გორში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების ახალგაზრდები შეიკრიბნენ და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მათ აწუხებთ. კონფლიქტის ზონის სოფლებში უსაფრთხოება და უმუშევრობა მთავარ პრობლემებად დასახელდა.
ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზატორი იყო იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“. შეხვედრას, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ახალგაზრდები თვითონ ჰყვებოდნენ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ მათ სოფლებში მწვავედ დადგა. უსაფრთხოება, არასრულფასოვანი განათლება, უმუშევრობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გაპარტახებული სოფლის მეურნეობა, მიგრაცია, სოციალური, კულტურული და ინფორმაციული ცენტრების არარსებობა – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებას ახალგაზრდები ხელისუფლებას და არასამთავრობო სექტორს სთხოვენ.
სოფელ დიცის მცხოვრები თამარ მძინარაშვილი აცხადებს, რომ სოფლის ახალგაზრდებში სულ უფრო იზრდება პესიმისტური განწყობა. ადგილზე რთულია რაიმეს გაკეთება. ამიტომ დიცი ახალგაზრდებისგან იცლება.
ანალოგიური პრობლემებია ნიქოზშიც, თუმცა იქ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა გაერთიანება მოახერხა და სხვადასხვა ფონდში პროექტების შეტანით მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. ნიქოზელმა ახალგაზრდებმა მოახერხეს და შექმნეს სამკითხველო ცენტრი, ახლა ისინი მინიკინოთეატრის ამოქმედებაზე ფიქრობენ. ნიქოზის მცხოვრების ნინო მინდიაშვილის განცხადებით, ინიციატივა თვითონ ახალგაზრდებმაც უნდა გამოიჩინონ და მარტო მთავრობას არ უნდა უყურონ ხელებში.
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი ფიქრობს, რომ ახალგაზრდული ფორუმების მოწყობა, სადაც ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც არიან, ერთ-ერთი გზაა პრობლემების დაყენების, თემების განხილვის და შესაბამისი ანალიზისა და რეკომენდაციებისთვის. ხარაშვილი მიიჩნევს, რომ არაინფორმირებულობა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა პრობლემების გადასაწყვეტად.
ახალგაზრდულ ფორუმს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეების სამინისტროს წარმომადგენელი დავით მეტრეველიც დაესწრო და ახალგაზრდებს ის პროგრამები გააცნო, რომელთაც სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ.
კონფლიქტის ზონის ახალგაზრდებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვეს, მათ პრობლემებს მეტი ყურადღება დაუთმონ. გარდა ამისა, მათი აზრით, აუცილებელია ჩატარდეს საინფორმაციო შეხვედრები, სადაც გაიგებენ მათთვის საინტერესო რა პროგრამები და პროექტები ხორციელდება. გადაწყდა, სამი თვის შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს.