ბათუმში დამსვენებლები მაწანწალა ძაღლების სიმრავლეს უჩივიან. ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის ბათუმის მერია მიმდინარე წელს 199 800 ლარს ხარჯავს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისებაში ედება ბრალი.
უამინდობამ პრობლემები შეუქმნა აჭარას: ძლიერი ყინვა, ქარბუქი,შეწყვეტილი სასწავლო პროცესი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები, ჩახერგილი გზები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადადგა. მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქტიურად ჩაერთვება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესებში“, თავისი გადადგომა კი „აჭარაში მმართველი გუნდის განახლებისა და შემდგომი გაძლიერების მიზნით“ ახსნა.
გრძელდება საპროტესტო აქციები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში. მოსახლეობის მოთხოვნა ისევ უცვლელია - ისინი გვირაბების მშენებლობის შეჩერებასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
აჭარის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2015 წლის მუშაობის ანგარიში მოისმინეს.
ბათუმის მახლობლად, ციხისძირში, გრძელდება ასწლოვანი ხეების გადარგვის პროცესი. სამუშაოები დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება გემით პირველი ხის გადატანა ახალ ადგილსამყოფელზე.