განვლილ კვირაში საქართველოს პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვა დაიწყო, ასევე განხორციელდა მასშტაბური ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თუმცა გასული კვირა საქართველოს ისტორიაში სულ სხვა მოვლენის გამო დაიკავებს გამორჩეულ ადგილს: 25 ივნისს გორის ცენტრიდან იოსებ სტალინის ქანდაკება აიღეს.
გასული კვირის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა რამდენიმე რაიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა: განადგურდა მოსავალი, დაიხოცა პირუტყვი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, თუმცა სტიქიურ უბედურებას ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა თბილისის მახლობლად, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, სადაც ესტაკადის ნაწილის ჩამონგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი წერეთლის განცხადებით, ძლიერი წვიმების გამო ადიდებულმა გლდანულამ ესტაკადის ბურჯს ფუძე გამოურეცხა და ხიდის სავალი ნაწილი ჩამოანგრია.
”ჩვენი სამსახურის სპეციალისტებმა ნგრევამდე ორი საათით ადრე დაათვალიერეს ეს ხიდიც და კიდევ ორი ხიდი იმ რაიონში. არც ერთ მათგანს ვიზუალური დათვალიერებით არაფერი ეტყობოდა. ნგრევამდე ერთი დღით ადრე გლდანში დიდი წყალმოვარდნა იყო, სწორედ ამის გამო გახდა საჭირო დათვალიერება. იმ დღეს, 5 საათზე, ისევ დიდი წყალმოვარდნა იყო, უცებ აიწია წყლის დონე და, რაც მთავარია, ძალიან სწრაფად მოედინებოდა წყალი და ამან გამოიწვია ის ყველაფერი, რაც მოხდა”, -განაცხადა გიორგი წერეთელმა.
ძლიერმა წვიმამ, ქარისა და სეტყვის თანხლებით, ასევე აზარალა კახეთის მხარე, სადაც გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონებში ვენახები რამდენიმე ათეულ ჰექტარზე განადგურდა, თუმცა სტიქიის ამგვარ ჭირვეულობას ხელი არ შეუშლია მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მეღვინეებისათვის ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი გაემართათ. კონგრესი მისასალმებელი სიტყვით პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა:
„ქართული ღვინო არის არა მხოლოდ ისტორიული ფაქტი, არა მხოლოდ მუზეუმში გამოფენილი რამდენიმე ათასი წლის ქვევრები, არამედ ქართული ღვინო არის დღევანდელი რეალობა და ეს კონგრესი ასევე ემსახურება ჩვენი ღვინის პოპულარიზაციას. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის ახალი ინვესტიციების მოზიდვა. ძალიან ბევრი საინტერესო ინვესტორი გამოჩნდა, ის ხალხი, ვინც ახლებურად უყურებს საკითხს.“
ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესის მასპინძლობა ქართულ ღვინოზე ზრუნვის გამოხატულებად მიიჩნიეს ამ სფეროში დასაქმებულმა სპეციალისტებმა. მათი თქმით, ასევე ადგილობრივ მეღვინეობა-მევენახეობაზე ზრუნვით აიხსნება ის გარემოება, რომ, ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ღვინო, სხვა ალკოჰოლური სასმელებისაგან განსხვავებით, აქციზით კვლავ არ დაიბეგრება. და ეს მაშინ, როცა საგადასახადო კოდექსი თითქმის მთლიანად იცვლება. გასულ კვირაში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამართულ განხილვაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ იცვლება კოდექსის არა მხოლოდ ცალკეული დებულებები და საპროცენტო განაკვეთები, არამედ მთლიანად სახელმწიფოს მიდგომა გადასახადების აკრეფისადმი.
