საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომპანია RMG gold-ი განაახლებს ოქროს მოპოვებას საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე, სადაც ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, მდებარეობს მსოფლიოში დღემდე გამოვლენილ ოქროს მაღაროთა შორის უძველესი. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება, რომლის საფუძველზეც საყდრისის მაღარომ კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი დაკარგა. რა ელის საყდრისის მაღაროს და როგორია მისი გადარჩენის შანსი?
საქართველოს კულტურის სამინისტრომ საყდრისის უბანზე ოქროს მოპოვების ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დასკვნის საფუძველზე გასცა. სააგენტოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ანთიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა როგორც არქეოლოგიური ექსპედიციების ანგარიშები, ასევე საყდრისში მომუშავე მეცნიერების მიერ ადგილობრივ თუ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები და დაასკვნა:
„გაურკვეველი იყო მათთვისვე, თუ რა ობიექტთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ იმის გამო, რომ უნდოდათ კვლევის გაგრძელება, დაარქვეს ძალიან ხმამაღალი სახელი: უძველესი ოქროს მაღარო! აქვე გეტყვით, რომ არქეოლოგია ხელს არ უშლის ინვესტიციას. მაგალითად, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დროს უნიკალური არქეოლოგიური ობიექტების შეწავლის შემდეგ მოხდა მათი დემონტაჟი, ანუ დანგრევა“.
ნიკოლოზ ანთიძის თქმით, საყდრისის საბადო ერთ-ერთი რიგითი არქეოლოგიური ობიექტია, რომელთა მსგავსი მრავლადაა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ უჩვეულოდ სწრაფად შეისწავლა 9 წლის განმავლობაში დაგროვილი მასალა და ადგილზე დამოუკიდებელი კვლევა არ აწარმოვა, დასკვნის სისწორეში ეჭვი არ ეპარება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე მარგიშვილს:
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მითებსა და ლეგენდებს მივცეთ საშუალება 3 ათასი ოჯახი დატოვოს ულუკმაპუროდ და შეაფერხოს ქვეყნის განვითარება“.
ქვეყნის განვითარებაში ალექსანდრე მარგიშვილმა ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG gold-ის შეუფერხებელი საქმიანობა იგულისხმა. შესაბამისად, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება ხელ-ფეხს უხსნის კომპანიას და განადგურების საფრთხის ქვეშ აყენებს საყდრისის მაღაროს.
„ინვესტორს, რომელიც გეგმავს ოქროს მოპოვების განახლებას, მიეცეს თანხმობა ამ საქმიანობაზე იმ პირობით, რომ საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ექსპერტებს ექნებათ შესაძლებლობა მონიტორინგი განახორციელონ ოქროს მოპოვების პროცესზე და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რაიმე არტეფაქტი, კანონის შესამისად მოხდეს ამ არტეფაქტების შესწავლა და, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ან, უფრო მოსალოდნელია, ახალ სამუზეუმო სივრცეში გადატანა“, უთხრა ალექსანდრე მარგიშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა, მეცნიერთა თქმით, კულტურის სამინისტროს ასეთი მიდგომა გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოპოვებითი სამუშაობები შეუსწავლელ ადგილზე ჩატარდებოდა. არადა, არქეოლოგ გოდერძი ნარიმანაშვილის თქმით, უკვე ცნობილია, რომ საყდრისის მაღარო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტია:
„რომ ვიცით, ამიტომ უნდა იქნეს შესწავლილი. არ შეიძლება მოპოვებითი სამუშაოების დაწყება, რადგანაც უკვე გამოჩენილია მნიშვნელოვანი არტეფაქტები. რას უშველის მონიტორინგი, თუ ააფეთქებენ, ან რაღას გაიტანენ? აფეთქებული და გატანილი ქანებიდან რაღა დასკვნა უნდა გააკეთონ? ეს არის ძეგლის წინასწარ გამიზნული დაზიანება და დანგრევა“.
ცალკე მსჯელობის საგანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დასკვნის საეჭვო მეცნიერული საფუძვლები. კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარინე მიზანდარის თქმით, 2014 წლის 13 იანვრის, ანუ მას შემდეგ, რაც RMG gold -ს საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე მადნის მოპოვება აეკრძალა, არსებითად არაფერი შეცვლილა:
„თუკი ამასობაში რამე სხვა დასკვნა გაკეთდა (საპირისპირო საბუთი მომზადდა), დიდი ეჭვია, რომ ეს უკანონო, კორუფციული გარიგების შედეგად შექმნილი საბუთი უნდა იყოს, იმიტომ რომ არანაირი სხვა საფუძველი არ არსებობს. არქეოლოგიური ექსპედიცია არ გაგრძელებულა, არავის უმუშავია, ახალი ელემენტები ამ ძეგლის შესწავლა-არშესწავლასთან კავშირში ვერ გაჩნდებოდა, რადგანაც ეს იყო დახურული ზონა“.
