რადიო თავისუფლების პროგრამა კრიმ.რეალიი წერს რომ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი RQ-4 Global Hawk სახმისით FORTE10 შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა. გამოცემა Flightradar24-ს მონაცემებს ეყრდნობა.
მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ამერიკული უპილოტი საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში დაფრინავდა.
RQ-4 იტალიის ქალაქ კატანიას სიახლოვეს არსებული სიგონელის ავიაბაზიდან აფრინდა, მის გადაადგილებას 20 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.
მანამდე CNN წერდა, რომ ამერიკელმა სამხედროემა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის რაიონში დრონის MQ-9 Reaper-ს ჩამოვარდნის ადგილის დასათვალიერებლად და რუსეთის სამხედროების მოქმედებებზე დასაკვირვებლად გაიგზავნა, რომლებმაც დრონის ნამსხვრევების მოძიება დაიწყეს.
გუშინ, 16 მარტს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა შავი ზღვის თავზე რუსული ავიაგამანადგურებლის, Су-27-ისა და ამერიკული მზვერავი დრონის, MQ-9 Reaper-ის შეჯახების ამსახველი ვიდეო. დრონი 14 მარტს რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა.
რუსეთის ხელისუფლება და პენტაგონი მომხდარს გაუთვალისწინებელ სიტუაციას უწოდებენ.
რუსეთის თავდაცვით უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრების დარღვევით“.
ვაშინგტონში რუსი პილოტების „არაუსაფრთხო და არაპროფესიონალური“ მოქმედების შესახებ განაცხადეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარის შესახებ თქვეს, რომ დრონი დაზიანდა „მკვეთრი მანევრირების შედეგად“.