„მთავარი პრინციპი, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამთ, ესაა თავის დროზე ხისტი, მაგრამ გამართლებული კოდექსიდან გადასვლა უფრო გონივრულ ადმინისტრირებაზე: გადამხდელთა უფლებების გაცილებით მეტი დაცვა და მეტი შეღავათები მცირე მეწარმეებს, რაც იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება“, განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა, რომლის თქმითაც, საგადასახადო კოდექსის პროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ბიზნესის კატეგორიებად დაყოფაა. შემოდის მიკრო და მცირე ბიზნესის ცნებები და დაბეგვრის შესაბამისი რეჟიმები, თუმცა კოდექსის განხილვისას ყველაზე ცხარე კამათი გამოიწვია უმაღლესი სასწავლებლების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრამ. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კოდექსის ეს მუხლი სწავლის საფასურს გააძვირებს. სხვაგვარად ფიქრობს ფინანსთა მინისტრი: „უმაღლესი სასწავლებლისთვის დღგ-ს გაზრდით სასწავლებლის მფლობელი ნაკლებ თანხას ჩაიდებს ჯიბეში.“
ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში, სავარაუდოდ, 2011 წლიდან შევა და სწორედ მისი გათვალისწინებით მოუწევს ბიუჯეტის დაგეგმვა და ქვეყნის მართვა აღმასრულებელ ხელისუფლებას, თუმცა, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, მთავრობას დასახული მიზნების მიღწევა შემდეგი მიზეზის გამო არ გაუჭირდება: „ეს არის მთავრობა, რომელიც ეფუძნება მუდმივ განახლებას და ასევე მუდმივად, თუნდაც მცირე დოზებით, მაგრამ ახალი სისხლის შეშვებას და შეშხაპუნებას.”
შეშხაპუნების ბოლო პროცედურა მიხეილ სააკაშვილმა გასული კვირის მეორე ნახევარში, 25 ივნისს, ჩაატარა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით ტყეშელაშვილი დაინიშნა. ის რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა რამაზ ნიკოლაიშვილმა შეცვალა. ახალი სამინისტროს ხელმძღვანელობა დაევალა პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს შიდა ქართლში ვლადიმერ ვარძელაშვილს. მისი უწყება, რომელიც კულტურის სამინისტროდან გამოყოფილი დეპარტამენტის ბაზაზე აღმოცენდა, ამიერიდან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სახელით იმუშავებს. ახალი მოადგილე ჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრსაც. თორნიკე გორდაძე საგარეო უწყებაში ”ევროპის მიმართულებას” უხელმძღვანელებს. მთავრობაში ასევე დებიუტი აქვს ვერა ქობალიას, აფხაზეთიდან დევნილ ყოფილ ბიზნესმენს, რომელიც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს:
„ვერა ქობალია, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვეში გააცნო თავი ჩვენს ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს... ძალიან საინტერესოდ იმუშავა და მე თვითონ ვიყავი მოწმე იმ რამდენიმე ძალიან მაგარი ღონისძიების, რაც გაკეთდა პოპულარიზაციისთვის (თუ შეიძლება ამას პოპულარიზაცია ერქვას...) იმ თემის, რომელიც არის ის ტრაგედია, რომელიც მოხდა საქართველოში... მათ შორის, მისი და მისთანების დიდი ქმედების შედეგია ის განცხადება, რომელიც გაკეთდა გუშინ ვაშინგტონში და მთელი რიგი მნიშვნელოვანი გარღვევები უკეთესობისკენ, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტში და სხვა საპარლამენტო ტრიბუნებზე, მათ შორის, რამდენიმე ევროპულ პარლამენტში... ”
პრეზიდენტმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გამოთქვეს იმედი, რომ ვერა ქობალია აუცილებლად მოახერხებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვას, თუმცა მთავრობის ამგვარი ოპტიმიზმი არ გაიზიარეს საპარლამენტო ოპოზიციაში.
პრეზიდენტის ინიციატივას, ანუ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით უახლესი კვირის განმავლობაში განიხილავს. გასულ კვირაში, ასევე დაჩქარებული წესით, ღამის ორ საათზე აიღეს იოსებ სტალინის ძეგლი მშობლიური გორის ცენტრიდან, დემონტაჟის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება კი კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ გააკეთა: „ეს არის ადამიანი, რომელიც 1921 წელს შემოუძღვა ოკუპანტებს საკუთარ სამშობლოში და ეს არის ადამიანი, რომელმაც გაანადგურა ჩვენი ერის - და არამხოლოდ ჩვენი ერის - საუკეთესო ნაწილი. ამიტომ საბჭოთა კერპის ადგილას უნდა დაიდგას მისი მსხვერპლის მემორიალი.“
ძეგლისგან გათავისუფლებას არც გორში და არც მთლიანად საქართველოში დიდი ვნებათაღელვა არ გამოუწვევია, თუმცა ითქვა, რომ გაცილებით რთული და ხანგრძლივი იქნება საბჭოთა ბელადის მენტალური მემკვიდრეობისგან გათავისუფლება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სტალინის ბრინჯაოს ძეგლს არ გადაადნობენ. ის ოკუპაციის მუზეუმში ექსპონატის სტატუსით დაიდებს ბინას.
დაბოლოს: კვირას, გამთენიისას, იოსებ სტალინის ძეგლი ტყიბულშიც მოხსნეს.