მარინა მიზანდარი დაუშვებლად მიიჩნევს საყდრისის ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოს განახლებას. პროცესის შეჩერებას ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომლის წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს:
„როგორც კი აქტი გვექნება და ვნახავთ მის ზუსტ შინაარსს, აუცილებლად გავასაჩივრებთ მას. მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, რომ არ დაუშვან ნებართვით დაუყოვნებლივ სარგებლობა, ვინაიდან საზოგადოებას უნდა მიეცეს სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებების გასაჩივრების საშუალება. არ უნდა იქნეს დაშვებული ის, რომ ძეგლი მანამდე განადგურდეს, ვიდრე საზოგადოება ამ თავის უფლებას გამოიყენებს“.
საზოგადოების ნაწილი, მართლაც, ემზადება სამართლებრივი ბრძოლისათვის, იგეგმება საპროტესტო აქციების გამართვაც. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებით აღშფოთებულია თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ხელმღვანელი ვახტანგ წერეთელიც:
„ახლახან ვიყავი გერმანიაში, სადაც ფილმი ვნახე საყდრისის მაღაროზე, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძველ მაღაროზე. ამიტომ აბსურდი და გაუგებარია ჩემთვის მთავრობის ასეთი ქცევა. მახსენდება თალიბანმა რაც გაუკეთა ბუდას ქანდაკებას ავღანეთში, როცა ააფეთქა. მაგრამ თალიბებმა ასეთი რამ სხვა კულტურას გაუკეთეს, ჩვენი მთავრობა კი ჩვენივე კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს“, უთხრა ვახტანგ წერეთელმა რადიო თავისუფლებას.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ საყდრისის უბანზე ოქროს მოპოვების ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დასკვნის საფუძველზე გასცა. სააგენტოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ანთიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა როგორც არქეოლოგიური ექსპედიციების ანგარიშები, ასევე საყდრისში მომუშავე მეცნიერების მიერ ადგილობრივ თუ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები და დაასკვნა:
„გაურკვეველი იყო მათთვისვე, თუ რა ობიექტთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ იმის გამო, რომ უნდოდათ კვლევის გაგრძელება, დაარქვეს ძალიან ხმამაღალი სახელი: უძველესი ოქროს მაღარო! აქვე გეტყვით, რომ არქეოლოგია ხელს არ უშლის ინვესტიციას. მაგალითად, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დროს უნიკალური არქეოლოგიური ობიექტების შეწავლის შემდეგ მოხდა მათი დემონტაჟი, ანუ დანგრევა“.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მითებსა და ლეგენდებს მივცეთ საშუალება 3 ათასი ოჯახი დატოვოს ულუკმაპუროდ და შეაფერხოს ქვეყნის განვითარება...ალექსანდრე მარგიშვილი
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მითებსა და ლეგენდებს მივცეთ საშუალება 3 ათასი ოჯახი დატოვოს ულუკმაპუროდ და შეაფერხოს ქვეყნის განვითარება“.
ქვეყნის განვითარებაში ალექსანდრე მარგიშვილმა ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG gold-ის შეუფერხებელი საქმიანობა იგულისხმა. შესაბამისად, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება ხელ-ფეხს უხსნის კომპანიას და განადგურების საფრთხის ქვეშ აყენებს საყდრისის მაღაროს.
„ინვესტორს, რომელიც გეგმავს ოქროს მოპოვების განახლებას, მიეცეს თანხმობა ამ საქმიანობაზე იმ პირობით, რომ საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ექსპერტებს ექნებათ შესაძლებლობა მონიტორინგი განახორციელონ ოქროს მოპოვების პროცესზე და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რაიმე არტეფაქტი, კანონის შესამისად მოხდეს ამ არტეფაქტების შესწავლა და, საჭიროების შემთხვევაში, არსებულ ან, უფრო მოსალოდნელია, ახალ სამუზეუმო სივრცეში გადატანა“, უთხრა ალექსანდრე მარგიშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა, მეცნიერთა თქმით, კულტურის სამინისტროს ასეთი მიდგომა გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოპოვებითი სამუშაობები შეუსწავლელ ადგილზე ჩატარდებოდა. არადა, არქეოლოგ გოდერძი ნარიმანაშვილის თქმით, უკვე ცნობილია, რომ საყდრისის მაღარო მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტია:
„რომ ვიცით, ამიტომ უნდა იქნეს შესწავლილი. არ შეიძლება მოპოვებითი სამუშაოების დაწყება, რადგანაც უკვე გამოჩენილია მნიშვნელოვანი არტეფაქტები. რას უშველის მონიტორინგი, თუ ააფეთქებენ, ან რაღას გაიტანენ? აფეთქებული და გატანილი ქანებიდან რაღა დასკვნა უნდა გააკეთონ? ეს არის ძეგლის წინასწარ გამიზნული დაზიანება და დანგრევა“.
ცალკე მსჯელობის საგანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დასკვნის საეჭვო მეცნიერული საფუძვლები. კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარინე მიზანდარის თქმით, 2014 წლის 13 იანვრის, ანუ მას შემდეგ, რაც RMG gold -ს საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე მადნის მოპოვება აეკრძალა, არსებითად არაფერი შეცვლილა:
როგორც კი აქტი გვექნება და ვნახავთ მის ზუსტ შინაარსს, აუცილებლად გავასაჩივრებთ მას. მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, რომ არ დაუშვან ნებართვით დაუყოვნებლივ სარგებლობა, ვინაიდან საზოგადოებას უნდა მიეცეს სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებების გასაჩივრების საშუალება...ნინო გუჯარაიძე