მას შემდეგ, რაც პირველ იძულებით აუქციონზე ”ქართუ ჯგუფის” აქციების 100%-ს და ”პროგრეს ბანკის” აქციების ნაწილს მყიდველი არ გამოუჩნდა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით, რაც იმას გულისხმობს, რომ დაინიშნება კომპანიის ახალი მმართველი, რომელიც იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორს - ამ შემთხვევაში სახელმწიფოს - ეტაპობრივად დააკმაყოფილებს. აუქციონი, რომელიც 10 ივლისს დასრულდა, მიზნად ისახავდა ”ქართუ ჯგუფის” საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციას 76 მილიონ ლარად. აუქციონზე კომპანიის აქციები მას შემდეგ მოხვდა, რაც ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დაკისრებული 74 მილიონიანი ჯარიმა არ გადაიხადა. ”ქართუ ჯგუფის” აქციონერები ირწმუნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილს მათთან არანაირი კავშირი არა აქვს.
შესაძლებლობას, რომ ”ქართუ ჯგუფის” აქციები აუქციონზე არ გაიყიდებოდა, კომპანიის წარმომადგენლები თავიდანვე უშვებდნენ, თუმცა, მათი ვარაუდით, ამ შემთხვევაში რჩებოდა იმის ალბათობა, რომ კომპანია სახელმწიფო საკუთრებაში გადასულიყო. არც ერთი და არც მეორე ვარიანტი არ განხორციელებულა. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოსთხოვა, რომ აღსრულებას დაქვემდებარებული ქონება იძულებითი მართვის რეჟიმში გადავიდეს. თავის მხრივ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 11 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს მიმართავს ”ქართუ ჯგუფში” იძულებითი მმართველის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა კომპანია არსებული მფლობელის ხელში დარჩება. იმას, თუ რა მოხდება ასეთ შემთხვევაში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ლიკა წიკლაური განმარტავს:
”უშუალოდ უზრუნველყოფის - ანუ ამოღების - მიზნით, ქონების მმართველად დანიშნავენ კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც განახორციელებს ამ კომპანიის მართვას. მიღებული მოგება სრულად წავა ბიუჯეტში და სრულად რომ მოხდება ამ თანხის ამოღება, რაც დაკისრებულია ჯარიმის სახით, ამის შემდეგ იძულებითი მართვისგან გათავისუფლდება ეს ქონება და დაუბრუნდება მესაკუთრეს სამართავად.”
ასეთი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ”ქართუ ჯგუფის” უცხოელი აქციონერების ქართველი ადვოკატის, პაატა კიკნაველიძისთვის. მისი სიტყვებით, უფრო იმას ელოდნენ, რომ ქონება სახელმწიფოს გადაეცემოდა. მომხდარს ის კომპანიის 16 აქციონერისთვის სასარგებლო გამოსავლად მიიჩნევს, რადგან ქონება კვლავ მათ საკუთრებად რჩება, თუმცა მიღებული დივიდენდები ”ქართუ ჯგუფს” არ დარჩება და ბიუჯეტში წავა:
”რა თქმა უნდა, აქციების წაღებით წაიღებდნენ ყველაფერს და ახლა წაიღეს იმ უფლებების ნაწილი, რაც აქციონერებს აქვთ.”
პაატა კიკნაველიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამის შემდეგ აქციონერები, თუმცა, მისი სიტყვებით, ძალაში რჩება საჩივარი, რომლითაც ”ქართუ ჯგუფის” 16 უცხოელი აქციონერი საქალაქო სასამართლოში კომპანიის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის აქტის ბათილად ცნობას მოითხოვს. პაატა კიკნაველიძის სიტყვებით, მოსალოდნელი იყო, რომ მთავრობა მსგავს დარღვევაზე ვერ წავიდოდა.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ”ქართუ ჯგუფის” უცხოელი აქციონერების ადვოკატებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ”ქართუ ჯგუფის” აქციებთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არა აქვს, თუმცა, ხელისუფლების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ”ქართუ ჯგუფის” საკუთრებაში არსებული ”ქართუ ბანკის” ბენეფიციარი მესაკუთრეა და, ვინაიდან მან ჯარიმა არ გადაიხადა, სააქციო საზოგადოების აქციებს ყადაღა დაედო და 2 ივლისს იძულებით აუქციონზე გასაყიდად გავიდა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძისთვის აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარია. ის ამბობს, რომ ”ქართუ ჯგუფში” იძულებითი მმართველის დანიშვნით და ბიუჯეტში კომპანიის მოგებიდან მიღებული თანხით ბიძინა ივანიშვილის დავალიანების დაფარვა იურიდიულ შეფასებებს სცდება. მის სიტყვებით, თავიდანვე სისხლის სამართლის დანაშაული იყო, როდესაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხვისი ქონების აუქციონზე გატანით გადაწყვიტა მოვალის თანხის ამოღება:
”მე ვფიქრობ, რომ რაღაც გაუგებრობაშია სახელმწიფო აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში. რთულია ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი 150 ლარია, მოძებნო პირი, რომელიც 75 მილიონს სადავო ქონებაში გადაიხდის. აქედან გამომდინარე, რაღაც გამოსავალს ეძებენ და ამ გამოსავლის ძებნაში დამატებით დანაშაულს სჩადიან.”
