Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები“


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება გულწრფელი პასუხები ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

„2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა განაცხადოს და ქმედებებით გაამართლოს, რომ ეს ასე არ არის? გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით, აუტსაიდერებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს ჩვენი ნახვა არ სურს, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელი. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა დახურული კითხვები წლების განმავლობაში”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაიანის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც, მისი სიტყვებით, ვერც მშვიდობას იცავს და ვერც თავის თავს.

„როდესაც მისი წესდება ირღვევა, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი გაერო-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის ტერიტორიის ანექსირებას ახორციელებს, ყირიმის პლატფორმა, რომლის ფორმატი და მიზანია ყირიმის დეოკუპაცია და ყირიმელთა უფლებების დაცვა, თავად გაერო-ს მიერაა იგნორირებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. .

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG