შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ ამუშავებულ ახალ წესებს რუსეთში ბენეფიციარები, მშობლები და უფლებადამცველები აკრიტიკებენ და მას „მანკიერს“ უწოდებენ.
დიდი რუსი კომპოზიტორისა და პიანისტის სერგეი რახმანინოვის გარდაცვალებიდან 70 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ მის გარშემო დიდი ხმაურია ატეხილი.
ცოტა ხნის წინ, 25 ივლისს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იმოგზაურეს და კრემლის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა გამოხატეს საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატებმა.
ივლისის თვეში, 1995 წელს, ქალაქი სრებრენიცა ბოსნიელ სერბებს ჩაუვარდათ ხელში. ნიჰად ჩატიჩი ჟურნალისტი იყო, სრებრენიციდან იტყობინებოდა ვითარების შესახებ. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი იმ რვა ათასი კაციდან და ბიჭიდან, რომლებიც ევროპის ისტორიის ბოლო ათწლეულებში ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლი შეიქნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცვიფრა საკუთარი ხალხი, როდესაც ოდესის რეგიონის მმართველად გასული კვირის ბოლოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა.
ბელორუსიაში მღელვარება მოჰყვა უმუშევართა დაჯარიმებისთვის დაწესებულ ახალ გადასახადს - კანონს, რომლის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს მიაჩნიათ, რომ ის არღვევს კონსტიტუციას და დამატებით ტვირთად დააწვება მოსახლეობას, რომელიც ეკონომიკური კრიზისის გამო ისედაც გაჭირვებულია.
ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის მოულოდნელ შეჩერებას 2013 წლის 21 ნოემბრიდან ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა კიევის ცენტრში.
ედუარდ ლეონტიევი ახალ სკოლაში წასასვლელად ემზადება. უკრაინელი თინეიჯერი ერთი თვეა ულიანოვსკში ცხოვრობს, მოსკოვიდან 700 კილომეტრით დაშორებულ რუსულ ინდუსტრიულ ქალაქში, სადაც მისმა ოჯახმა - დედამ, მამა და ოთხმა და-ძმამ - უკრაინის აღმოსავლეთში დაწყებულ ბრძოლებს შეაფარა თავი.
ავსტრიის ენერგოკომპანია OMV-მ და რუსეთის „გაზპრომმა“ 24 ივნისს გააფორმეს კონტრაქტი „სამხრეთის ნაკადად“ წოდებული გაზსადენის ავსტრიული მონაკვეთის გაყვანის შესახებ.
რუსეთში უფლებადამცველების დიდ შეშფოთებას იწვევს კანონპროექტი, რომელსაც ჰომოსექსუალთა საწინააღმდეგო კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევენ.
მოსკოვში სასამართლომ დედის დასაფლავებაზე დასწრების უფლება არ მისცა მიხაილ კოსენკოს - ფსიქიკურად დაავადებულ პირს, რომელიც 2012 წელს მოსკოვში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის დააკავეს.
უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები, - ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი, - მოსკოვის საკათედრო ტაძარში კრემლის საწინააღმდეგო აქციის მოწყობის გამო, ციხეში ჩასვეს.
„თეთრი ალბომი“ შესულ 230-ზე მეტ სიმღერას ვლადიმირ პუტინის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება აერთიანებს.
საფრანგეთის და საბერძნეთის ამომრჩეველმა კვირას გამართულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე მკაფიოდ გამოხატა ხელმომჭირნეობის პოლიტიკით თავისი უკმაყოფილება.
მოსკოვმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ სოჭში ისლამისტი მეამბოხეები თავდასხმებს გეგმავენ. აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატმა თქვა, მანამდე სოჭის ოლიმპიური თამაშები რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად უნდა გამოვიყენოთო.