იშხნიდან დაბრუნებული ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ, ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების თვალსაზრისით, იქ სავალალო მდგომარეობაა. მათი განცხადებით, უკვე მეოთხე კვირაა მუშაობა სპეციალისტების ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობს, დარღვეულია რესტავრაციის ყველა სტანდარტი. ამ დროისათვის, ერზერუმის ძეგლთა განყოფილების წარმომადგენელთან მოლაპარაკების შედეგად, რეაბილიტაციის რამდენიმე ნაწილი შეჩერებულია, თუმცა, ექსპედიციის მონაწილეების თქმით, მოლაპარაკება არაოფიციალურ ხასიათს ატარებს.
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთი მზად არის გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე. ამ მიზნით, 17 აპრილს თურქეთში ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.
ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა 12 აპრილს დაბრუნდა. მან, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები ოშკი და იშხანი მოინახულა და, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, იქ ”მძიმე სურათი” დახვდათ - ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:
”ტაძარში მიმდინარეობდა იატაკის დონის დადაბლების პროცესი. დაახლოებით ერთი მეტრის მიწის ფენა იჭრებოდა, გამოთავისუფლებული მასა გამოჰქონდათ გარეთ და იყრებოდა კომპლექსის გარეთა ტერიტორიაზე”.
იშხნის ტაძარში მისულ ბუბა კუდავასა და სხვა ქართველ სპეციალისტებს მოხსნილი დახვდათ გვიან შუა საუკუნეებში აშენებული კედელი. მაშინ კედელი იმიტომ ააშენეს, რომ ტაძრის ერთ-ერთ მკლავში მეჩეთი მოეწყოთ. კედელი რომ უნდა მოხსნილიყო, ამაზე სპეციალისტები თანხმდებიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ კედელი აგებული იყო ტაძრის ძველი ქვებით, რომლებზეც შემორჩენილი იყო ფრესკებისა და ორნამენტების ნაწილები.
”მიწის მასაც და ეს ქვებიც შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ფრაგმენტებს. მიწის მასის შემთხვევაში, ეს არის კრამიტების ფრაგმენტები - მათ შორის, სხვადასხვაფრად მოჭიქული კრამიტები, ასევე სხვადასხვა კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, ძვლები... რაც შეეხება ქვების გროვას, ის შეიცავს ორნამენტიან ქვებს, ფრესკიან ქვებს, ზოგ შემთხვევაში ფრესკის მთელი სახეც კი ჩანს და ეს ქვები ერთმანეთზე ისე იყო დაყრილი, რომ ეს ფრესკები იფშვნებოდა”, - ამბობს ბუბა კუდავა.
ქართველი სპეციალისტების ექსპედიციას დაემთხვა ტაძარში ერზერუმის ძეგლთა განყოფილების წარმომადგენლის მისვლა. არქიტექტურის ისტორიკოსი დავით ხოშტარია გვეუბნება, რომ ექსპედიციის მონაწილეების თხოვნით, ერზერუმის ძეგლთა განყოფილების წარმომადგენელმა გარკვეული სამუშაოები ადგილზე სპეციალისტების მისვლამდე შეაჩერა - კერძოდ, შეჩერდა მიწის გატანის პროცესი. გარდა ამისა, ფრესკიანი ქვები გადაიტანეს სახელდახელოდ მოწყობილ სამზარეულოში. როგორც დავით ხოშტარია ამბობს, ქართველი სპეციალისტების მითითებით, იმისათვის, რომ ახლად გახსნილი იატაკი არ დაზიანებულიყო, მუშებმა ის მიწის ფენით დაფარეს, ზედ გადეს ფიცრები, რომლებზეც დამონტაჟდა ხარაჩოების კონსტრუქციები.
დავით ხოშტარია ამბობს, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთვნენ სპეციალისტები, რათა ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს. უნდა ითქვას ისიც, რომ 12 აპრილს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის თურქეთში ვიზიტის შედეგად, თურქული მხარე დათანხმდა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნისსარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე, 17 აპრილს კი თურქეთში ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. ამ განცხადების თაობაზე დავით ხოშტარიას ასეთი პასუხი აქვს.
