ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურმა პარტიებმა ურთიერთბრალდებები დაიწყეს. ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა მმართველი კოალიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულეს. ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა თამარ კგოდოშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ სკოლები პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებული არ არის და განსხვავებულად მოაზროვნე პედაგოგებს პრობლემებს უქმნიან. მისი თქმით, გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა მასწავლებლებს ოპოზიციის სასარგებლოდ პოლიტიკური აქტივობა აუკრძალა.
მესამე საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ მასწავლებლებს დიდ შესვენებაზე მართლაც შეხვდა და განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანება გააცნო, რის მიხედვითაც, სამუშაო საათებში რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის აგიტაცია-პროპაგანდა იკრძალება.
ბრალდებები საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიმართაც გაისმა. რესურსცენტრის უფროსმა ზურაბ ქარელმა დირექტორებთან თათბირი ჩაატარა, რომელსაც იურისტები და საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს არასამუშაო საათებში პოლიტიკური აქტივობა არ ეკრძალებათ. ზურაბ ქარელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ საარჩევნო პერიოდში, სამუშაო საათებში, სკოლებს პოლიტიკოსები უნდა მოერიდონ.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პროცესებს, გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია დასრულდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 58 ასეთი ჯგუფი დარეგისტრირდა. აქედან 16 ქალაქზე მოდის. პარტიებს მერობის, გამგებლობის კანდიდატები, პროპორციული და მაჟორიტარული სიები ჯერ არ წარუდგენიათ. კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი ამბობს, რომ 6 მაისამდე საინიციატივო ჯგუფების კანდიდატებმა მხარდამჭერთა სიების წარმოდგენა უნდა დაასრულონ, პარტიებს კი კანდიდატების წარდგენა 16 მაისამდე შეუძლიათ.
გორში რომ კონკურენტული არჩევნები ჩატარდება, ამას საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების სიმრავლეც ცხადყოფს. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით პოლიტიკური პარტიების მიერ 5-ზე მეტი მერობის კანდიდატი დასახელდება. ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით, ასეთი კონკურენციის პირობებში მეორე ტური გარდაუვალი იქნება.