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ადგილობრივმა სასამართლოებმა, ”ქართუ ჯგუფის” ქონება მაინც მის რეალურ მფლობელებს დაუბრუნდება. მისი სიტყვებით, ამის გარანტია საერთაშორისო სასამართლო, რომელსაც ”ქართუ ჯგუფის” აქციონერები საქართველოში სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ აუცილებლად მიმართავენ.
ის კი, თუ ვინ იქნება ”ქართუ ჯგუფის” იძულებითი მმართველი, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გაირკვევა.
როგორც ”ქართუ ჯგუფის” და ”ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რამდენ ხანს იქნება დროებითი მმართველი კომპანიაში, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ ხელისუფლება ახალ მმართველს ბანკში სამართლიანობის აღდგენის უფლებას მისცემს, მაშინ ბანკი მალე მომგებიანი გახდება:
”გასული წლის ოქტომბრიდან ”ქართუ ჯგუფში” არაფერი რომ არ მომხდარიყო და ნორმალურად გვემუშავა, ჩვენ გასული წლის წლიური მოგება 18 მილიონი გვექნებოდა. გაყავით 75 დაახლოებით 18-ზე და თუ სამოთხის პირობებს შეგვიქმნიან, დაამატეთ ცოტა, ანუ 25 მილიონი გავხადოთ, ანუ დაახლოებით 3 წელი დასჭირდება, ალბათ.”
ნოდარ ჯავახიშვილი გულისხმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის გადახდას „ქართუ ჯგუფი“ დაახლოებით სამ წელიწადში შეძლებს, თუმცა, ჯავახიშვლის სიტყვებით, სამწუხარო ისაა, რომ ბანკს სხვა ადამიანის დავალიანების დაფარვა უწევს.

რთულია ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი 150 ლარია, მოძებნო პირი, რომელიც 75 მილიონს სადავო ქონებაში გადაიხდის. აქედან გამომდინარე, რაღაც გამოსავალს ეძებენ და ამ გამოსავლის ძებნაში დამატებით დანაშაულს სჩადიან...შალვა თადუმაძე
პაატა კიკნაველიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამის შემდეგ აქციონერები, თუმცა, მისი სიტყვებით, ძალაში რჩება საჩივარი, რომლითაც ”ქართუ ჯგუფის” 16 უცხოელი აქციონერი საქალაქო სასამართლოში კომპანიის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის აქტის ბათილად ცნობას მოითხოვს. პაატა კიკნაველიძის სიტყვებით, მოსალოდნელი იყო, რომ მთავრობა მსგავს დარღვევაზე ვერ წავიდოდა.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ ”ქართუ ჯგუფის” უცხოელი აქციონერების ადვოკატებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ”ქართუ ჯგუფის” აქციებთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არა აქვს, თუმცა, ხელისუფლების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ”ქართუ ჯგუფის” საკუთრებაში არსებული ”ქართუ ბანკის” ბენეფიციარი მესაკუთრეა და, ვინაიდან მან ჯარიმა არ გადაიხადა, სააქციო საზოგადოების აქციებს ყადაღა დაედო და 2 ივლისს იძულებით აუქციონზე გასაყიდად გავიდა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძისთვის აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარია. ის ამბობს, რომ ”ქართუ ჯგუფში” იძულებითი მმართველის დანიშვნით და ბიუჯეტში კომპანიის მოგებიდან მიღებული თანხით ბიძინა ივანიშვილის დავალიანების დაფარვა იურიდიულ შეფასებებს სცდება. მის სიტყვებით, თავიდანვე სისხლის სამართლის დანაშაული იყო, როდესაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხვისი ქონების აუქციონზე გატანით გადაწყვიტა მოვალის თანხის ამოღება:
”მე ვფიქრობ, რომ რაღაც გაუგებრობაშია სახელმწიფო აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში. რთულია ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი 150 ლარია, მოძებნო პირი, რომელიც 75 მილიონს სადავო ქონებაში გადაიხდის. აქედან გამომდინარე, რაღაც გამოსავალს ეძებენ და ამ გამოსავლის ძებნაში დამატებით დანაშაულს სჩადიან.”
გასული წლის ოქტომბრიდან ”ქართუ ჯგუფში” არაფერი რომ არ მომხდარიყო და ნორმალურად გვემუშავა, ჩვენ გასული წლის წლიური მოგება 18 მილიონი გვექნებოდა...ნოდარ ჯავახიშვილი