”მე ვნახე ეს განცხადება, რომელიც ძალიან კარგია, მაგრამ არის ისევ და ისევ ზოგადი, რომ ქართული და თურქული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას. ეს ზოგადი ფრაზები აღარ შეიძლება: როდის მიიღებენ და რა უფლებებით მიიღებენ მონაწილეობას, ჩაიწეროს ერთხელ და სამუდამოდ შეთანხმებაში. მე ვკითხე იმ ხალხს, ვინც, სავარაუდოდ, ოთხშაბათს წავა იშხანში, და მითხრეს, რომ ისინი ჩადიან ისევ და ისევ სიტუაციის გასაცნობად. მათ ჯერ კიდევ არ ექნებათ უფლებამოსილება, უთხრან, რომ, აი, ამას ნუ აკეთებთ. დრო მიდის, ისინი ყოველდღიურად მუშაობენ... არქეოლოგი არ ყოფილა იქ, არქიტექტორ-რესტავრატორი არ ყოფილა”, - ამბობს დავით ხოშტარია.
როგორც ქართველი სპეციალისტები ამბობენ, ტენდერში, რომელიც იშხნის რეაბილიტაციის საკითხზე თურქეთის მთავრობამ გამოაცხადა, შედარებით კვალიფიციურმა საპროექტო-სარესტავრაციო კომპანიამ ”ანფორა მიმარლიქმა” გაიმარჯვა, თუმცა პროექტის საფუძველზე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც უკვე უშუალოდ სამუშაოების შესრულებაზე იღებს პასუხისმგებლობას, ნაკლებად გამოცდილ კომპანიას მიანიჭეს უპირატესობა. როგორც ბუბა კუდავა ამბობს, ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ თურქეთი დამოუკიდებლად აპირებდა იშხნის აღდგენას, თუმცა გაჭიანურებულმა მოლაპარაკებებმა თურქულ და ქართულ მთავრობებს შორის, საბოლოო ანგარიშით, უმნიშვნელოვანესი ძეგლი სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა. მისივე თქმით, თურქულ მხარეს აქვს ვალდებულება აღადგინოს მის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლები.
ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი მეათე-მეთერთმეტე საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლს, რომელიც ასევე მოიცავს წინა საუკუნეების ფენებსაც, საქართველოს 10 საკულტო არქიტექტურულ ნაგებობას შორის მოიხსენიებს. როგორც ხელოვნებათმცოდნე მიუთითებს, ძეგლი აღსანიშნავია როგორც თავისი ისტორიის, ასევე ქვაზე კვეთილების, ეპიგრაფიკული თუ ფერწერული ნიმუშებითაც, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ძეგლი ტაოს სკოლის გუმბათიანი არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს:
”თვითონ, აი, ამ ერთ ნაგებობაშიც ძალიან კარგად ჩანს გუმბათიანი ნაგებობის განვითარების პროცესი - როგორ იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში. ქართული არქიტექტურის განვითარების თვალსაზრისით არის ძალიან, ძალიან საინტერესო ნიმუში და თვითონ საბოლოო პროდუქტიც არის ძალიან საინტერესო, რადგან არის ძალიან კარგად გათვლილი და დახვეწილი პროპორციებითა და დეკორით შემკული ნაგებობა და შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ნაგებობად”.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები თურქულ და ქართულ მხარეებს შორის ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. მოლაპარაკებების დასაწყისში საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი ბათუმში დამწვარი აზიზიეს ნაცვლად ახალი მეჩეთი აშენდებოდა და რესტავრაცია ჩაუტარდებოდა სამ მეჩეთს, თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში განადგურების პირას მისული ქართული კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია დაიწყებოდა. მაშინ ამ მოლაპარაკებებს საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თურქეთთან ხელშეკრულება ამ ეტაპზე გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობას, ანუ აღარ მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი და ერთი ძეგლის რეაბილიტაციის სანაცვლოდ მეორე ძეგლის რეაბილიტაციაზე საუბარი აღარ არის.

რაც შეეხება ქვების გროვას, ის შეიცავს ორნამენტიან ქვებს, ფრესკიან ქვებს, ზოგ შემთხვევაში ფრესკის მთელი სახეც კი ჩანს და ეს ქვები ერთმანეთზე ისე იყო დაყრილი, რომ ეს ფრესკები იფშვნებოდა...ბუბა კუდავა