ჭელაში მინარეთის დადგმის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტი ნებართვას გასცემს. ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ლაპარაკობენ. მათი თქმით, ჭელის მუსლიმ მოსახლეობას კონსტრუქციის დადგმასთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაცია მზად აქვს. როდის გადაეგზავნება წერილობითი თანხმობა მუსლიმ მოსახლეობას და რას ამბობენ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,საზოგადოებრივი დარბაზი–ადიგენის განვითარებისათვის“?
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ ჭელაში მინარეთის დადგმის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. 27 ნოემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღო ნებართვა გასცეს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი განმარტავს, რომ ჭელის მუსლიმმა მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობაში მშენებლობისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია წარმოადგინა. იმისათვის, რომ მინარეთის დადგმის პროცესი დაწყებულიყო, მათ მუნიციპალიტეტს განცხადებით რამდენჯერმე მიმართეს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ მინარეთის დადგმასთან დაკავშირებით თანხმობას გამგეობა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის“ 57–ე მუხლის მიხედვით გასცემს.
მინარეთის დადგმის მოთხოვნით, პროცესის მესამე ეტაპზე, ადიგენის მუნციპალიტეტის გამგეობაში კიდევ ერთი წერილი შევიდა. დავით ჩოგაძემ, რომლის კუთვნილ მიწაზე ჭელის მეჩეთი მდებარეობს, განცხადება ადგილობრივ თვითმმართველობაში 25 ნოემბერს შეიტანა. ის ამბობს, რომ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მინარეთის დადგმის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს მიმართავს, რადგან რამდენიმე თვის წინ კონსტრუქციის დემონტაჟი სწორედ მათ მიერ განხორციელდა.
ჭელაში მინარეთის დადგმას ეხმაურება ,,საზოგადოებრივი დარბაზი - ადიგენის განვითარებისათვის“. არასამთავრობო ორაგანიზაციის ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი განმარტავს, რომ 25 ნოემბერს იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული საკითხის განხილვას დაესწრო. სესიის დროს მინარეთის დადგმის შესახებ დეპუტატებმა საკუთარი პოზიცია ფარული კენჭისყრით გამოხატეს. 20 დეპუტატიდან 8-მ თანხმობა განაცხადა, ხოლო 12–მა მინარეთის დადგმას მხარი არ დაუჭირა. 27 ნოემბრის სხდომაზე კი მას განსხვავებული სურათი დახვდა. გოდერძი კუბლაშვილი განმარტავს, რომ თუკი თვითმმართველობა მუსლიმთა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მართლმადიდებელი მოსახლეობა კანონის ფარგლებში აქციებს განაახლებს.
იმას, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მინარეთის დადგმის საკითხი განიხილება, საკრებულოს თავმჯდომარეც ადასტურებს, თუმცა გივი ენდელაძე განმარტავს, რომ სესიები მხოლოდ იმის გამო იმართება, რომ დეპუტატთა აზრი დაფიქსირდეს. მისი თქმით, საკრებულო კანონის ფარგლებში მოქმედებს, შესაბამისად, მინარეთის დადგმის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მუსლიმი მოსახლეობა ამის შესახებ წერილობით ნებართვას ხვალ მიიღებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუსლიმი მცხოვრებლების მოთხოვნასთან ერთად კიდევ ერთი განცხადება განიხილებოდა. კონსტრუქციის დადგმის წინააღმდეგ რამდენიმე კვირის წინ მართლმადიდებელმა მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართა. ადიგენის გამგეობაში განმარტავენ, რომ მათი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა, რადგან მინარეთის დადგმის განკარგულების გაცემას მათ კანონი ავალდებულებს, თუმცა იმავე საკრებულომ 20 აგვისტოს უკანონოდ აღმართული მინარეთის დემონტაჟისა და დავით ჩოგაძის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.