ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მცხოვრებლებმა არ იციან, მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებზე სოფლის ეკლესიაში და სასაფლაოზე მისვლის საშუალება მიეცემათ თუ არა. ეკლესია სოფლის განაპირას პატარა მთაზე დგას, იქვეა სოფლის სასაფლაოც, მაგრამ ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მესაზღვრეების მიერ არის ოკუპირებული. ერთი წლის წინ ამ ტერიტორიაზე დააკავეს დვანის მცხოვრები ვასილ კობახიძე, რომელსაც ცხინვალში ეგრეთ წოდებული საზღვრის განმეორებითი დარღვევის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დვანელები დიდი ხანია სოფლის ეკლესიაში და სასაფლაოზე ვეღარ გადიან. გალაქტიონ მამაგულაშვილს იქ მეუღლე ჰყავს დასაფლავებული.
დვანელებმა მოილაპარაკეს, რომ კვირას, აღდგომის დღესასწაულზე, ჯერ სოფლის ცენტრში შეიკრიბონ და შემდეგ ყველა ერთად წავიდეს ეკლესიისკენ. მათი აზრით, ასე უფრო უსაფრთხო იქნება ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნა.
მსგავსი ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვშიც, სადაც სოფლის ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ ეკლესიასთან მისვლას ცდილობდა ტელეკომპანია „TV 3“-ის გადამღები ჯგუფი, როცა ისინი დააკავეს. აძველები ამბობენ, რომ აქამდე რელიგიურ დღესასწაულებზე იქ უპრობლემოდ გადიოდნენ და მეზობელი ოსური სოფლებიდან მოსულ ნაცნობებსაც ხვდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართული ეკლესიის გვერდით ოსური სოფლის, აძვისთავის, სასაფლაოა.
დვანელები და აძველები ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვენ, რომ ოსურ მხარესთან მოლაპარაკება გამართონ და მათთვის უსაფრთხოების გარანტიები შექმნან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სააღდგომოდ ეკლესიებისკენ მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების თაობაზე ოსურ და რუსულ მხარეებთან მოლაპარაკებებში პოზიტიური მოლოდინი არსებობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. რატიანის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში პოლიციური დანაყოფები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი, რათა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
მავთულხლართების გავლების პროცესი დასრულებულია - ეს სიტყვები ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინისგან ოთხშაბათს, მათი მე-6 შეხვედრის ფარგლებში, მოისმინა და იქვე ისიც შეიტყო, რომ სოფელ აძვის მოსახლეობას სალოცავისა და სასაფლაოს მონახულება აღარ გაუჭირდება. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი ბოლო დღეების განმავლობაში გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.
ეს საკითხი წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. 2008 წლის ომის შედეგად ლიახვისა და ფრონეს ხეობებიდან დევნილებიც ითხოვენ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოჯახის წევრების საფლავებზე და ტაძრებში გასვლის საშუალება მიეცეთ. ამ საკითხზე ყოველწლიურად მოლაპარაკებებიც იმართება ხოლმე, მაგრამ რუსული და ოსური მხარეები დევნილების უსაფრთხო გადაადგილებას საკუთარ თავზე არ იღებენ. ამიტომ 6 წელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი საფლავები და ეკლესიები უპატრონოდაა მიტოვებული.