კაიროს ქუჩებში არეულობა და ძალადობაა - ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებსა და ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მომხრეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით რეიტერი ავრცელებს ცნობას, რომ დღევანდელი შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და
400-ზე მეტი დაშავდა. გასულ კვირაში შეტაკებების დაწყებიდან დაღუპულია რამდენიმე ასეული ადამიანი. მხარეები ერთმანეთს მუშტებით, ქვებითა და ჯოხებით დაუპირისპირდნენ იმ ფონზე, როცა ქვეყნის ლიდერი უარყოფს საერთაშორისო მოწოდებებს, გადადგეს.
ძალადობა შუადღის ლოცვების შემდეგ დაიწყო, როცა მუბარაქის ათასობით მომხრემ მოედანზე შესვლა შეძლო და იმ დემონსტრანტებს დაუპირისპირდა, რომლებიც მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით აქციებს უკვე მეცხრე დღეა მართავენ.
ანტისამთავრობო აქციების მონაწილეები მუბარაქს ბრალს სდებენ აქციების ჩაშლის მიზნით მოედანზე კრიმინალთა ჯგუფების მიგზავნაში. ძალადობის ხელშეწყობაში ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ თავს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები დაესხნენ.
ამის დასტურად დემონსტრანტები აჩვენებდნენ პოლიციელთა პირადობის მოწმობებს, რომლებიც, მათი განცხადებით, შეტაკების დროს მუბარაქის მომხრეებს წაართვეს.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ აქციებში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები მონაწილეობდნენ.
ტაჰრირის მოედანზე მიმდინარე ქაოსურ სცენებს საერთაშორისო ტელეკომპანიები პირდაპირ ეთერში გადასცემენ. კადრებიდან ჩანდა, რომ ხალხში ცხენსა და აქლემზე ამხედრებული ადამიანები შედიოდნენ ხელკეტების ქნევით.
როგორც რეიტერი იტყობინება, ოპოზიციის ლიდერმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა მუჰამედ ელ ბარადეიმ ჯარს მოუწოდა, ჩაერიოს და ძალადობა შეაჩეროს, მაგრამ სამხედროები შეტაკებებს მხოლოდ თვალს ადევნებდნენ და არ ჩარეულან.
მუბარაქის მომხრეების გამოჩენამ - ჩვეულებრივი მოქალაქეები იქნება ეს თუ პოლიციელები - ახლებური დინამიკა შესძინა ამ 80-მილიონიან ქვეყანაში მიმდინარე დრამატულ მოვლენებს.
აქციები გასულ კვირაში დაიწყო, როცა კორუფციის, რეპრესიებისა და სოციალური გაჭირვების გამო მუბარაქის მთავრობით უკმაყოფილება სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა.
ეგვიპტის კრიზისს ყურადღებით ადევნებენ თვალს აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, ვისთვისაც მუბარაქი მღელვარე რეგიონში სტაბილურ ფიგურას წარმოადგენდა. მღელვარებას ის ფაქტორიც ზრდის, რომ ამბოხება შესაძლოა სხვა არაბულ ქვეყნებსაც მოედოს.
სამშაბათ საღამოს ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ სექტემბერში ახალი ვადით კენჭს აღარ იყრის, თუმცა არ შეასრულა დემონსტრანტების მოწოდება გადადგომის შესახებ. საპროტესტო აქციების მონაწილეების დიდი ნაწილი ასეთმა პასუხმა არ დააკმაყოფილა - მათ სურთ მუბარაქი დაუყოვნებლივ გადადგეს. აქციები გაგრძელდა.
82 წლის მუბარაქს, მისი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ, ბარაკ ობამამ ტელეფონით დაურეკა და ნახევარი საათის განმავლობაში ესაუბრა. ამის შემდეგ ობამამ ეგვიპტის მოვლენებს საგანგებო გამოსვლა მიუძღვნა. სიტყვაში, რომელიც ბევრმა აშშ-ის ერთგული მოკავშირის, მუბარაქის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის ფაქტობრივი დასუსტების სიგნალად აღიქვა, ობამამ განაცხადა, მუბარაქს ვუთხარი, რომ ცვლილება ეგვიპტეში დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოსო:
„ცხადი რაც არის და რაც დღეს საღამოს პრეზიდენტ მუბარაქსაც ვუთხარი, არის ჩემი რწმენა, რომ სისტემური ტრანსფორმაცია აზრიანი, მშვიდობიანი უნდა იყოს და ის ახლავე უნდა დაიწყოს.“
მაგრამ მუბარაქი ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყოფს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მოწოდებებს ცვლილების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ამგვარი მოწოდებები ეგვიპტეში არსებული ვითარების დაძაბვას ისახავს მიზნად.
სამი ათწლეულის განმავლობაში მუბარაქი დასავლეთისთვის წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკაში მთავარ მოკავშირეს და ექსტრემისტული ისლამის გავრცელების შემაკავებელს. მაგრამ ახლა, პროტესტის ფონზე მის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, მის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა კლებულობს.
ეგვიპტეში სწრაფი ცვლილებების მოხდენის მოწოდებით გამოდიან საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთიც.
მუბარაქმა მხარდაჭერა მიიღო ნავთობის გიგანტი საუდის არაბეთისგან, სადაც, ბევრი ანალიტიკოსის თქმით, ეგვიპტის მსგავსი ამბოხების დაწყება გამორიცხული არ არის.
სიტუაციას შეშფოთებით აკვირდება ისრაელიც, რომელმაც ეგვიპტესთან 1979 წელს სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა. ისრაელი შიშობს, რომ ეგვიპტეში ხელისუფლების გარკვეულ წილს ხელში მისი მოწინააღმდეგე ისლამისტები ჩაიგდებენ.