინაშვილი უწოდებდა ქართულ რენესანსს, ქართულ ბაროკოს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ აისახება მის ფასადებზე ახლებური დეკორაციული სისტემები”, - ამბობს გია ჭანიშვილი.
როგორც ქართველი სპეციალისტები ამბობენ, ტენდერში, რომელიც იშხნის რეაბილიტაციის საკითხზე თურქეთის მთავრობამ გამოაცხადა, შედარებით კვალიფიციურმა საპროექტო-სარესტავრაციო კომპანიამ ”ანფორა მიმარლიქმა” გაიმარჯვა, თუმცა პროექტის საფუძველზე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც უკვე უშუალოდ სამუშაოების შესრულებაზე იღებს პასუხისმგებლობას, ნაკლებად გამოცდილ კომპანიას მიანიჭეს უპირატესობა. პროექტის მიხედვით, მათ რესტავრაცია 400 სამუშაო დღეში უნდა დაასრულონ. ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ იმ სირთულის ძეგლის აღსადგენად, როგორიც იშხანია, 400 სამუშაო დღე საკმარისი არ არის. დაჩქარებულმა ტემპებმა კი შესაძლოა კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააგდოს ძეგლი, თუმცა, როგორც 17 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ითქვა, თურქული მხარე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში სამუშაოების ვადა გახანგრძლივდეს.
ქართველი სპეციალისტების ზრუნვის საგანია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ოშკი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური მდივნის მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის თქმით, იქ მდგომარეობა გაცილებით რთულია - მისი გუმბათი ჩამოშლის პირასაა და დაუყოვნებლივ გამაგრებას საჭიროებს:
”ჩვენ გვაქვს ძალოვანი ხარაჩო. დღეს ყველაზე გადაუდებელია, რომ ოშკში დადგეს ეს ხარაჩო, რომელიც დაიჭერს გუმბათს და შეკრავს ტაძრის ტანს. იქ ეს პროცესები რომ არ დაიწყოს, დამერწმუნეთ, რომ არის ძალიან დიდი საშიშროება იმისა, რომ ჩამოიშალოს მისი გუმბათი, რადგან იქ რომ მსგავსი რამ მოხდეს, რაც მოხდა იშხანში, - მიწის სამუშაოს დაწყება, - ერთი პატარა ბიძგი სჭირდება ტაძარს, რომ ის დაიშალოს. ამიტომ თურქულ მხარეს კიდევ ერთხელ ვუთხარით, რომ ქართული მხარე თავისი სახსრებით მოიტანს ამ ხარაჩოს და დადგამს მას”, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.
როგორც იშხნიდან ჩამოსული სპეციალისტები ამბობენ, თურქი ექსპერტები ქართველი კოლეგების რეკომენდაციებს ყურადღებით ისმენენ, თუმცა ამ ეტაპზე ჯერი ორმხრივ ხელშეკრულებაზეა. სწორედ ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე შექმნილი ხელშეკრულება უნდა იქცეს იმ მთავარ დოკუმენტად, რომელიც ქართველ სპეციალისტებს უკვე უშუალოდ მისცემს ძეგლებზე მუშაობის შესაძლებლობას. ამ დრომდე მათ ამის უფლება არ აქვთ. დრო კი მიდის.
ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე, იშხნიდან სულ რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. ის ახლა ცდილობს გააანალიზოს თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ნანახი ქართული ტაძარი, რომელზეც თითქმის ერთი თვეა თურქული მხარე აღდგენით სამუშაოებს ატარებს, სამუშაოებს, რომელიც, ქართველი ექსპერტების თქმით, რესტავრაციის სტანდარტების დარღვევით, სპეციალისტების ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობს. გიორგი გაგოშიძე და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ექსპერტი იშხანში თურქ კოლეგებს შეხვდნენ. მათი შეხვედრა 12 აპრილს ანკარაში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა. გიორგი გაგოშიძე მეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც გასულ კვირას იშხანი ქართველ ექსპერტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა მოინახულა და ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე ხელოსნებს მთელი რიგი რეკომენდაციები მისცა, იშხანზე სამუშაოები ნაწილობრივ სწორი გზით გაგრძელდა, თუმცა ახლა მთავარი საქმეში სპეციალისტების ჩართვაა:
”ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იქ არქიტექტორის ყოფნა. არქიტექტორი უნდა იყოს ჩართული ამ საქმეში. თუკი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ქვა, ის ამ ქვებს უნდა ნომრავდეს და თავდაპირველ ადგილს უჩენდეს. შემდეგ, იქ არ მიმდინარეობს კვლევითი სამუშაო. ყველა პროექტს წინ კვლევითი სამუშაო უნდა უძღოდეს, - არქეოლოგიური გათხრები, გეოლოგიური სამუშაოები, ხელოვნებათმცოდნეების მიერ ძეგლის შესწავლა, - მაგრამ კვლევის ეს ფაზა იქ არ ჩანს. თუმცა იქ ჩამოსულები იყვნენ პროექტის შემდგენელი რესტავრატორები და ისინი ამბობდნენ, ჩვენ პერიოდულად ვივლით იშხანშიო”, - ამბობს გიორგი გაგოშიძე.
