ქართველი პოლიციელები ახალგორელებს აიმედებენ, რომ დაბის დეოკუპაცია მალე მოხდება და მაისიდან წეროვანში ჩასახლებული დევნილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან. ამ ინფორმაციას არაერთი ახალგორელი ადასტურებს. მათი თქმით, ასეთი დაპირებები პერიოდულად ისმის ხოლმე, მაგრამ საამისოდ რეალური საფუძველი არ არსებობს. მაისამდე ახალგორში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის არც ადგილობრივ მკვიდრს თამარ მეარაყიშვილს სჯერა:
„ქართულ საგუშაგოზე რამდენიმე მგზავრს უთხრეს ჩუმად, რომ ცოტაც მოითმინეთ ხალხო, ცოტაც გაძელით და ვბრუნდებით იურისდიქციის აღდგენით - ისე კი არა, ყოველდღიურად რომ ვბრუნდებით ხოლმე. მე ამისი არ მჯერა, იმიტომ რომ ვერანაირ ძვრებს ვერც აქეთ და ვერც იქით ვერ ვამჩნევ. იქით მიდის გაცხარებული მშენებლობები და ფეხის მოკიდება. გასული წლის მაისსაც გვაიმედებდა პირადად ჩვენს ოჯახს საკრებულოს თავმჯდომარე ყოჩიშვილი, რომ მაისში ვბრუნდებით. ეს მაისი, იანვარი, გიორგობა და მარიამობა აჩემებული აქვთ.“
ამჟამად ახალგორში 1000–მდე ადამიანია დარჩენილი, მათი უმრავლესობა ქართველია. დაახლოებით 4000 ახალგორელი კი წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და დაბაში დაბრუნებას იქ საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე არ აპირებს. ახალგორელი ლელა ტორელაშვილი ამჟამად წეროვანში ცხოვრობს, საკუთარი სახლი ძალიან ენატრება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაბაში დაბრუნებას იმ დრომდე არ აპირებს, ვიდრე იქ საქართველოს ხელისუფლების მმართველობა არ იქნება.
ახალგორში ქართველების შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაბის ლეგიტიმური საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ყოჩიშვილთან გადავამოწმეთ, რომელმაც ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ დაბრუნების სურვილი ყველას აქვს, მაგრამ საამისო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს.
ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს ახალგორში დევნილთა დაბრუნება არაერთხელ შესთავაზა, ოღონდ იმ პირობით, თუ დაბის მცხოვრებლები დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობას მიიღებენ. ამ წინადადებაზე ქართული მხარე არ თანხმდება და კატეგორიულად მოითხოვს დე ფაქტო რესპუბლიკის დეოკუპაციას. ამჟამად დაბაში შესვლა იქ რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს დაუბრკოლებლად შეუძლია, მაგრამ უმრავლესობა ახალგორში საცხოვრებლად არ რჩება. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ წეროვანში დასახლებულ ახალგორელებს საკუთარ სახლებში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ისინი სად ბრუნდებიან - ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ იქ, სადაც საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება. ზაქარეიშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლება ახალგორელებს ტყუილი დაპირებებით და იგავ-არაკებით კვებავს:
„ქართული ხელისუფლება მუდმივად ეუბნება ახალგორელებს, ნუ გეშინიათ სულ მალე დავბრუნდებითო. ანუ პოლიტიკურ დაბრუნებაზეა ლაპარაკი. ესე იგი ჩვენ მალე აღვადგენთ ქართულ იურისდიქციას ახალგორშიო, ეს კი არის სიყალბე, იმიტომ რომ ამის საფუძვლები არ ჩანს. იქ რუსები აშენებენ სამხედრო ბაზებს და სერიოზული მდგომარეობა აქვთ დამყარებული. მე გაგონილი მაქვს, რომ ჯერ იანვრამდე იყო შეპირებები, ახლა მაისზე გადაიტანეს. დაბრუნება ზოგადად ოსური იურისდიქციის ქვეშ დღესაც შეიძლება, მაგრამ ქართულ იურისდიქციაზეა ლაპარაკი, რაც მე ვიცი. ეს კი ნაცრის თვალში შეყრაა. ქართულ მხარეს სურს შეამციროს სიმძაფრე არდაბრუნებისა, როგორც ეს გალელების შემთხვევაში იყო. ამიტომ მუდმივად აჩვევენ, აჩვევენ, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. ეს ზღაპრები ყოველ ნახევარ წელში გამეორდება. ბოლოს ხალხს ყელში ამოუვა და იტყვიან, თქვენ ხართ უნიათოები, არაფრისმკეთებლები, საქართველოს მთავრობა იურისდიქციის აღდგენას ვერ ახერხებს და, მოდი, მე დავბრუნდები. დაახლოებით ასეთი რამ მოხდა გალში 97–98 წლების ფარგლებში“, –განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ახალგორში დარჩენილ მცხოვრებლებს საგუშაგოებზე გავრცელებული ინფორმაციისა დაბაში დევნილთა დაბრუნების შესახებ აღარ სჯერათ, რადგან საკუთარი თვალით ხედავენ, რომ რუსები სამხედრო ბაზებს აშენებენ. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას ზოგიერთი ორგანიზაცია და იქ დასაქმებული კადრები მთლიანად წეროვანში გადაჰყავს. აქედან გამომდინარე, ახალგორელები მიიჩნევენ, რომ არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, ახალგორის დეოკუპაცია და იქ საქართველოს იურისდიქციის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხდეს.