თბილისში იმყოფება გავლენიანი გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი, რომელიც სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ეუთოსა და გაეროს მისიებს საქართველოში. მან არაოფიციალური შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ბოდენი თბილისს სოხუმიდან ესტუმრა, სადაც პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორის სტატუსით იმყოფებოდა. პარალელურად სოხუმში შეხვედრებს მართავს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები.
სოხუმის მსგავსად, დიტერ ბოდენი ხელისუფლების წარმომადგენლებს თბილისშიც დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციის თანახმად, ბოდენი თავდაპირველად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას შეხვდა, შემდეგ კი პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიასთან გამართა. მოგვიანებით გერმანელი დიპლომატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესაც შეხვდა. მოლაპარაკებათა კონფიდენციალურობის გამო მხარეები თავს იკავებენ კომენტარების გაკეთებისაგან. პაატა დავითაია დიტერ ბოდენს ორიოდე კვირის წინ გერმანიაშიც შეხვდა. აი, რა უთხრა დავითაიამ რადიო თავისუფლებას ბოდენთან თავისი კონსულტაციების შესახებ:
”დღეს - იმ აღიარებების ფონზე, რომელიც ხდება რუსეთის ზეწოლის შედეგად - რომ დაიწყოს საუბარი აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, და ეს დაიწყოს გაეროს ყოფილმა ელჩმა და გერმანიის მოქმედმა დიპლომატმა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.”
ევროპის ასეთი პოზიციის გამო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დიტერ ბოდენთან შეხვედრაზე უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც ბოდენის შემდეგი პასუხი მოჰყვა:
”მეჩვენება, რომ ნამდვილად სიტუაცია კარგი არ არის და, მერწმუნეთ, ევროპა არ ზეიმობს, რომ ჩვენ ასეთ სიტუაციაში ვართ. არავის უნდა აფხაზების იზოლაცია. მაგრამ ჩვენ ვართ რთული პროცესის დასაწყისში იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ მოხდა. ეს მოითხოვს მონდომებას და მოთმინებას ყველა მხარისგან.”
თბილისში ვარაუდობდნენ, რომ სოხუმში დიტერ ბოდენი 2001 წელს თავის მიერვე მომზადებული დოკუმენტის აქტუალიზებას შეეცდებოდა. სუვერენული აფხაზეთი სუვერენული საქართველოს ფარგლებში - დაახლოებით ასეთი იყო დედააზრი 9 წლის წინანდელი პროექტისა თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ. დოკუმენტში ჩამოყალიბებული მიდგომები რეგიონისთვის ერთგვარი ფართო ავტონომიის შეთავაზების ტოლფასი იყო, მაგრამ ის სოხუმის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო.
დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს - ”აპსნიპრესის” - ცნობით, ქართულ მედიაში გამოჩენილ ინფორმაციას დიტერ ბოდენთან შეხვედრის შემდეგ ”ხუმრობით გამოეხმაურა” აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში და თქვა, რომ სტუმართან ეგრეთ წოდებული ”ბოდენის გეგმის” განხილვას ”არავითარ შემთხვევაში არ აპირებს”.
რამდენად შეძლებს ყოფილი ელჩი საერთო ენის გამონახვას სოხუმის დე ფაქტო ლიდერებთან? - ამ შეკითხვით პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მივმართეთ. პასუხად მივიღეთ:
”ის არის კონკრეტული წრეების, კონკრეტული პოლიტიკური სივრცის - ევროპის - წარმომადგენელი და ჩვენ ვიცით, რომ ამ სივრცის მიმართ სოხუმს ნელთბილი დამოკიდებულება აქვს, კერძოდ: რუსეთის გამო, მისგან დისტანცირებას ახდენს, მაგრამ ეკონომიკური ინტერესების გამო, ამ სივრცესთან მიახლოება მასაც უნდა... ამიტომ სავარაუდოა, რომ დიალოგს, ურთიერთობას ის კარს გაუხსნის...”
თავად გერმანელმა დიპლომატმა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ მისი შეხვედრების “აქტუალური პუნქტი” ე.წ. ბოდენის დოკუმენტი არ ყოფილა. და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ის შთაბეჭდილებები გააცნო, რაც სოხუმში ბოლო ვიზიტის შემდეგ შეექმნა.
დიტერ ბოდენის განცხადებით, ის კვლავაც დაინტერესებულია აფხაზეთის თემით, მაგრამ არანაირ ოფიციალურ მოლაპარაკებას მხარეებს შორის არ აწარმოებს და ამის უფლებამოსილება არც გააჩნია.
იგი მომავალ კვირაში თბილისს კვლავ ესტუმრება გერმანული ფონდის – ბოშის დელეგაციასთან ერთად და ერევანს და ბაქოსაც მოინახულებს.
ბოდენის ვიზიტის პარალელურად სოხუმში შეხვედრები გამართა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ. მან დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მხოლოდ საერთო ინტერესების გათვალისწინებით შეიძლება რეგიონში ვითარების ნორმალიზება და გამოსავლის მოძებნა ურთულესი პოლიტიკური სიტუაციებიდან.