ბერლინსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობს იწვევს მიმდინარე თვეში გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანიის პოლიცია თითქმის რვა თვე აგრძელებდა ბელორუსი სამართალდამცველების წვრთნის პროგრამას მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მინსკს სანქციები დაუწესა 2011 წლის იანვარში.
ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის პრესმდივანი არ მალავს, რომ გერმანიის პოლიციის მოქმედების შესახებ ცნობამ დიდი გაოცება გამოიწვია ბრიუსელში. „ეს ძალიან მოულოდნელი ცნობაა. ის უნდა ახსნან, უნდა განმარტონ. უნდა დავადგინოთ ფაქტები და პასუხისმგებელმა პირებმა უნდა გამოაცხადონ, სინამდვილეში რა მოხდა“, – განაცხადა ამ კვირაში ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის პრესმდივანმა მარჩინ გრაევსკიმ.
განსაკუთრებით აკრიტიკებენ წვრთნის პროგრამის იმ ნაწილს, რომელიც მოიცავდა ბელორუსი პოლიციელებისთვის საპროტესტო გამოსვლების, არეულობების გაკონტროლების მეთოდების გაცნობას. წვრთნა გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც 2010 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოცხადების შემდეგ, ბელორუსიის პოლიცია სასტიკად გაუსწორდა საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს...
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ფილიპ შპაუშუსმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ბელორუსი სამართალდამცველების წვრთნის პროგრამა თვით ევროკავშირის მიერ იქნა დამტკიცებული ამ ხუთი წლის წინ, როცა ბრიუსელსა და მინსკს შორის ურთიერთობა გაუმჯობესების გზას ადგა.
„იმის გამო, რომ ევროკავშირის ე.წ. გარე საზღვრებმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, წამოიჭრა ბელორუსიასთან თანამშრომლობის საკითხიც. ეს იყო ევროკავშირის უსაფრთხოების უწყებების ერთობლივი გადაწყვეტილება, მაგრამ მან ამ შემთხვევაში მხარდაჭერა მიიღო გერმანიის მთავრობისაგან, რომელმაც გერმანიის პოლიციას და გერმანიის სისხლის სამართლის სამმართველოს დაავალა მოსამზადებელი წვრთნების ჩატარება გერმანიაში, ისევე როგორც ბელორუსიაში“, – ამბობს შპაუშუსი. მისი თქმით, წვრთნაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სხვა წევრებიც. მაგრამ შპაუშუსი ვერ იხსენებს, რომელი ქვეყნები თანამშრომლობდნენ ბელორუსიასთან, ან რომელ სფეროებზე ვრცელდებოდა ეს თანამშრომლობა. ნათელი არ არის არც ის, თუ ვინ, ევროკავშირის რომელმა უწყებამ, ან რომელმა ოფიციალურმა პირმა დაამტკიცა წვრთნის პროგრამა. ევროკომისია ჯერ-ჯერობით აცხადებს, რომ შეისწავლის საკითხს, საბოლოო პასუხის გაცემამდე.
პროგრამის გარშემო სკანდალი მიმდინარე თვეში აგორდა, როცა გერმანიაში შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისას ფედერალური პოლიციის უფროსმა მათიას ზეეგარმა უარყო ბრალდება მინსკთან გერმანიის პოლიციის საეჭვო კონტაქტების შესახებ. ზეეგარმა განაცხადა, რომ გერმანიის პოლიციამ ორი წლის წინ მოუღო ბოლო მინსკთან ურთიერთობას და რომ თანამშრომლობა გრძელდებოდა მხოლოდ ბელორუსიის სასაზღვრო პატრულთან. ამის შემდეგ ზეგარი თანამდებობიდან მოხსნეს, რისი კონკრეტული მიზეზიც ნათელი არ არის.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული კვირის მიწურულს გამოაქვეყნა განცხადება, რომ მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ თანამშრომლობა მოიცავდა მხოლოდ ბოლომდე მიყვანას ზომებისა, რომლებსაც ითვალისწინებდა ადრე გაფორმებული შეთანხმებები. გერმანიის პოლიციის განმარტებით, პროგრამის მიზანი იყო, ხელი შეეწყოთ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობის გაცნობიერებისათვის.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ფილიპ შპაუშუსი ამბობს: „მართალია, რომ კომპიუტერული ტექნიკა და კამერები აღჭურვილობით დახმარების სახით მიაწოდეს გარკვეულ ძალებს ბელორუსიაში. ეს ხდებოდა 2008-დან 2010 წლამდე პერიოდში. ეს იყო ნეტბუკები, ვიდეოპროექტორები, კომპიუტერები, პრინტერები და ფაქსის აპარატები. მაგრამ, რაც შეეხება ბრალდებას, რომელიც დღეს ასევე იდგა დღის წესრიგში - აწვდიდნენ თუ არა მინსკს ხელკეტებსა და მსგავს აღჭურვილობასაც... ჩვენ შევამოწმეთ ეს ბრალდება, მაგრამ ვერ ვიპოვეთ ვერანაირი მინიშნება, რომ გერმანიის მთავრობას ხელკეტები, ან მსგავსი აღჭურვილობა აქვს გაგზავნილი ბელორუსიისათვის.“
ეს საკითხი დიდ ინტერესს იწვევს გერმანიის მედიაში. ბევრი საინფორმაციო საშუალება ცდილობს, დაადგინოს ბელორუს სამართალდამცველებთან გერმანიის პოლიციის თანამშრომლობის დეტალები. ასე რომ, ამ საქმეზე უთუოდ გავრცელდება ახალ-ახალი ცნობები.

