ჰერმან კეინი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოეთიშა აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლას, მაგრამ ამერიკელებს (და არა მარტო მათ) თავი დაამახსოვრა ერთი გამონათქვამით. ეს გამონათქვამი უზბეკეთს ეხება. „უ-ბეკი-ბეკი-ბეკი-ბეკი-სტან-სტან“ - ასე წარმოთქვა ჰერმან კეინმა უზბეკეთის სახელწოდება ინგლისურად, „უზბეკისტან“.
ჩანაწერი გაკეთებულია შარშან, ოქტომბერში, როცა ჰერმან კეინს - მაშინ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელ კანდიდატად დასახელებისათვის მებრძოლს - ჰკითხეს, მზად არის თუ არა, უპასუხოს ჟურნალისტების შეკითხვებს, რომლებითაც შეეცდებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტობის მსურველი ამხილონ რაღაცეების არცოდნაში... დავუშვათ, იცის თუ არა ჰერმან კეინმა, ვინ არის უზბეკეთის პრეზიდენტი?
კეინის პასუხი: „მზად ვარ ჩამჭრელი შეკითხვებისათვის, და უკვე იწყება მათი დასმა. თუ შემეკითხები „ვინ არის უ-ბეკი-ბეკი-ბეკი-ბეკი-სტან-სტანის პრეზიდენტი", გიპასუხებ: „არ ვიცი. თქვენ იცით?“ მერე კი ვიტყვი - „როგორ შექმნის ეს თუნდაც ერთ ახალ სამუშაო ადგილს?“
ამ პასუხმა, როგორც ჩანს, ბევრი გაამხიარულა, რადგან ჩანაწერი ვირუსივით არის მოდებული ინტერნეტს. თუმცა, ჰერმან კეინის წინასაარჩევნო ბრძოლიდან გამოთიშვის მიზეზი ეს პასუხი არ გამხდარა. კამპანიას ბოლო მოუღო რამდენიმე ქალთან კეინის (ცოლშვილიანი კაცის) ზედმეტად ახლო ურთიერთობაზე ცნობების გავრცელებამ.
მას შემდეგ რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ ბრძოლას იუმორისტული მუხტი მოაკლდა. თანდათან იკლებს დაძაბულობაც: ეჭვს თითქმის აღარ იწვევს შიდაპარტიულ არჩევნებში მიტ რომნის გამარჯვება. მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა - სულ ახლახან გაირკვა, რომ ჰერმან კეინმა არც ახლა იცის, ვინ არის უზბეკეთის პრეზიდენტი.
ეს ამბავი გასკდა, როცა ჰერმან კეინი მიწვეული იყო ცნობილ პოლიტიკურ სატირულ ტელეპროგრამაში „ყოველდღიური შოუ ჯონ სტიუარტთან ერთად“ და პასუხობდა სატირიკოს ჯონ ოლივერის შეკითხვებს. კეინის თქმით, „შეუძლებელია, იცნობდე დედამიწის ყველა, თითქმის 200 ქვეყნის სახელმწიფოს ხელმძღვანელებს... რასაკვირველია შესაძლებელია, დაიმახსოვრო მათი სახელები, მაგრამ უზარმაზარი დრო დაგჭირდებოდა იმის გასახსენებლად, ვინ არის იუბეკისტანის ლიდერი“.
„იუბეკისტანად“ ჰერმან კეინმა, როგორც მსმენელი და მკითხველი ხვდება, უზბეკეთი მოიხსენია. ამის შემდეგ მას ტელეშოუში სთხოვეს, ახლა მაინც გვითხარით, ვინ არის უზბეკეთის პრეზიდენტიო! ჰერმან კეინმა არ იცოდა...
შემდეგი შეკითხვა: მაშინ (შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობისას) არ იცოდით, ვინ არის უზბეკეთის პრეზიდენტი და არც მას შემდეგ გაგიგიათო? პასუხი: „წავედი და მოვძებნე და ერთხანს ვიცოდი მისი სახელი (ისმის მაყურებლის სიცილი). მაგრამ იმის გამო, რომ ყოველ დღე არ ვიყენებ, ისევ დამავიწყდა..." - აღიარა ჰერმან კეინმა.
გულწრფელობას მას ნამდვილად ვერ წაართმევ.

შეუძლებელია, იცნობდე დედამიწის ყველა, თითქმის 200 ქვეყნის სახელმწიფოს ხელმძღვანელებს... რასაკვირველია შესაძლებელია, დაიმახსოვრო მათი სახელები, მაგრამ უზარმაზარი დრო დაგჭირდებოდა იმის გასახსენებლად, ვინ არის იუბეკისტანის ლიდერი...ჰერმან კეინი