გია კიკვაძემ (ჯემემ) 90-იან წლებში, ჩხოროწყუში მეკობრული რადიოსადგური ააწყო. მხედველობის სერიოზული პრობლემის მიუხედავად, ის მუდამ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც მიხვდა, რომ საქართველოში თავისი სახსრებით ვერ იმკურნალებდა.
თბილისში ველო მოყვარულებმა პატივი მიაგეს დაღუპული ველოსიპედისტის ხსოვნას, რომელსაც 28 იანვარს ველოსიპედით სიარულისას მანქანა დაეჯახა.
საქართველოში 43 კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლია. ჩვენ რამდენიმეს მიმოვიხილავთ.
12 წლის ბავშვის გარდაცვალების ადგილი ახლა უსაფრთხოების ლენტებითაა შემოვლებული. ორდღიანი ძებნის შემდეგ აქ ბავშვი ოჯახმა და სამართალდამცველებმა 19 იანვარს, საღამოს აღმოაჩინეს. ბიჭი ორხევის დასახლებაში ჯართის შესაგროვებლად იყო წამოსული. სავარაუდოდ ის თხრილში ჩავარდა და მიწის მასის ქვეშ მოყვა.
ამორტიზებული ქსელი, ექსპლოატაციის ნორმების დაუცველობა და საკანონმდებლო ხარვეზები პრობლემათა ეს ერთობლიობა წარმოშობს საფრთხეს. ეს საფრთხე მორიგ ჯერზე რეალობად იქცა 16 იანვარს, როდესაც დიდ დიღომში გაზის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა, აფეთქების შედეგად კი 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.
როგორ დავიცვათ შვილები ინტერნეტში მავნე ინფორმაციისგან? როგორ მოვახერხოთ, რომ მათი პირადი სივრცე და ინფორმაცია მაქსიმალურად დაზღვეული იყოს?
დოლიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსმა არ დაიცვა თმენის ვალდებულება და დაარღვია მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება.
14 იანვარი ეროვნული დროშის დღეა. რა დატვირთვა აქვს დროშას სამხედრო სამსახურში?
რატომ აწამებენ, ასახიჩრებენ ცხოველებს და რას ურჩევენ ცხოველთა მოყვარულები მათ, ვისაც ცხოველების ბედი არ აწუხებს?
თბილისში გაიმართა საშობაო მსვლელობა „ალილო“. მსვლელობაში მონაწილეებმა ტრადიციულად შეაგროვეს ტკბილეული და საჩუქრები, რომლებსაც ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს გადაეცემათ. მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
სიგარეტის ფასმა საშუალოდ 50 თეთრით მოიმატა
ვიხსენებთ 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოსთვის.
რამდენჯერ გინატრიათ, თბილისურ საცობში, ავტობუსებით, მარშრუტკებით და მანქანებით გადაჭედილ ქუჩას გადააფრინდეთ და დანიშნულების ადგილამდე დროულად მიხვიდეთ? ან თუ წარმოიდგენთ ხოლმე, რომ ამ საცობს თავს დააღწევდით, მისთვის განკუთვნილ ზოლში სუფთა და სწრაფი ტრამვაი რომ მოძრაობდეს?
2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილი ამ პოსტზე კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერდა მმართველი.
30 სექტემბერს დიუმას ქუჩაზე მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ 25 წლის ვიტალი ეთნიკურ ნიადაგზე ერთ-ერთი ნეონაცისტური ჯგუფის წევრებმა მოკლეს.
რა არის ტოლერანტობა, როგორ ჩნდება ის ან პირიქით, ვერ ჩნდება. რა იწვევს მიუღებლობას და სიძულვილს განსხვავებულის მიმართ და რა გვხდის ტოლერანტულს? როგორ ეცვლებათ ადამიანებს შეხედულებები დროთა განმავლობაში და როდის აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათთვის ერთ დროს მიუღებელი - დღეს მისაღებია?
როდესაც ბავშვებს მასწავლებელი ჩაგრავს, უსამართლოდ ექცევა, უბრაზდება, უყვირის და ხელით ეხება, ლანძღავს და კლასის წინ ამცირებს, ამ დროს ბავშვები ბრაზს, სირცხვილს, ტკივილს, სევდას - ყველაფერს ერთად გრძნობენ.
გიხაროდენ! ჩვენ ვუყურეთ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ყველა სატელევიზიო რეკლამას და ისინი ერთ, გადასარევ კლიპში გავაერთიანეთ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დასრულებამდე 2 დღე რჩება. 14 ოქტომბერს დაიხურება წიგნის ბაზრობა, რომელშიც სტუმარი ქვეყნის სტატუსის მქონე საქართველოდან 70 -მდე მწერალი იმყოფებოდა. რა სათქმელი მიიტანეს აუდიტორიამდე ქართველმა მწერლებმა, ნახეთ ვიდეოში.
თბილისობაზე მწვადი, დუდუკი და ფონოგრამიანი კონცერტები უცვლელია.
ჩამოტვირთე მეტი