Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი პილოტები, რომლებმაც ამერიკული დრონი ჩამოადგეს, სახელმწიფო ჯილდოზე წარადგინეს


Су-27 და MQ-9 Reaper, ფოტოკოლაჟი
Су-27 და MQ-9 Reaper, ფოტოკოლაჟი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსული ავიაგამანადგურებლების, Су-27-ის პილოტები, რომლებმაც შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონი ჩამოადგეს, სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინა, ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მედიას მიაწოდა.

გუშინ, 16 მარტს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა შავი ზღვის თავზე რუსული ავიაგამანადგურებლის, Су-27-ისა და ამერიკული მზვერავი დრონის, MQ-9 Reaper-ის შეჯახების ამსახველი ვიდეო. დრონი 14 მარტს რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა.

რუსეთის ხელისუფლება და პენტაგონი მომხდარს გაუთვალისწინებელ სიტუაციას უწოდებენ.

რუსეთის თავდაცვით უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ამერიკული დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრების დარღვევით“.

ვაშინგტონში რუსი პილოტების „არაუსაფრთხო და არაპროფესიონალური“ მოქმედების შესახებ განაცხადეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარის შესახებ თქვეს, რომ დრონი დაზიანდა „მკვეთრი მანევრირების შედეგად“.

XS
SM
MD
LG