დღეიდან საქართველოში მოლები და ტანსაცმლის მაღაზიები გაიხსნა და შესაბამისად, ამოქმედდა ის წესები, რომელიც მთავრობამ დაადგინა. წესების შესრულება სავალდებულოა.
ძირითადი რეკომენდაციები:
- უნდა მოეწყოს ერთიანი შესასვლელი და გასასვლელი, სადაც დაწესებულებაში შესვლამდე გაკონტროლდება თანამშრომლისა და მომხმარებლის ტემპერატურა. ცხელების შემთხვევაში ინფორმაცია უნდა აღირიცხოს და 112-ს შეატყობინონ;
- უნდა გაკონტროლდეს მოქალაქეთა ნაკადი (საშუალოდ, 10 მ კვადრატზე 1 პირი), სავალდებულოა დეზობარიერის მოწყობაც. უნდა გაკონტროლდეს დისტანციაც და იატაკზე უნდა იყოს ნიშნულები;
- მოქალაქე უნდა დაუშვან მხოლოდ ნიღბით;
- ხშირად გამოყენებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს 2 საათში ერთხელ, საერთო მოხმარების ფართი კი ყოველდღიურად;
- სანიტარული კვანძები საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2 საათში ერთხელ უნდა დასუფთავდეს;
- მოქალაქეთა ინფორმირებისთვის უნდა გამოიყენონ აუდიო/ვიდეო ტექნიკა;
- მთავრობის დადგენილებამდე აკრძალულია სავაჭრო ცენტრში კვების ობიექტები და კინოთეატრები დაკეტილი არ უნდა გაიხსნას.
სავაჭრო ცენტრებში განთავსებული მაღაზიების ვალდებულებები:
- აკონტროლოს და სივრცეში დაუშვან მაქსიმუმ 5 მ კვადრატზე 1 ადამიანი;
- ადგილზე, სადაც თანამშრომელს მომხმარებელთან უწევს კონტაქტი, უნდა დაყენდეს გამჭვირვალე ბარიერი;
- სავაჭრო კუნძულებს ოთხივე მხრიდან უნდა დაუმაგრდეს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი;
- დამუშავდეს ტანსაცმლის გამოსაცვლელი სივრცეები და ხშირად გამოყენებადი ზედაპირები მაქსიმუმ 2 საათში ერთხელ;
- ჩართული უნდა იყოს მუდმივი ვენტილაცია;
- ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიანიჭოს უნაღდო ანგარიშსწორებას.
ამავე თემაზ: სავალდებულო წესები, რომლებიც რესტორნის სტუმარმა და პერსონალმა უნდა დაიცვას