იმის გამო, რომ ევროკავშირის ე.წ. გარე საზღვრებმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, წამოიჭრა ბელორუსიასთან თანამშრომლობის საკითხიც. ეს იყო ევროკავშირის უსაფრთხოების უწყებების ერთობლივი გადაწყვეტილება, მაგრამ მან ამ შემთხვევაში მხარდაჭერა მიიღო გერმანიის მთავრობისაგან...ფილიპ შპაუშუსი
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ფილიპ შპაუშუსმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ბელორუსი სამართალდამცველების წვრთნის პროგრამა თვით ევროკავშირის მიერ იქნა დამტკიცებული ამ ხუთი წლის წინ, როცა ბრიუსელსა და მინსკს შორის ურთიერთობა გაუმჯობესების გზას ადგა.
„იმის გამო, რომ ევროკავშირის ე.წ. გარე საზღვრებმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, წამოიჭრა ბელორუსიასთან თანამშრომლობის საკითხიც. ეს იყო ევროკავშირის უსაფრთხოების უწყებების ერთობლივი გადაწყვეტილება, მაგრამ მან ამ შემთხვევაში მხარდაჭერა მიიღო გერმანიის მთავრობისაგან, რომელმაც გერმანიის პოლიციას და გერმანიის სისხლის სამართლის სამმართველოს დაავალა მოსამზადებელი წვრთნების ჩატარება გერმანიაში, ისევე როგორც ბელორუსიაში“, – ამბობს შპაუშუსი. მისი თქმით, წვრთნაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სხვა წევრებიც. მაგრამ შპაუშუსი ვერ იხსენებს, რომელი ქვეყნები თანამშრომლობდნენ ბელორუსიასთან, ან რომელ სფეროებზე ვრცელდებოდა ეს თანამშრომლობა. ნათელი არ არის არც ის, თუ ვინ, ევროკავშირის რომელმა უწყებამ, ან რომელმა ოფიციალურმა პირმა დაამტკიცა წვრთნის პროგრამა. ევროკომისია ჯერ-ჯერობით აცხადებს, რომ შეისწავლის საკითხს, საბოლოო პასუხის გაცემამდე.
პროგრამის გარშემო სკანდალი მიმდინარე თვეში აგორდა, როცა გერმანიაში შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისას ფედერალური პოლიციის უფროსმა მათიას ზეეგარმა უარყო ბრალდება მინსკთან გერმანიის პოლიციის საეჭვო კონტაქტების შესახებ. ზეეგარმა განაცხადა, რომ გერმანიის პოლიციამ ორი წლის წინ მოუღო ბოლო მინსკთან ურთიერთობას და რომ თანამშრომლობა გრძელდებოდა მხოლოდ ბელორუსიის სასაზღვრო პატრულთან. ამის შემდეგ ზეგარი თანამდებობიდან მოხსნეს, რისი კონკრეტული მიზეზიც ნათელი არ არის.
რაც შეეხება ბრალდებას, რომელიც დღეს ასევე იდგა დღის წესრიგში - აწვდიდნენ თუ არა მინსკს ხელკეტებსა და მსგავს აღჭურვილობასაც... ჩვენ შევამოწმეთ ეს ბრალდება, მაგრამ ვერ ვიპოვეთ ვერანაირი მინიშნება, რომ გერმანიის მთავრობას ხელკეტები, ან მსგავსი აღჭურვილობა აქვს გაგზავნილი ბელორუსიისათვის...ფილიპ შპაუშუსი