ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებმა გაფიცვა დროებით შეწყვიტეს. ამ დროისთვის საწარმოში მუშაობა სრულადაა განახლებული. ყველა ღუმელი ჩართულია.
საპროტესტო აქციის შეწყვეტის მიუხედავად, მუშები სოციალური პირობების გაუმჯობესებას კვლავ ითხოვენ. საგაფიცვო კომიტეტის თავმჯდომარის გოგა ბრეგაძის თქმით, უახლოეს დღეებში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს.
მეტალურგიისა და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის თქმით, ჯგუფი პარიტეტული წესით დაკომპლექტდება. მასში მეტალურგები, პროფკავშირი და ქარხნის ადმინისტრაცია თანაბრად იქნება წარმოდგენილი. დოლაბერიძის თქმით, მოლაპარაკების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოება ინფორმაციას სისტემატურად მიიღებს.
როგორც პროფკავშირის წარმომადგენელი ამბობს, ინვესტორი თანახმაა, მუშებს გაცდენილი დღეების ხელფასი გადაუხადოს. ინვესტორი მაისიდან ხელფასების მომატებაზეც თანხმდება, ოღონდ, თუ რამდენი პროცენტით, ეს ჯერ კიდევ მოსალაპარაკებელია.
ხელფასების 50%–ით გაზრდა მეტალურგების ერთ–ერთი მოთხოვნაა. ისინი შრომის უსაფრთხოების წესების დაცვას, შვებულების გახანგრძლივებასა და დაუმსახურებლად გათავისუფლებული ორი თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ.
ზესტაფონის ‘“ფეროში“ გაფიცვა 22 აპრილს დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ქარხანა გაჩერებული იყო. პარალელურად მუშების შიმშილობის აქციაც მიმდინარეობდა. მეტალურგების მხარდასაჭერად ზესტაფონში გაერთიანებული პროფკავშირისა და თითქმის ყველა დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარე ჩავიდა. აქციის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მხარეებმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მიიღეს. ქარხნის ადმინისტრაციამ მუშების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გარკვეული დრო და გაფიცვის შეჩერება ითხოვა, რაზეც მეტალურგები დათანხმდნენ.