რადიო თავისუფლების სტუმარი იყო საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი ქეთევან ლაფაჩი. მან ბიზნესში არსებულ კონკურენციის პოლიტიკაზე ილაპარაკა და თქვა, რომ საქართველოს დღემდე არ გააჩნია კონკურენციის პროცესების დამცავი არც ქმედითი საკანონმდებლო ბაზა და არც შესაბამისი ინსტიტუტი. ლაფაჩის თანახმად, უნდა შეიქმნას ცხადი და გამჭვირვალე წესები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენციის დაცვასა და განვითარებას და უნდა შეიქმნას შესაბამისი ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებელი იქნება სამთავრობო ჩარევებისგან.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1