თბილისში დასასრულს უახლოვდება აქცია ”აუდიოლიტერატურა უსინათლოთათვის”. პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურა უსინათლოთათვის ხელმისაწვდომი გახდეს. საკუთარ ლექსებს თავად ავტორები კითხულობენ. აქციაში უსინათლო პოეტებიც მონაწილეობენ. უსინათლოთა ხმის ჩამწერ სტუდიაში ავტორთა ლექსებს მოვუსმინეთ.
ეს ტროტუარზე მოკაკუნე თეთრი ჯოხის ხმაა. ადამიანებს, შავი სათვალეებითა და თეთრი ხელჯოხებით, რომელსაც ტროტუარზე აცეცებენ, ყველაზე ხშირად ქვემო ფონიჭალაში შეხვდებით.
ამ ადგილს ხომ უსინათლოთა დასახლებად უფრო იცნობენ. საბჭოეთის დროს ხელისუფლება აქ საწარმოებს, სპეციალურ სკოლებს ხსნიდა. უსინათლოები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოჰყავდათ, ასახლებდნენ, ასაქმებდნენ. ისინიც თავს მეტ-ნაკლებად საჭიროდ მიიჩნევდნენ...
უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ხელისუფლებას მათთვის არ ეცალა. მხოლოდ რამდენიმე წელია გასული, რაც ავტომაგისტრალზე, რომელიც დასახლებას კვეთს, ხმოვანი შუქნიშანი დადგეს და საგანგებო საგზაო ნიშანი დაკიდეს. მასზე შავი სათვალეებია.
ამირან ღოღაძე არც ხელჯოხს ხმარობს და არც შავი სათვალე უკეთია. მას თვალის ჩინი ოდნავ შერჩენილი აქვს. ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად ხალისიანია. უსინათლოთა კულტურის სახლთან არსებულ ხმისჩამწერ სტუდიაში ხომ ეს დღეები სტუმრიანობაა. უმეტესი მათგანი პოეტები არიან, როგორც თავად ამირანი. იგი თითქმის ყველას ლიტერტურულ ალმანახს აძლევს საჩუქრად. მასში უსინათლო ავტორთა ნაწარმოებებია თავმოყრილი. მანამდე ეს ლექსები ბრაილით დაბეჭდილ გაზეთში გამოიცა.
”მე თქვენ წიგნს გაჩუქებთ. წელიწადში ერთხელ, ორჯერ გამოვცემთ, როგორც მოგვიხერხდება, სხვებიც რომ გაეცნენ”,-ღიმილით ამბობს უსინათლო პოეტი. ამირან ღოღაძის ლექსების მოსმენა ახლა ინტერნეტშიც გახდება შესაძლებელი. ჩაწერისთვის იგი საგულდაგულოდ მოემზადა.
ბრაილით დაწერილ ფურცლებს ფაილიდან ფრთხილად იღებს, ხელს ფაქიზად აყოლებს შრიფტს და საკუთარ ლექსს კითხულობს:
ტრიოლეტი
ცისა და მიწის დასალიერთან
მზე თავის ცეცხლში ჩაიწვა, ჩადნა.
დაიმცრო ცა და დაცალიერდა...
ცისა და მიწის დასალიერთან
აღარ მოისმის ხმა ზეციერთა,
ქვეყანა იქცა შმორიან საკნად.
ცისა და მიწის დასალიერთან
მზე სანთელივით, ჩაიწვა ჩადნა...
ლექსის სევდიანი განწყობა თავად ამირან ღოღაძეს საუბარში არ ეტყობა. მიზეზი მარტივია:
”მეგობრების წრე გაგვიფართოვდა, მეტი ურთიერთობები გვაქვს და მეტად ვართ ყურადღების არეალში. ახლა მალე გვექნება ქართული სინთეზატორი, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ უსინათლოს, მონიტორზე რაც გამოისახება, ყველაფერი ქართულ ენაზე გაუხმოვანოს. აქამდე რუსულებით და ინგლისურებით ვსარგებლობდით. ეს ჩვენთვის თვალის ახელის ტოლფასი საქმეა”,- ამბობს ღოღაძე და დაწვრილებით ჰყვება, როგორ და რამდენი ხანი აგროვეს საჭირო თანხა. მიუხედვად იმისა, რომ ხმოვანი სინთეზატორი ძვირი სიამოვნებაა, 100 000 ევრო იღირს, უკვე მაისის ბოლოს ამ პროგრამის კომპიუტერში ჩატვირთვა ყველას უფასოდ შეეძლება.
