აჭარის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2015 წლის მუშაობის ანგარიში მოისმინეს. გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები, ყურადღება გამახვილდა შიდა აუდიტის დასკვნასა და უფრო მეტი საგამოძიებო შინაარსის გადაცემისა და საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქშოუს ეთერში განთავსების აუცილებლობაზე.