საქართველოს მთავრობამ, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფო კომპანიების სააქციო პაკეტების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსება გადაწყვიტა. ოფიციალურ თბილისს არც წინა წლებში დაუკლია მცდელობა უცხოური კაპიტალის შემოსატანად, თუმცა, 2010 წლის მონაცემების მიხედვით, ინვესტიციები კლებას განიცდიდა. ახლახან კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სულ სხვაგვარი ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის მონაცემების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2009 წლის მაჩვენებელზე ნაკლები იყო, ახლახან გავრცელებული დაზუსტებული ინფორმაციით კი სტატისტიკის სამსახური ამტკიცებს, რომ 2010 წელს უცხოური ინვესტიციები გაიზარდა. დაზუსტებული მონაცემების თანახმად, გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 814 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 24 პროცენტით აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს და 47 პროცენტით 2010 წლის წინასწარ მონაცემებს. ამ სხვაობას საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე მეთოდოლოგიის შეცვლით ამართლებს.
"ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია. პირველი მიზეზი არის ის, რომ კვარტლების განმავლობაში, როცა კომპანიები გვაწვდიან ინორმაციას, ძალიან ბევრი მონაცემი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. მეორე მიზეზი არის ის, რომ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ახალი კომპანიის დაფუძნება ხდება, ძალიან ბევრი უცხოელი ინვესტორი შემოდის, რომელიც შეიძლება კვარტალურ კვლევაში ვერ მოხვდეს. წლიური კვლევა უფრო მეტ კომპანიას მოიცავს, ეს ჩვეულებრივ ადაპტირებული პრაქტიკა არის."
სტატისტიკის სამსახურის მონაცემების სიზუსტის მიმართ ეკონომიკის ექსპერტებს არაერთხელ გამოუთქვამთ ეჭვი, თუმცა „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტს გია ჯანდიერს ინვესტიციების მოცულობის ზრდის შესაძლებლობა დამაჯერებლად მიაჩნია:
”საკმაოდ კარგი ბიზნესპირობები არსებობდა, ყოველ შემთხვევაში 2010 წელს. ამიტომ მგონია, რომ უცხოურ ინვესტიციებს უნდა მოემატა. მეორეა რამდენად ზუსტია სტატისტიკის ინფორმაცია. ცხადია, რომ ძალიან ბევრი რამე არის გასაკეთებელი სტატისტიკის სამსახურში. მე ვვარაუდობ, რომ უცხოური ინვესტიციები შეიძლება უფრო მეტიც ყოფილიყო 2010 წელს ვიდრე დაფიქსირდა.”
გია ჯანდიერის განცხადებით, მიუხედავად სხვადასხვა რისკფაქტორებისა, საქართველო ბოლო დრომდე ინარჩუნებდა საინვესტიციო მიმზიდველობას. მისი აზრით, ამის მიზეზი დაბალი გადასახადები, რეგულაციების ნაკლებობა და სხვა ფაქტორებია. საქართველოში შექმნილი ბიზნესგარემო თუ რომელი ქვეყნების ინვესტორებს და რა სფეროთი იზიდავდა ყველაზე მეტად, საქსტატის მონაცემებით, ამის შესახებ საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე საუბრობს:
”2010 წელს ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალი შემდეგია: აშშ, შემდეგ არის თურქეთი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და აზერბაიჯანი, ეს არის ხუთი ძირითადი ქვეყანა საიდანაც ჩვენთან შემოდის ყველაზე მეტი ინვესტიცია.”
საქართველოს მთავრობა, ამ ქვეყნებისა და სექტორების ჩამონათვალის გაფართოების მიზნით, ანუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს. მათ შორისაა ახლახან პრემიერ- მინისტრ ნიკა გილაურის ინიციატივა სახელმწიფო საწარმოების აქციათა მინორიტარული პაკეტის საერთაშორისო ბირჟებზე განთავსების შესახებ:
”ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს დიდი რაოდენობის ახალი კაპიტალი მოვიზიდოთ ქვეყანაში და ასევე ეს გარკვეულწილად სტიმულს მისცემს კერძო კომპანიებს იგივე გააკეთონ და ლონდონის, ნიუ-იორკისა და ვარშავის ბირჟებიდან თანხები შემოიტანონ საქართველოში და ამან დამატებით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.”
პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
ერთნი სახელმწიფო კომპანიების აქციათა 20-25 პროცენტის საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებაში პოლიტიკურ რისკებს ხედავენ, მეორენი კი ეკონომიკურ გათვლებს იწუნებენ. მაგრამ ეკონომისტების დიდ ნაწილში კონსენსუსია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მეტი უცხოური ინვესტიცია სჭირდება. თუ რატომ, ამას „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი განმარტავს:
”საქართველოსთვის ინვესტიციები გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რომ მან ეკონომიკის ზრდა გააგრძელოს, შექმნას სამუშაო ადგილები, გააფართოოს წარმოება და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ საქართველო ღარიბი ქვეანაა და საკუთარი რესურსები მწირი აქვს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ უცხოური ინვესტიციები შემოდიოდეს.”
გია ჯანდიერის აზრით, საქართველომ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ლიბერალური ბიზნესგარემოს მეშვეობით შეძლო, ბიზნესგარემოსი, რომელიც ბოლო წლის მანძილზე ნაწილობრივ შეიცვალა ახალი რეგულაციების დაწესების გამო. ამ ცვლილებების შედეგები სტატისტიკურ მონაცემებში 1 წლის შემდეგ გამოჩნდება, ხოლო საერთაშორისო ინდექსებში მხოლოდ ორი წლის შემდეგ აისახება.