დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სასამართლო გამოძიება სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ. „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს, ბრალად ედება პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზება. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიწაძეს ბრალი 30 მაისს წაუყენა. პროცესი მის დაუსწრებლად მიმდინარეობს. ბიწაძე მიმალვაშია. მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანას დღესვე - სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფის, ბიწაძის ადვოკატების შემაჯამებელი გამოსვლის შემდეგ - ელოდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 საათზე დანიშნული სასამართლო მოსმენა N6 სხდომათა დარბაზში იყო დანიშნული. მასზე დასასწრებად, წინა სხდომებისგან განსხვავებთ, ბადრი ბიწაძის მეუღლე, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც მოვიდა. ბიწაძის ადვოკატთა შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის, ისევე როგორც მოსალოდნელი განაჩენის მოსასმენად „სახალხო კრების“ ლიდერები ნონა გაფრინდაშვილი და ირაკლი ბათიაშვილიც მოვიდნენ. ბიწაძის მხარემ დარბაზის შეცვლა მოითხოვა. N6 სხდომათა დარბაზი ვერ დაიტევდა პროცესზე დასასწრებად მისულ დაახლოებით 25-მდე ადამიანს. ნახევარი საათის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა სხდომა შედარებით დიდ, N2 დარბაზში გადაეტანა.
2 საათის განმავლობაში ბიწაძის ადვოკატები სოსო ბარათაშვილი და ლევან სამუშია მოწმეთა ჩვენებებს იშველიებდნენ და ის ციტატები მოჰყავდათ, რომლებიც, მათი აზრით, ბადრი ბიწაძის უდანაშაულობას სრულად ამტკიცებს. ბიწაძის ადვოკატთა მტკიცებით, მთავარი მოწმის, გია უჩავას ჩვენება ზეწოლით არის მიღებული და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით არის სავსე. სოსო ბარათაშვილმა სიტყვის ბოლოს ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მასალებს დაუსაბუთებელი და ნაჩქარევად შედგენილი უწოდა და მოსამართლე დალი მეტრეველს მოუწოდა ბადრი ბიწაძის მიმართ, საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. ბადრი ბიწაძის მეორე ადვოკატმა, ლევან სამუშიამ კი სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადა:
”სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამორიცხულია ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.”
თუმცა სხვაგვარად ფიქრობს ბრალდების მხარე. პროკურორმა პროკოფი ჭანკვეტაძემ ბიწაძის ადვოკატთა მიერ მოყვანილ მოწმეების ციტატებს კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ცუდად ინტერპრეტირებული უწოდა. პროკურორ ჭანკვეტაძის განცხადებით, ბრალდება არ ადანაშაულებს „სახალხო კრებას“ და არც მის მიერ ჩამოყალიბებულ „შეფიცულთა რაზმს“, საქმე ეხება კონკრეტულად ბადრი ბიწაძის საქმიანობას.
სასამართლო სხდომის დროს ნინო ბურჯანაძე პერიოდულად თავს ვერ იკავებდა და პროკურორის მიმართ რეპლიკებს ისროდა. სხდომის შემდეგ ბურჯანაძემ სასამართლო პროცესს ფარსი უწოდა:
”ეს არის იმ პროცესის ერთი ჯაჭვი, რომელიც არის ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული, ვინც ბედავს ამ უსამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს. მე ვარ აღშფოთებული. რამდენიმე წუთის წინ გამოუტანეს განაჩენი იმ ადამიანს, რომელიც მართავდა საჭეს იმ მანქანისა, რომელშიც მე ვიჯექი. მას მიუსაჯეს 12 წელი მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მანქანის ადამიანთან შეჯახებას არ ადასტურებს.”
ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ მძღოლს, შაქრო ზურაშვილს, გულისხმობდა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ბურჯანაძის კორტეჟის გადაადგილების დროს ერთ-ერთი სამართალდამცველის გატანა ედება ბრალად. რაც შეეხება ბადრი ბიწაძეს, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი მეუღლე უსაფრთხო ადგილას იმყოფება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბიწაძის დაცვა მის გასაჩივრებას აპირებს.
ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 30 მაისს დაიწყო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბადრი ბიწაძის განაჩენი ორი დღის შემდეგ, 19 აგვისტოს გახდება ცნობილი.