iGeo-ს აღმასრულებელი დირექტორი გია ჯვარშეიშვილი ინტერნეტგვერდ lib.ge-ს გვაჩვენებს, სადაც აუდიოლიტერატურის ნაწილი უკვე განთავსებულია. სახელწოდებას ”აუდიოლიტერატურა უსინათლოთათვის” იგი დისკრიმინაციულად მიიჩნევს. აუდიოჩანაწერებით ხომ ყველა სარგებლობს, -ამბობს გია ჯვარშეიშვილი და ვებგვერდის სხვა ხარვეზებზეც საუბრობს:
”მაუსი რომ მიგაქვს, მაშინ იწერება ”გადმოწერე”, მაგრამ უსინათლო ამას ვერ აკეთებს. ჯერჯერობით დაუხვეწავია გვერდი, სატესტო რეჟიმშია და ეს გაკეთდება. აუდიოლიტერატურა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ადვილად და მარტივად ახერხებენ შემდეგ მოსმენას საყვარელი პოეტების, საყვარელი მწერლების, მაგრამ მათ ურჩევნიათ ყველაფერი ეს ბრაილზე იყოს დაბეჭდილი. ბრაილზე ბეჭდვა ძალიან ძვირი ჯდება, აუდიოლიტერატურის შექმნა კი ამ მხრივ ძალიან მარტივია”,- ამბობს გია ჯვარშეიშვილი, პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი.
აუდიოლიტერატურის შექმნაში, iGeo -ს გარდა, მონაწილეობენ რადიო პირველი არხი, ტელეპროექტი ”იმედის გმირები” , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
იდეის დაბადებას წინ გრძელი და რთული გზა უძღოდა. რამდენიმე თვის წინ 28 წლის უსინათლომ, დავით ყვირილიანმა, გერგეტის მწვერვალი მხოლოდ იმ მიზნით დაიპყრო, რომ უსინათლოთა პრობლემებისთვის საზოგადოების ყურადღება მიექცია. ზღვის დონიდან 4500 მეტრზე ასვლას სულ უშედეგოდ არ ჩაუვლია...
ორგანიზატორთა თქმით, პოეტები თავად უსინათლოებმა შეარჩიეს. მათი წარმომადგენლობა დიდია, დაწყებული ისეთი ცნობილი პოეტებიდან, როგორიცაა ბესიკ ხარანაული და თამაზ ჭილაძე და ახალგაზრდა პოეტებით დამთავრებული.
iGeo-ს აღმასრულებელი დირექტორის გია ჯვარშეიშვლის თქმით, პირველ ეტაპზე 35-მდე ავტორის ნაწარმოებია თავმოყრილი. აუდიოლიტერატურის პრეზენტაცია შაბათს, 18 მარტს, შედგება. თუმცა პროცესი გაგრძელდება და აუდიოლიტერატურა მუდმივად განახლდება. მით უმეტეს, რომ ამ წამოწყებას უკლებლივ ყველა ავტორი ენთუზიაზმით შეხვდა. ასეთთა შორის გიორგი ზანგურიცაა. ახალგაზრდა პოეტი იმ სურვილზე საუბრობს, რომელიც მას მსგავსი პროექტების შემდეგ გაუჩნდა:
„კარგი იქნება, თუ ადამიანები ამ რაღაცების გარეშე, ჩვენი უბრალო პოზიციით მივალთ, ვნახავთ, შევხვდებით და ვეტყვით: იცი, მე ესა და ეს ადამიანი ვარ. მოვედი, რამე ხომ არ გინდა, გინდა ლექსებს წაგიკითხავ, გინდა გავისეირნოთ და ა.შ.თუ ამას შევძლებთ, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, ვალით და მოვალეობით არა, ისე, სურვილით, მაშინ ჩვენ ბედნიერ საქართველოში, ბედნიერ ყოფაში და სოციუმში ვიცხოვრებთ”, - ამბობს გიორგი ზანგური.