წინა ხელშეკრულებაში მითითებული იყო აზიზიეს მეჩეთი. ახლა აზიზიეს მეჩეთი აღარ ფიგურირებს. ეს ხელშეკრულება როდესაც დასრულდება, საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ მას...პაატა გაფრინდაშვილი
”წინა ხელშეკრულებაში მითითებული იყო აზიზიეს მეჩეთი. ახლა აზიზიეს მეჩეთი აღარ ფიგურირებს. ეს ხელშეკრულება როდესაც დასრულდება, საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ მას, გარანტიას გაძლევთ, რომ დამალულად არაფერი გაკეთდება და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი იქნება. იცით, რა არის ჩვენი უბედურება? რომ რაღაც დეტალებში ვეძებთ ხოლმე რაღაცებს და ამასობაში დრო გადის და უნიკალურ ძეგლებს ვღუპავთ და ვკარგავთ. მე თუ მკითხავთ, ეს ჩემი პირადი აზრია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ძეგლები გადარჩეს”, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქართული მხარისთვის ხელშეკრულების მთავარ ნაწილს სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვა წარმოადგენს.
”ჩვენ თუ ეს ხელშეკრულებაში არ ჩავწერეთ, მაშინ ის ხელშეკრულება ჩვენ არაფერში არ გვჭირდება. სწორედ ეს იქნება ხაზგასმული ამ ხელშეკრულებაში”, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.
ამ დროისათვის მუშაობა მიმდინარეოს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში. იქიდან ხელოსნებს მიწა გააქვთ. როგორც გიორგი გაგოშიძე ამბობს, ძეგლს დაუყოვნებლივ ესაჭიროება წყლით გაჟღენთილი მიწის მოცილება და დრენაჟის დაყენება. ტაძრის დასავლეთ მკლავში დამონტაჟებულია ხარაჩოები. სპეციალისტების თქმით, ხარაჩოს ზოგიერთი ჰორიზონტული მკლავი კედელს ეყრდნობა და აზიანებს მის ფენას, რაც ხელოსანთა დაუდევრობის შედეგია. ხელოსანთა დაუდევრობას აბრალებენ ქართველი სპეციალისტები გვიან შუა საუკუნეებში აშენებული იმ კედლის მოხნას, რომელიც ტაძრის ძველი ქვებით იყო აგებული და რომელზეც შემორჩენილია ფრესკებისა და ორნამენტების ნაწილები. გიორგი გაგოშიძის თქმით, ექსპედიციის მონაწილეების მოთხოვნით, ქვები მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოში მოექცა, თუმცა მანამდე ისინი, ისევე როგორც მიწის მოხსნისას აღმოჩენილი კერამიკული ნაშთები, ნაგავსაყრელზე ეყარა:
”იქ არის რამდენიმე ქვა, რომელზეც არის შელესილობა და არის გამოსახული წმინდანთა სახეები. არის ასევე მარმარილოს მოჩუქურთმებული ქვის ნაკეთობანი, რომელზეც, სავარაუდოდ, კანკელის ნაწილები უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი გამოტანილი აქვთ გარეთ და ზემოდან გადაფარებული აქვთ წვიმაგაუმტარი ნაჭერი”, - ამბობს გიორგი გაგოშიძე.
ჩვენი სპეციალისტების ჩასვლისას გამომჟღავნდა ის, რასაც ადრე მეცნიერები ამბობდნენ, რომ ეს ტაძარი არ არის აშენებული პირდაპირ მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნაზე და რომ ეს ნაგებობა შეიძლება ყოფილიყო აგებული მეშვიდე საუკუნეში...გია ჭანიშვილი