Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ბრიტანეთი: უკრაინაზე კიბერთავდასხმის უკან რუსეთი იდგა


აშშ და ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებენ 15 თებერვალს უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე და ქვეყნის საბანკო სისტემაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში.

კიბერუსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მთავარმა წარმომადგენელმა, ენ ნიუბერგერმა, ჟურნალისტებს 18 თებერვალს უთხრა - "ვფიქრობთ, უკრაინის ბანკებზე ამ კვირაში მიტანილი ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმაზე რუსეთის მთავრობაა პასუხისმგებელი". ნიუბერგერის თქმით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს ეს ინფორმაცია სწრაფად გაესაჯაროებინათ, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის რიცხვის ზრდის ფონზე. როგორც ნიუბერგერი ამბობს, ამერიკელმა ექსპერტებმა მოიპოვეს მონაცემები, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, გრუ-სთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა "მაღალი სიხშირით გადასცემდა მონაცემებს უკრაინაში დაფუძნებულ IP მისამართებზე და დომენებზე".

აშშ-ის განცხადების პარალელურად, ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმაც თქვეს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა დიდი ალბათობით მონაწილეობდა DDoS-ის ტიპის შეტევაში, რომლის დროსაც ვებსაიტებისკენ მონაცემების გაუსაძლისი რაოდენობა მიემართება.

აშშ-ის და დასავლეთის ოფიციალური პირები და ექსპერტები რუსეთს ბოლო წლებში ხშირად ადანაშაულებენ ჰაკერულ თავდასხმებში, რომლენბიც მომდინარეობს ან სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი გაერთიანებების, ან კერძო კრიმინალური ჯგუფების მხრიდან. კრემლი უარყოფს თავდასხმებში სახელმწიფოს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG