Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსტინი: რუსეთი მზადაა უკრაინაზე თავდასხმისთვის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის არმია მზადაა უკრაინაზე თავდასხმისთვის, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ომისგან უკან დაიხევს.

ლიეტუვაში ვიზიტით მყოფმა ოსტინმა თქვა, რომ ვაშინგტონი თავისი ბალტიისპირელი მოკავშირეების გვერდით იდგება, რეგიონში მზარდი შიშის ფონზე, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. რუსეთი უარყოფს ამგვარი გეგმის ქონას.

"მსურს ლიეტუვაში, ესტონეთში და ლატვიაში ყველამ იცოდეს - და მსურს პრეზიდენტმა პუტინმაც იცოდეს კრემლში - რომ შეერთებული შტატები თავისი მოკავშირეებს გვერდში უდგას" - თქვა ოსტინმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე, ლიეტუვის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკების მერე.

XS
SM
MD
LG