რუსეთში უფლებადამცველების დიდ შეშფოთებას იწვევს კანონპროექტი, რომელსაც ჰომოსექსუალთა საწინააღმდეგო კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევენ: კანონპროექტი ითვალისწინებს შვილებზე ზრუნვის უფლების წართმევას ჰომოსექსუალი მშობლებისათვის.
როცა საშამ გააცნობიერა, რომ ლესბოსელია, იმასაც მიხვდა, რომ რუსეთში იოლი ცხოვრება არ მოელოდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალი მაინც ვერ წარმოიდგენდა, რომ სოციალურმა სამსახურმა შესაძლოა შვილი წაართვას. არადა, ახალი კანონპროექტით, ასეთი პერსპექტივა ემუქრება ორ მილიონამდე ჰომოსექსუალს, ვინც, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ბავშვებს ზრდის.
„კი, მეშინია - მეშინია, რომ ჩვენი ოჯახი ხელშეუხებელი არ იქნებაო“, - უთხრა საშამ ჩვენს კორესპონდენტს.
თუ რუსეთში დაამტკიცებენ კანონპროექტს, რომელიც ჰომოსექსუალობას აღიარებს მშობლებისათვის შვილზე ზრუნვის უფლების შესაძლო ჩამორთმევის პირობად, ჰომოსექსუალობა იმავე კატეგორიაში აღმოჩნდება, როგორც ნარკოტიკების მოხმარება და ბავშვებისადმი არასათანადო მოპყრობა. კანონპროექტი მისმა ავტორმა, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ალექსეი ჟურავლიოვმა მიმდინარე თვეში წარუდგინა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატას, სახელმწიფო სათათბიროს. მისი პირველი მოსმენა მომდევნო კვირებშია მოსალოდნელი. ჟურავლიოვის პრესმდივანმა კომენტარზე უარი უთხრა რადიო თავისუფლებას.
უფლებადამცველები მკაცრად აკრიტიკებენ კანონპროექტს - შიშობენ, რომ, მისი დამტკიცების შემთხვევაში, კანონი დაარღვევდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სიცრუეში ცხოვრებისათვის გაწირავდა ჰომოსექსუალ მშობლებსა და მათ შვილებს.
პროტესტთან ერთად პანიკამ მოიცვა ლგბტ თემი. მისი წევრები ისედაც უჩივიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მატებას მას შემდეგ, რაც რუსეთში წელს, ივნისში, მიიღეს კანონი „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ.
„ამ კანონებს კონკრეტული შედეგი აქვს. ადამიანებს შორის ნამდვილ მტრობას აღვივებენ, ეს მართლაც კუდიანების დევნაა... ადამიანებს ერთმანეთს უპირისპირებენ, ერთმანეთს უქსევენ, როგორც ძაღლებს“, - ამბობს საშა, რომელსაც არ სურს ნამდვილი სახელის და გვარის გამხელა. ის და მისი მეგობარი ქალი, მარინა, ერთად ზრდიან მარინას შვილს და ყველას - მეზობლებს, კოლეგებს - ეუბნებიან, რომ დები არიან. საშა ამბობს, რომ ძალიან უჭირს ტყუილში ცხოვრება: „ვერ ვამბობ ყველაფერს - ვერც საავადმყოფოში, ვერც საბავშვო ბაღში, რომ მეც ისეთივე მშობელი ვარ, როგორც მარინა. ეს არის, უბრალოდ, ფაქტი, რომლითაც უნდა ვიცხოვრო. სანამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იძულებული ვარ შევეგუო, რომ გულახდილად ჩემს შვილსაც კი ვერ ავუხსნი, ვინ ვარ. თავის დროზე საკუთარ თავთან დიდი სამუშაოს ჩატარება მომიხდა, რომ ამას შევრიგებოდი“.
მართალია, რუსეთში 1993 წელს მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, მაგრამ გეებისა და ლესბოსელების მიმართ მტრული დამოკიდებულება ფართოდ არის გავრცელებული. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ჩივიან, რომ მათ უსამართლოდ უყენებენ ბრალდებებს სოციალური პრობლემების გამო, როგორიც არის დაბალი შობადობა ან შიდსის გამომწვევი ვირუსით ინფიცირების პრობლემა.
ჰომოსექსუალი მშობლებისათვის შვილებზე ზრუნვის უფლების ჩამორთმევის გეგმის გასაპროტესტებლად, ცნობილი მოსკოველი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ელენა კოსტიუჩენკო დაიმუქრა, რომ გამოაქვეყნებს იმ რუსი დეპუტატების სიას, ვინც არ ამხელს, რომ სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნება. თუმცა კოსტიუჩენკო მაინც დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო სათათბირო მხარს დაუჭერს კანონპროექტს.
„ახლა - მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს, რომ ამ კანონს მიიღებენ, თითქმის ყველა გარბის. ვისაც საზღვარგარეთ წასვლა არ შეუძლია, რუსეთის სხვა ქალაქებში სახლდება. მე როგორც ვიცი, ბევრი ოჯახი, რომელშიც ბავშვები არიან, განსაკუთრებით ლესბოსელების ოჯახები იარაღს ყიდულობენ. ისინი არ არიან მზად, რომ შვილები ვინმეს გაატანონ და მზად არიან თავი დაიცვან, თუ ვინმე მათ წასაყვანად მოვა“, - ამბობს უფლებადამცველი.
საშამ და მარინამ გადაწყვიტეს ჯერჯერობით რუსეთში დარჩნენ, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ჩემოდნების ჩალაგება მოუხდეთ, თუ მათ შვილს საფრთხე შეექმნა. საშა არ მალავს, რომ კარგს არაფერს მოელის: „თუ, დავუშვათ, ფანჯრიდან ლაყე კვერცხების ან ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ბოთლების სროლას დაგვიწყებენ, მაშინ, რასაკვირველია, საჭირო იქნება აქაურობისათვის რამენაირად თავის დაღწევა. კაცმა რომ თქვას, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს მოხდეს. სიმართლე გითხრათ, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი...“

ეს არის, უბრალოდ, ფაქტი, რომლითაც უნდა ვიცხოვრო. სანამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იძულებული ვარ შევეგუო, რომ გულახდილად ჩემს შვილსაც კი ვერ ავუხსნი, ვინ ვარ. თავის დროზე საკუთარ თავთან დიდი სამუშაოს ჩატარება მომიხდა, რომ ამას შევრიგებოდი...საშა, ჰომოსექსუალი მშობელი