"შევეცდებით, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს", - თქვა მდინარაძემ და დაამატა, რომ გუნდის შიგნით ბევრი კანდიდატის შესახებ უმსჯელიათ.
მისივე სიტყვებით, ძალიან შემჭიდროებულ ვადებში ისაუბრებენ თავიან კანდიდატზე.
"ჩვენ შეიძლება, უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ", - ამბობს მდინარაძე.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ახალ პრეზიდენტს ქვეყანა, სავარაუდოდ, იანვარში აირჩევს.
მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ფორუმი