მინარეთის რკინის კონსტრუქცია ადიგენის მუნიციპალიტეტშია. მართლმადიდებელი მრევლის მიერ 28 აგვისტოს დაწყებული ორდღიანი საპროტესტო აქცია დასრულდა. ადიგენის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ მინარეთის სოფელ ჭელაში შენახვას ორივე მხარე მშვიდად შეხვდა.
საპატრიარქოში ქორეპისკოპოსებისა და მუსლიმური საზოგადოების ლიდერებს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აქციის მონაწილეთა ნაწილი მხარს უჭერს სოფელ ჭელაში მინარეთის შენახვას, მეორე ნაწილის აზრით კი, რკინის კონსტრუქციის ახალციხის ტერმინალში გადატანა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.
29 აგვისტოს ახალციხეში გამართულ ათსაათიან საპროტესტო აქციაზე ქორეპისკოპოსების გამოსვლამ აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მრევლს დაშლისა და ლოცვისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებისადმი მიმართვის შემდეგ სასულიერო პირებმა ამაღლების სახელობის ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც სამადლობელი პარაკლისი აღავლინეს. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ აღნიშნა, რომ მრევლის ერთად დგომამ შედეგი გამოიღო.
უფლებადამცველები სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ -სად გადაამეტეს უფლებამოსილებას სამართალდამცველებმა და რა საფუძველი ედო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მინარეთის დემონტაჟის შესახებ?.. სამართლებრივი სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ფიქრობს, რომ სამართლებრივი დოკუმენტაცია შესწავლას საჭიროებს.
ორივე მხარე საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას ელოდება. საბოლოოდ პარლამენტის მუშაობის შედეგზეა დამოკიდებული, აღიმართება თუ არა სოფელ ჭელაში მინარეთი, რომელმაც სამცხე-ჯავახეთში ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია.