Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა სტივენ ჰოკინგი


76 წლის ასაკში, კემბრიჯში გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი, ფიზიკის თეორეტიკოსი, სტივენ ჰოკინგი. კვანტური კოსმოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სტივენ ჰოკინგი წლების განმავლობაში იკვლევდა დიდი აფეთქების შედეგად სამყაროს წარმოშობის თეორიას. 1988 წელს გამოვიდა მისი წიგნი, „დროის მოკლე ისტორია,“ რომელმაც მეცნიერს მოუტანა მსოფლიო აღიარება. გასული საუკუნის 60-იან წლებში სტივენ ჰოკინგს დაუდგინეს ამიოტროფული სკლეროზი, რომელიც თითქმის სრულ პარალიზში გადაიზარდა. ცნობილ მეცნიერს საუბარი შეეძლო მხოლოდ სპეციალური სინთეზატორის მეშვეობით. მძიმე დაავადების მიუხედავად, სტივენ ჰოკინგი ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და დიდი ბრიტანეთის სამეფო, სამეცნიერო საზოგადოების და აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ფიზიკოსი მერაბ გოგბერაშვილი საუბრობს სტივენ ჰოკინგის შესახებ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

  • 16x9 Image

    გიორგი გოგუა

    გიორგი გოგუა არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან.

XS
SM
MD
LG