Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ კალანდიას მამა უარყოფს, რომ მისი შვილი მიმალვას აპირებდა


თენგიზ კალანდია
თენგიზ კალანდია

არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა თენგიზ კალანდია აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. თენგიზ კალანდია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი შვილი მიმალვას აპირებდა

„სასამართლო იყო ჩანიშნული. მივდიოდით სასამართლოზე, სადაც უნდა დაკითხულიყო. მაგ დროს დააკავეს გზაში. ამბობენ გარბოდაო, რაც არაა სიმართლე” - უთხრა ჟურნალისტებს თენგიზ კალანდიამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდა. მისივე თქმით, „ბავშვი უდანაშაულოა, არაფერი ფაქტი არ არსებობს. ხელში დანა არ ჭერია, ჩხუბის გულისთვის იჭერენ მკვლელობისთვის."

"მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს" - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თავად თენგიზ კალანდიაც ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით. ის 2017 წლის დეკემბერში დააკავეს, 2018 წლის აგვისტოში კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომა - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

XS
SM
MD
LG