28 თებერვალს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2017 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ოპტიმისტური პროგნოზები მოჰყვა. „საქსტატის“ თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5,2%-ით გაიზარდა. რას აჩვენებს ეს მონაცემი და როგორ აფასებენ ეკონომისტები მიმდინარე წელს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას - ამ თემაზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, და ირაკლი მაკალათია, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი.