Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიონოქსის საიდუმლო: რას მალავს კრემლი?


ნიონოქსიში მდებარე სამხედრო ბაზა
ნიონოქსიში მდებარე სამხედრო ბაზა

ნორვეგიის ინსტიტუტ NORSAR-ის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ რუსეთის სოფელ ნიონოქსის მახლობლად აგვისტოს დასაწყისში მოხდა არა ერთი, არამედ ორი აფეთქება.

რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას ეს უთხრა ინსტიტუტის დირქტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანი ლიკემ

ინსტიტუტის სადამკვირვებლო სადგურებმა, მისი თქმით, ახალი სეისმური მონაცემები გადასცეს 8 აგვისტოს დილის, დაახლოებით, 9 საათზე არხანგელსკის დროით. ამ მონაცემების თანახმად, აფეთქება მოხდა პლანეტის ზედაპირის მახლობლად - ხმელეთზე ან წყალზე.

სადღაც, დაახლოებით, ორ საათში, დილის 11 საათისთვის, სხვა სენსორმა, რომელიც ინფრაბგერების დაჭერითაა დაკავებული, შენიშნა სხვა აკუსტიკური მოვლენა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ნიონოქსის ავარიის გამო დაბინძურების საფრთხის შესახებ არ მიუღიათ არავითარი შეტყობინება, მათ შორის არც სხვა სახელმწიფოების რადიაციის საზომი სადგურებიდან.

რატომ არის ოფიციალური ინფორმაცია მწირი?

სინამდვილეში მთავარი საფრთხე გამოსხივების შემთხვევაში უკავშირდება ონკოლოგიური დაავადებების რისკის ზრდას.
რაშიდ ალიმოვი

„გრინპისის“ რუსულ განყოფილებაში მიიჩნევენ, რომ გამოქვეყნებული ცნობები ნიონოქსეში 8 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შესახებ არასაკმარისია. „გრინპისის“ ენერგეტიკული პროგრამების ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელმა, რაშიდ ალიმოვმა,„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უამბო, თუ რა სახის საფრთხეზე შეიძლება მიდიოდეს საუბარი და რატომ ვერ ახერხებენ სხვადასხვა ექსპერტები რადიაციის დამოუკიდებლად გაზომვას.

რაშიდ ალიმოვი: „სინამდვილეში მთავარი საფრთხე გამოსხივების შემთხვევაში უკავშირდება ონკოლოგიური დაავადებების რისკის ზრდას... „რუსატომმა“, რა თქმა უნდა, იცის, თუ რა იქნა ჰაერში გატყორცნილი. უფრო რთულია რადიოაქტიური ნუკლიდების ვარაუდით ძებნა, ვიდრე მაშინ, როდესაც ზუსტად არის ცნობილი, თუ რა გამოიფრქვა. მეორე მხრივ, „როსგიდრომეტი“ ეს არის სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში რადიაციულ მონიტორინგზე. ამიტომ კითხვებს, პირველ რიგში, მათ უნდა გასცენ პასუხი. ასევე „როსპოტრებნადზორმა“, რომელსაც შეუძლია და ასეთ შემთხვევებში უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა რადიონუკლიდების კვების ჯაჭვში მოხვედრის საფრთხე. კანონის თანახმად, სახელმწიფო ჩვენთან პასუხისმგებელია რისკების თაობაზე ხალხის ინფორმირებაზე. ჩვენი შეფასებით, ასეთი ინფორმირება არ მომხდარა შესაბამის დონეზე. დარწმუნებული ვარ, არიან ექსპერტები, რომლებმაც სინჯები აიღეს. შესაძლოა, მომავალში ჩვენ რაიმე შევიტყოთ“.

გამოიფრქვა თუ არა იზოტოპი?

შესაძლოა, ეს ყოფილიყო გამა-გამოსხივება, რომელიც ბევრად ნაკლებმძლავრია და მისი ზემოქმედება ორგანიზმზე არ არის ისეთი ძლიერი
ვალენტინ სინიცინი

სოფელ ნიონოქსასთან, სევეროდვინსკიდან 40 კილომეტრის მოშორებით თეთრ ზღავში მდებარე საზღვაო-საცდელ პოლიგონზე 8 აგვისტოს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ 5 თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე მძიმედ დაშავდა.

„როსატომისა“ და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ინციდენტი მოხდა „რაკეტის ბირთვული იზოტოპის ენერგიის წყაროზე მომუშავე ძრავის საცდელი გაშვებისას“.

მაგრამ დღემდე ცნობილი არ არის, ზუსტად რა აფეთქდა: რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ამ ყველაფერს საიდუმლოდ ინახავს.

მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნდამენტური მედიცინის ფაკულტეტის სხივური დიაგნოსტიკისა და თერაპიის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი ვალენტინ სინიცინიარ ფიქრობს, რომ ასეთი გასაიდუმლოება იზოტოპების გამოფრქვევას უკავშირდებოდეს.

ვალენტინ სინიცინი: „რაც მოვისმინე და წავიკითხე, იმის მიხედვით, ვფიქრობ, რომ არ არსებობს სარწმუნო ცნობები იზოტოპების გამოფრქვევის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვა სახის გამოსხივება. შესაძლოა, ეს ყოფილიყო გამა-გამოსხივება, რომელიც ბევრად სუსტია და მისი ზემოქმედება ორგანიზმზე არ არის ისეთი ძლიერი. ამიტომ მე მაინც მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ტრაგედია მოხდა, ადამიანები დაიღუპნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის მაინც აფეთქების შედეგი“.

XS
SM
MD
LG