სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა მალე გახდება ცნობილი, აგვისტოს ბოლოდან კი კანდიდატების რეგისტრაციაც დაიწყება. დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, 40-მდე ადამიანმა უკვე გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მთავარი ბრძოლა კოკოითის მემკვიდრესა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს შორის გაიმართება. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მემკვიდრეს დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი წარმოადგენს. იგი კოკოითის ძმის ცოლისძმაა.
ცხინვალში გავრცელებული ინფორმაციით, ხუგაევს კრემლი მწვანე შუქს ჯერ არ უნთებს, ამიტომ მემკვიდრე ბოლო მომენტში შეიძლება შეიცვალოს კიდეც - სარეზერვო კანდიდატად დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ამჟამინდელი მინისტრი ანატოლი ბიბილოვი განიხილება. იგი კოკოითის მეგობარია.
რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ოფიციალურად არც მას დაუსახელებია, მაგრამ ცნობილია, რომ სახალხო ფრონტის ლიდერს, რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლათ თედეევს
(მეტსახელად დიკის) დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა უნდა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუცია მას ამის უფლებას არ აძლევს, რადგან თედეევს ზედიზედ 10 წელი ცხინვალში არ უცხოვრია და არც დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობა აქვს.
თედეევმა ჩვენს რადიოს ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ 10 წლის წინ, როცა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, კოკოითიც რუსეთის მოქალაქე იყო. აქედან გამომდინარე, თედეევი კოკოითის კონსტიტუციის დამრღვევს და არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს. თედეევი კოკოითის ვერც იმას აპატიებს, რომ ომის დღეებში დე ფაქტო პრეზიდენტი საკუთარ გარემოცვასთან ერთად ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გაიქცა.
„2001 წელს კოკოევსაც არ ჰქონდა რესპუბლიკაში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი და სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი. ის რუსეთის პასპორტით დარეგისტრირდა. მეორე ვადაზეც ის მხოლოდ 5 წელი ცხოვრობდა აქ და არა 10. გამოდის, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია. აღიარების და რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების შემდეგ დღეს ჩვენ სხვაგვარად არ უნდა განვმარტოთ კანონი, იმიტომ რომ ჩვენი პრეზიდენტი უკანონო და არალეგიტიმური გამოდის და ის შეთანხმებები და ხელშეკრულებებიც, რომლებიც მედვედევმა და კოკოითიმ დადეს, არალეგიტიმურია. ვისაც აწყობს, რომ ოპონენტები პოლიტიკური ბრძოლის ველიდან გაიყვანოს, კანონს საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტავენ“, - ამბობს ჯამბოლათ თედეევი.
10 წლის წინ ჯამბოლათ თედეევი კოკოითის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ცხინვალში ყველამ იცის, რომ კოკოითი სწორედ თედეევის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში. 2001 წელს დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იმ დროისთვის უმანქანო კოკოითის თედეევმა ჯიპის მარკის მანქანა აჩუქა. მათ შორის დიდი მეგობრობა იყო, მაგრამ მოგვიანებით ურთიერთობა დაეძაბათ, რადგან კოკოითიმ თედეევის ნათესავები და მეგობრები ხელისუფლებიდან გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ თედეევი კოკოითის არაერთხელ ფიზიკურადაც კი გაუსწორდა. ამიტომ დღეს ცხინვალში ყველამ იცის, რომ კოკოითი და თედეევი არა მარტო პოლიტიკური ოპონენტები არიან, არამედ მათ პირადი მტრობაც აქვთ.
წინასაარჩევნო პერიოდში დე ფაქტო რესპუბლიკაში დაძაბულობა სულ უფრო მატულობს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ, საბოლოო ჯამში, კოკოითის მემკვიდრე გაიმარჯვებს, რადგან ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში შეიარაღებული დაპირისპირება გარდაუვალი იქნება, ეს კი კრემლის ინტერესებში არ შედის. ზაქარეიშვილის აზრით, ახალი პრეზიდენტი ყველა შემთხვევაში კრემლის კაცი იქნება და მედვედევ-პუტინი ფსონს იმ კანდიდატზე დადებენ, ვინც უკეთესად შეძლებს ადგილზე ვითარების კონტროლს.
„მე მგონია, რომ, საბოლოოდ, კოკოითის გუნდი გაიმარჯვებს. თვითონ არ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ მას უნდა, რომ მისი კანდიდატი დარჩეს. ყველაზე მეტი შანსი გენერალურ პროკურორს აქვს. პუტინისთვის მნიშვნელოვანია ვინაა ახლა რეალური ძალა ცხინვალში. არეულობა არ აწყობს ახლა რუსეთს ცხინვალში. თედეევს იქ ხალხი არ ჰყავს, მისი ხალხი ვლადიკავკაზში და მოსკოვშია. თედეევის არჩევით იქ დაძაბულობა შეიქმნება. ოსები, აფხაზებისგან განსხვავებით საკუთარ ამბიციებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ვინც უნდა გაიმარჯვოს ცხინვალში, ყველა პრორუსული იქნება. ვინც უნდა გაიმარჯვოს ცხინვალში, ყველა, საბოლოო ჯამში, პუტინის კაცი იქნება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცხინვალში კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა, ექსპერტები კი უკვე მეორე ტურის ჩატარებას ვარაუდობენ, რადგან პატარა არაღიარებულ რესპუბლიკაში 40 კანდიდატიდან ხმათა საჭირო რაოდენობის მოგროვებას პირველ ტურში ვერავინ შეძლებს.

2001 წელს კოკოევსაც არ ჰქონდა რესპუბლიკაში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი და სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი. ის რუსეთის პასპორტით დარეგისტრირდა...
ცხინვალში გავრცელებული ინფორმაციით, ხუგაევს კრემლი მწვანე შუქს ჯერ არ უნთებს, ამიტომ მემკვიდრე ბოლო მომენტში შეიძლება შეიცვალოს კიდეც - სარეზერვო კანდიდატად დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ამჟამინდელი მინისტრი ანატოლი ბიბილოვი განიხილება. იგი კოკოითის მეგობარია.
რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ოფიციალურად არც მას დაუსახელებია, მაგრამ ცნობილია, რომ სახალხო ფრონტის ლიდერს, რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლათ თედეევს
(მეტსახელად დიკის) დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა უნდა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუცია მას ამის უფლებას არ აძლევს, რადგან თედეევს ზედიზედ 10 წელი ცხინვალში არ უცხოვრია და არც დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობა აქვს.
თედეევმა ჩვენს რადიოს ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ 10 წლის წინ, როცა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, კოკოითიც რუსეთის მოქალაქე იყო. აქედან გამომდინარე, თედეევი კოკოითის კონსტიტუციის დამრღვევს და არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს. თედეევი კოკოითის ვერც იმას აპატიებს, რომ ომის დღეებში დე ფაქტო პრეზიდენტი საკუთარ გარემოცვასთან ერთად ცხინვალიდან ვლადიკავკაზში გაიქცა.
ვინც უნდა გაიმარჯვოს ცხინვალში, ყველა პრორუსული იქნება; ვინც უნდა გაიმარჯვოს ცხინვალში, ყველა, საბოლოო ჯამში, პუტინის კაცი იქნება...