სკანდალი, რომელმაც რუპერტ მერდოკის გაზეთ “The News of the World”-ის დახურვა გამოიწვია, მედიამაგნატის იმპერიის სხვა გაზეთებსაც შეეხო. გამოაშკარავდა ფაქტები, რომ გაზეთებს „სანსა“ და „სანდი ტაიმსს“ სისტემატიურად ჰყავდათ „ამოღებული სამიზნეში“ ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, „სანდი ტაიმსის“ ყოფილი თანამშრომელი, რობერტ ტეიტი პირადი გამოცდილებიდან იხსენებს, როგორ დაეხმარა მას ბრაუნით გაზეთის დაინტერესება სამსახურის შოვნაში.
როცა სკანდალზე ვსაუბრობთ, როგორც ჩანს, “The News of the World”-ით ვერ შემოვიფარგლებით. თუმცა, ყველაზე დიდი სენსაცია მაინც იმან გამოიწვია, რომ მერდოკს მოუხდა თავისი ყველაზე მრავალტირაჟიანი გაზეთის დახურვა - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა „The News of the World“-ის მიერ მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის ამბავი.
ავსტრალიელი მედიამაგნატი, რბილად რომ ვთქვათ, მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან უკანონო ქმედების ბრალდება მის სხვა გაზეთებსაც ემუქრება. მაგალითად, როგორც ირკვევა, „სანი“ და „სანდი ტაიმსი“ ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმას ლამობდნენ (და ხშირად წარმატებითაც) მოეპოვებინათ ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის, პირადი ცხოვრების დეტალები.
ახლა განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ „სანზე“, რომელმაც, როგორც ჩანს, უკანონო გზით მოიპოვა ბრაუნის ჩვილი ვაჟის ავადმყოფობის ისტორია და საქვეყნოდ ცნობილი გახადა ბავშვის დაავადების ამბავი.
არალეგალურად მოქმედებდა „სანდი ტაიმსიც“, რომელმაც ერთხელ გორდონ ბრაუნის პირად საბანკო ანგარიშებშიც შეაღწია, რასაც ყოფილი პრემიერი მკაცრად ჰგმობს: „მათ ჩემს პირად საბუთებში შეღწევა შეძლეს. ლაპარაკია ათასგვარ დოკუმენტებზე, გადასახადებზე და სხვა საბუთებზე. ეს თავზარდამცემია! სრულიად გაოგნებული ვარ, რადგან გაზეთი კრიმინალურ სამყაროსთან იყო დაკავშირებული“, ამბობს ბრაუნი.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს სრული უფლება აქვს, აღშფოთებული იყოს მის პირად ცხოვრებაში ასეთი უსირცხვილო შეჭრით. მაგრამ რობერტ ტეიტს, ჩვენს კორესპონდენტს და „სანდი ტაიმსის“ ყოფილ თანამშრომელს ეს ყველაფერი სულაც არ უკვირს. მეტიც, ის ამბობს, რომ ეს ინტერესი მას თავის დროზე სამსახურის შოვნაშიც კი დაეხმარა.
„2002 წლის იანვარში“, - იხსენებს ჩვენი კოლეგა, - „როცა გაზეთის, შოტლანდიის ოფისში ვმუშაობდი, დამავალეს სტატიის დაწერა ბრაუნის პოლიტიკურ მომავალზე მისი ახალშობილი ქალიშვილის ჯენიფერ ჯეინის, გარდაცვალების შემდეგ. წერილი ბავშვის დასაფლავების დღეს დავწერე, გამოქვეყნებით კი ის ორ დღეში გამოქვეყნდაო, დასძენს ტეიტი.
როგორც ჩვენი კოლეგა ამბობს, სტატია ეყრდნობოდა მისი პირადი პოლიტიკური კონტაქტების წყალობით მოპოვებულ ინფორმაციას და განიხილავდა ბრაუნის სამომავლო კარიერაზე ასეთი მძიმე ტრამვის შესაძლო შედეგებს. როგორც ფინანსთა მინისტრი, ბრაუნი ხომ, ფაქტობრივად, ქვეყნის მეორე, ყველაზე გავლენიანი პირი იყო პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის შემდეგ.
