წელს ძილის მსოფლიო დღე არის 16 მარტს. ამ დღეს საქართველო 2013 წლიდან აღნიშნავს. ძილის მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობისათვის და როგორ უნდა ვებრძოლოთ ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს. როგორც ძილის ექსპერტები მიუთითებენ, გამოძინებისათვის ზრდასრულ ადამიანს 7- 8 საათი სჭირდება. თუმცა ბიოლოგიური ციკლი, შესაძლოა, ყველა ადამიანისათვის ინდივიდუალური იყოს. 50 წლის შემდეგ ძილის ხანგრძლივობა მცირდება 5-6 საათამდე. მოსახლეობის 30 %-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ინსომნიის (უძილობა) პერიოდი. ქრონიკული ინსომნიით მოსახლეობის 10-15 % ცხოვრობს. ძილის მსოფლიო დღე აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის წინა პარასკევს. ძილის მსოფლიო დღის დამფუძნებელია ძილის მედიცინის მსოფლიო ასოციაცია და ძილის მსოფლიო ფედერაცია, და ის 2008 წლიდან აღინიშნება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1