Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის კრიზისის გამო საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდას მოელიან


- 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტმა მსოფლიოს 19 ქვეყანაში 15 მილიონი ბოთლი შეადგინა. ეს მონაცემი 24.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით. საექსპორტო ბაზრის პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. აქედან, ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთი 71%-ით ლიდერობს. პირველი კვარტალის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 51 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 29%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

- 2014 წლის მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 155,4 ლარით განისაზღვრა.„საქსტატის" მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 7 ლარით არის გაზრდილი, 2014 წლის თებერვალთან შედარებით კი, თითქმის უცვლელია.

- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყირიმის კრიზისის გამო, საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი. ყირიმში შექმნილი ვითარების გამო, იქ დამსვენებელი ტურისტების ნაკადი შავი ზღვის სხვა კურორტებზე - მათ შორის, საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე გააკეთებენ არჩევანს. ყირიმში ყოველწლიურად 6 მილიონი ტურისტი ჩადის.
XS
SM
MD
LG