„სანდი ტაიმსის“ ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა და ტეიტს სამსახურიც შესთავაზა. მომდევნო თვეებში კი გაირკვა, რომ ბრაუნის შესახებ ინფორმაციაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდებოდა.
როგორც ტეიტი ამბობს, ეს იყო აგრესიული, ხშირად მტრული, უარყოფით ინფორმაციაზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა.
აქვე რობერტ ტეიტი აღინიშნავს, რომ არასოდეს გამოუყენებია რაიმე არალეგალური გზები, როგორიცაა სატელეფონო საუბრების მოსმენა არ რაიმე მსგავსი. პირიქით, მისი თქმით, პროფესიონალიზმის დონე ძალიან მაღალი იყო და ფაქტები მკაცრად მოწმდებოდა.
2003 წელს რობერტ ტეიტმა „სანდი ტაიმსი“ დატოვა, მაგრამ - როგორც თვითონ ამბობს - არა იმიტომ, რომ მუშაობის მეთოდები არ მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ უცხოეთში სურდა კორესპონდენტად მუშაობა.
რაც შეეხება ბრიტანეთის ყვითელ პრესაში გამეფებულ მეთოდებს, იქ ყოველთვის ერთმანეთს უკავშირდებოდა პოლიტიკა და სექსი, საზოგადოებრივი საქმიანობა და პირადი ცხოვრების სკანდალური ამბები. ეს წარმატების ფორმულად და მაღალი ტირაჟის (შესაბამისად - მაღალი შემოსავლის) გარანტიად იქცა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის, როიტერსის პროგრამის დირექტორის, ჯონ ლოიდის განცხადებით, მერდოკის ბულვარული გამოცემების კომერციული წარმატება ბევრი სერიოზული გაზეთის შურს იწვევდა, და ზოგჯერ ისინიც მათს მეთოდებს მიმართავდნენ. არადა, როგორც ლოიდი აღნიშნავს, ეს მეთოდები, პრესის თავისუფლებას ემუქრება: „აღმოჩნდა, რომ თავისუფალ პრესას საფრთხე ემუქრება, რამაც ერთი გაზეთის დახურვა გამოიწვია. მისი მუშაობა თავისუფალ პრესას ემუქრებოდა, რადგან პრესა უკვე თავისუფალი კი არა, კრიმინალური გახდა. საფრთხე იმაშიც მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ “The News of the World”-ს აღარ ეხება, ეს ეხება სხვა ბულვარულ გაზეთებსაც.”
ასეა თუ ისე, ბოლოდროინდელმა სკანდალმა სერიოზულად დააზარალა მერდოკის მედიაიმპერია „ნიუს კორპორეიშნი“. ამ რამდენიმე დღის წინ კომპანია იძულებული შეიქნა უარი ეთქვა ბრიტანეთის ფასიანი სატელიტური ტელემაუწყებლის, BSkyB-ის შეძენის გეგმაზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც შესაბამისი მოთხოვნა გამოთქვეს ბრიტანელმა კანონმდებლებმა. ახლა ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ სკანდალი, შესაძლოა, გადასწვდეს შეერთებულ შტატებსაც, სადაც მერდოკის მედიაიმპერიის შტაბბინა მდებარეობს. აშშ-ში მერდოკს ეკუთვნის რამდენიმე გავლენიანი მედიასაშუალება, მათ შორის გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ და ტელეკომპანია „ფოქსი“. გასულ კვირაში ამერიკელმა სენატორმა ჯონ როკფელერმა გამოთქვა მოწოდება, ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, დარღვეული აქვს თუ არა „ნიუს კორპორეიშნს“ აშშ-ის კანონები.