საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ჩასვლამ ბოლნისის რაიონში და საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან შეხვედრამ მნიშვნელოვნად განმუხტა დაძაბული ვითარება. გარდა ამისა, კომპანია RMG Gold-თან მიღწეული იქნა შეთანხმება სადავო ტერიტორიის დემარკაციისა და კომპანიის საქმიანობაზე მონიტორინგის დაწესების შესახებ, თუმცა 23 აპრილს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ არ დასტურდება საყდრისის ტერიტორიაზე უძველესი მაღაროს არსებობა და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს. როგორ შეხვდნენ მთავრობის მეთაურის ამ განცხადებას და რა ბედი ელის საყდრისის სადავო მაღაროს?
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე, სადაც მაღარო მდებარეობს, კომპანია RMG Gold-ი არ დაიწყებს მადნის მოპოვებას, ვიდრე საქართველოში არ ჩამოვლენ საერთაშორისო ექსპერტები:
„სწორედ ეს ექსპერტები მოგვცემენ საბოლოო დასკვნას, რომელსაც დაუჯერებს ნებისმიერი მხარე. სპეციალისტები გვეტყვიან, თუ რა მიაჩნიათ არქეოლოგიურ ობიექტად - მთლიანად ბორცვი თუ უშუალოდ კვლევის საგანი. მანამდე ეს ადგილი შემოიფარგლება დამცველი ზოლით. ისე, იქ არის დიდი ტერიტორია და სხვაგან მათ მუშაობის უფლება აქვთ“.
თუმცა, ამ განცხადებისა და ბოლნისის მიმდინარე აქციების პასუხად, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ვნებათაღელვის მიზეზი, რადგანაც საყდრისთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა ექსპერტების ჯგუფის ორთვიანი მუშაობისა და სათანადო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ:
„მე ასე მგონია, რომ ეს საკითხი მოგვარებულია უკვე და რატომ მიდის გაუთავებლად სპეკულაციები, რატომ მიმდინარეობს? მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ თემაზე სპეკულირება დაასრულოს ყველამ. აქ, მე მგონი, ცალსახად ითქვა ყველაფერი, ექსპერტებმა დადეს დასკვნა და აქ ითქვა ნათლად, რომ, ჯერ ერთი, მე თვითონ მოვისმინე თქვენი საუბარი, რომ არავის დაუმტკიცებია, რომ ამ ადგილას იყო უძველესი ოქროს საბადო თუ ოქროს მაღარო. ეს არ მტკიცდება, ოქროს მაღარო იყო თუ რა იყო. ეს ერთი, და მე მგონი, რამდენიმე თვის წინ ექსპერტების ჯგუფმა, რომელიც მუშაობდა ორი თვის განმავლობაში თუ სამი თვის განმავლობაში, დაადასტურა, შესაბამისი დასკვნა წარუდგინა მთავრობას, რის საფუძველზეც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეგრძელებინა სამუშაოები RMG Gold-ს და, ამის გარდა, მე მინდა შეგახსენოთ ყველას და მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც - მე მესმის მათი წუხილის, მე მესმის მათი ნერვიულობის - თითქოს რაღაც ძეგლის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ მე მინდა მათ შევახსენო, რომ ამ ორგანიზაციაში დასაქმებული არის დაახლოებით 3 000 ადამიანი, სამი ათასი ოჯახი და კარგად გაითვალისწინონ და კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას. მე მინდა მოგიწოდოთ თქვენ, როგორც მინისტრს, რომ სასწრაფოდ მოაგვაროთ ეს პრობლემა“.
პრემიერ-მინისტრის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები იმედოვნებენ, რომ უძველესი მაღარო განადგურებას გადაურჩება. გიორგი მიქანაძე თითქმის ათი დღეა, რაც თანამოაზრეებთან ერთად საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვის მიმდებარე ტერიტორიაზე ათენებს და აღამებს.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პრემიერი ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს მას შემდეგ, რაც დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან. დღეს დემარკაციის ზოლი ივლება, რაღაც განცხადებას აკეთებს მადნის მომპოვებელი კომპანია. საზოგადოებაში დიდი წინააღმდეგობაა ამ საკითხთან დაკავშირებით... მოვუსმინეთ პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას. ცხადია, ეს არ არის ის პოზიცია, რომელიც უნდა ჰქონდეს პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ვფიქრობთ,რომ რამდენიმე დღე დასჭირდება იმას, რომ მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა დეტალები გაცვალონ, მიიღონ მეტი ინფორმაცია და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება მიმდინარე მოვლენებზე“, - უთხრა გიორგი მიქანაძემ რადიო თავისუფლებას.
მიმდინარე მოვლენებზე მთავრობის ადეკვატური რეაგირების იმედი არა აქვს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიას, - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პროკურატურის სახელზე გაგზავნილი პეტიციის ერთ-ერთ ავტორს, - რომელიც უნდობლობას უცხადებს კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობას:
„პრემიერ-მინისტრი ჩართული იყო დიალოგში იმ მეცნიერებთან, - ვგულისხმობ გერმანელ მეცნიერებთან მომუშავე ქართველ მეცნიერებს, -რომლებისგანაც მოითხოვდნენ სულ სხვა დასკვნებზე ხელის მოწერას, - თითქოსდა, საყდრისი არ არის მნიშვნელოვანი ძეგლი, - რაც ვერ მიიღეს“.
საყდრისთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს თავად მადნის მომპოვებელ კომპანია RMG Gold-ს, რომლის წარმომადგენლის, ეკა ჯოჯუას თქმით, კომპანია საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამთო სამუშაოებს კანონის სრული დაცვით აწარმოებს:
„მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გვითქვამს, რომ იქ არაფერი ზიანდება და რომ სამუშაოები მიმდინარეობს სხვა მიმართულებით, ჩვენ დავთანხმდით შემოთავაზებას, გავლებული იყოს სადემარკაციო ზოლი. ამით გაქარწყლდება ის გარკვეული ეჭვები, რომლებიც რატომღაც აქვს ე.წ. საყდრისის დამცველ კომიტეტს. კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ იქ არანაირი სამუშაოები არ ტარდება“.
თუმცა, ამგვარი დაპირების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით მადნის მომპოვებელ კომპანიას მწვანე შუქი აუნთო.

მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გვითქვამს, რომ იქ არაფერი ზიანდება და რომ სამუშაოები მიმდინარეობს სხვა მიმართულებით, ჩვენ დავთანხმდით შემოთავაზებას, გავლებული იყოს სადემარკაციო ზოლი...ეკა ჯოჯუა