ბელორუსიის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიასნიკოვიჩმა ორშაბათს „აგრესიის გამოვლინება“ და რუსეთთან კავშირის მქონე კომპანიებზე დარტყმა უწოდა აშშ-ის მიერ ბელორუსიის სახელმწიფო კომპანიებისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს.
ეს სანქციები აშშ-მა ხუთშაბათს დაუწესა ოთხ ფირმას, რომლებსაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაკავშირებული კომპანიები ფლობენ ან აკონტროლებენ. სანქციები პასუხია მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე.
„ჩემი აზრით, ეს ბელორუსი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის აქტია - ბელორუსიის ეკონომიკისთვის მიყენებული დარტყმა, განსაკუთრებით იმ სექტორებისთვის, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის გზით აქვს კავშირები დამყარებული“, - განაცხადა მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ბელორუსიის პრემიერ-მინისტრმა ორშაბათს.
აშშ-ის სანქციები მიზნად ისახავს დასაჯოს ლუკაშენკო, რომელიც ხელისუფლებას 1994 წლის შემდეგ ინარჩუნებს აშშ-ის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული არჩევნებით. ლუკაშენკოს სადამსჯელო სანქციებს ოპონენტებსა და დისიდენტებზე განხორციელებული რეპრესიების გამო უწესებენ.
ახალი სანქციები დაემატა უკვე მოქმედ ზომებს, რომელიც ბელორუსიის მიმართ 2010 წლის დეკემბერში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შემოიღეს და ლუკაშენკოსა და სხვა ოფიციალური პირებისთვის მოგზაურობის აკრძალვას და სხვა შეზღუდვებს ითვალისწინებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვიქტორია ნულანდის მიერ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, სანქციები „პასუხია პოლიტიკური პატიმრების ციხეებში ჩასმაზე, პოლიტიკური აქტივისტების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლების შევიწროებაზე, რაც დღესაც გრძელდება.“
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ახალი სანქციები ეხება ბელშინის საბურავების ქარხანას, გროდნოს აზოტის საწარმოს, გროდნოს კრიმვოლოკნოს ქსოვილების საწარმოს და ნაფტანის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას.
ამ ოთხ ფირმას ფლობს ან აკონტროლებს ბელნეფტეხიმის კონცერნი, რომლის წინააღმდეგაც უკვე მოქმედებს სანქციები იმის გამო, რომ ეს კონცერნი ლუკაშენკოს დაქვემდებარებაშია.
აშშ-ის სანქციების შესახებ კრიტიკული განცხადებები ბელორუსიის პრემიერ-მინისტრმა თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ბევრი მოსახლე ბელორუსიას ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ ერთგვარ ბუფერად აღიქვამს. პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთი, ლუკაშენკოსთან ხშირად ურთიერთობის დაძაბვის მიუხედავად, ბელორუსიას სესხებით და ენერგიის დაბალ ფასად მიწოდებით ეხმარებოდა საბჭოთა სტილის, სახელმწიფოზე დაქვემდებარებული ეკონომიკის შენარჩუნებაში.