ახალგორელთა ნაწილი დაბის ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ახალგორის დაცლის მცდელობაში ადანაშაულებს. ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, წეროვანში განთავსებულ ყველა დაწესებულებაში გამოკრულია განცხადება, რომ თუ თანამშრომლები სამჯერ გააცდენენ სამსახურს, მათ გაათავისუფლებენ. წეროვანში წასულთა დიდი ნაწილი ახალგორის საჯარო დაწესებულებებში მუშაობს. აქამდე ისინი დაფინანსებას როგორც საქართველოს ბიუჯეტიდან, ისე დე ფაქტო ხელისუფლებისგან იღებდნენ. მეარაყიშვილის აზრით, დაფინანსების შეწყვეტით საქართველოს ხელისუფლება ახალგორელებს არჩევანის წინაშე აყენებს: მათ ან დაბა უნდა დატოვონ და წეროვანში გადავიდნენ, ან დარჩნენ და საქართველოს ხელისუფლების დახმარების გარეშე აღმოჩნდნენ. თვითონ მეარაყიშვილი დაბის ქართული ადმინისტრაციის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულია, მაგრამ წეროვანში არსებული მისთვის გაურკვეველი სამსახურიდან ბარათზე დღემდე ხელფასი ერიცხება. მოსწავლეთა სახლის ხელმძღვანელობისთვის ის დე ფაქტო ადმინისტრაციისგანაც იღებს ხელფასს. მისი თქმით, ოსური ხელფასი ბევრად მეტია, ამიტომ ბევრი ახალგორელი, ალბათ, დარჩენას გადაწყვეტს, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივიან საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკების, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები, რადგან მათ არჩევანის წინაშე დააყენებენ.
მეარაყიშვილი მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, აღნიშნული სტრატეგიის გატარებას ხელი შეუშალონ.
მეარაყიშვილის ინფორმაციით, რაიონის ქართული ადმინისტრაცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომელს, ახალგორი დატოვოს და სამუშაოდ წეროვანში გადავიდეს.
რადიო თავისუფლება სხვა ახალგორელებსაც დაუკავშირდა. ზაურ მარგიევი სანიტარულ სამსახურში მუშაობს, ის ხელფასის შეწყვეტის შემთხვევაში დაბის დატოვებას არ ფიქრობს.
დაბის ქართული ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გამო პრეტენზიას არც დაბის პოლიკლინიკის ექიმი - ეთერ ჩერტკოევი - გამოთქვამს. იგი წეროვანში სიარულს არ აპირებს.
რადიო თავისუფლების ზარმა აშკარად გააღიზიანა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური. იგი ჯერ აცხადებდა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ქართული სამსახურები აღარ არსებობს, მაგრამ იქვე განმარტავდა, რომ დაფინანსება ახალგორში ჯერ არავის შესწყვეტია.
სამი წლის განმავლობაში ახალგორში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები ხელფასებს იღებდნენ როგორც ქართული, ისე ოსური ადმინისტრაციისგან. აგვისტოს ომის შემდეგ წეროვანში დაახლოებით 4 ათასი ადამიანი წავიდა,დაახლოებით 1000 ადამიანი დაბაში დარჩა. წეროვანში წასული ახალგორელებისთვის პარალელური სამსახურებიც შეიქმნა, მაგრამ დიდი ნაწილი ისევ დაბაში განაგრძობდა მუშაობას, ამიტომ ისინი ახლა არჩევანის წინაშე დადგნენ - ან საბოლოოდ წავიდნენ წეროვანში და საქართველოს ხელისუფლების მიერ მიცემული დევნილის სტატუსი არ დაკარგონ, ან დარჩნენ დაბაში და საქართველოს ხელისუფლების ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ.